სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოსახლეობის გადამზადებას ითვალისწინებს, უკვე ამოქმედდა. 1 სექტემბრიდან დღემდე განაცხადების რაოდენობამ 12 000-ს მიაღწია.
თბილისელებს, ძირითადად, ახალი პროფესიების შესწავლა უწევთ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, პრეზიდენტის განცხადების საფუძველზე, 50 000 ადამიანის დასაქმებას გეგმავს. დაინტერესება დიდია, თუმცა მოსახლეობა არც უკმაყოფილებას მალავს.
პრეზიდენტის მიერ გაცხადებული პროგრამა, რომელიც ოპოზიციამ წინასაარჩევნო პიარად შეაფასა, ხოლო ექსპერტებმა მას წყალში გადაყრილი ფული უწოდეს, აქტიურად ხორციელდება. ყოველ შემთხვევაში, მოქალაქეთა დაინტერესება იმდენად მაღალია, რომ ამ დროისათვის მსურველთა რაოდენობამ 12 000-ს მიაღწია. დაუსაქმებელ მოსახლეობას, ხშირ შემთხვევაში, პროფესიის შეცვლა უწევს. მოქალაქეები პროგრამის დადებით მხარეზე საუბრობენ:
[ხალხი] ,,ხალხი უმუშევარი იყო, პროფესიას მიიღებს, დასპეციალდება, რაღაცას გააკეთებს, სახლში ჯდომას. სადაზღვევო კომპანია ,,იმედი”, სადაზღვევო აგენტი.”
,,პროფესია დავწერე 4, აღმოჩნდა მძღოლი და მომცეს მისამართი.”
,,რა ვიცი, ისე, ძალიან ბევრი ხალხია და არ მგონია, თუ ამდენი ხალხი დასაქმდება.მაგრამ ჯერ სწავლაო, ისწავლეთო და მერე დასაქმდებითო. კარგი იქნება, თუ დავსაქმდებით.”
პროგრამის ძირითადი ამოცანა მუშახელის მეწარმე სუბიექტთან დაკავშირებაა. სამი თვის განმავლობაში დასაქმებული მოქალაქე 450 ლარით დაფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან. საგამოფენო პავილიონთან რიგების მიუხედავად, მოსახლეობა მაინც ახერხებს სასურველი შედეგის მიღწევას. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც არ გაუმართლდათ:
[ხალხი] ,,რაღაც არასერიოზულად მეჩვენება. 10 რაღაც ამოვიწერე და არც ერთში არ არისო დღესო და ორშაბათს მობრძანდითო. ეკონომიური მაქვს დამთავრებული და ბუღალტრად ვარ ნამუშევარი და ისევ ამოვარჩიე ესეთი რაღაცეები. მერე მკერავი და მქსოველი, რაც მეხერხება, ისიც მივაწერე ბოლოს, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა.”
,,მარქშეიდერი ვარ პროფესიით, ტოპოგრაფიული ტექნიკუმი მაქვს დამთავრებული. წლების განმავლობაში ვმუშაობდი ,,თბილგვირაბმშენში”, მაგრამ არაფერი არ არის საჩემო.”
,,მე ინდმეწარმესთან მოვხვდი. ექიმი ვარ, მაგრამ რაც დავწერე, არაფერი არ ამომიგდო. დიასახლისი ვარ. ვნახავ, რა პირობებია.”
,,სულ ახლახან შემამცირეს სამსახურიდან და იძულებული გავხდი, მოვაკითხე ამ დასაქმების ოფისს. სხვა გამოსავალი არ გვაქვს. არასერიოზულია, პროფესიული თვალსაზრისით, წახვიდე იქ, სადაც არ არის შენი მოწოდება. ეს არის უკიდურესი მდგომარეობა, ჩვენი ცხოვრებიდან გამომდინარე.”
,,ამის წინ გახლდით აქ და ფარმაცევტად მიმავლინეს რომელიღაც დიდუბის რაიონში, მაგრამ მითხრეს, უნდა გქონდეს ფარმაცევტული განათლებაო. იქ დამხმარე მუშაკები არსებობენ და ხომ შეიძლებოდა, რომ დამხმარე მუშაკად ვყოფილიყავი და რაღაცა შემესწავლა. ძალიან ბევრნი მოდიან აქ, რომ უარი გვითხრეს.”(სტილი დაცულია)
ამ დროისათვის, როგორც პროგრამების მართვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა სტურუა აცხადებს, 3500-მდე ადამიანი დასაქმდა. თუმც, მისი აზრით, საქართველოში არა სამუშაო ადგილის, არამედ სამუშაო ძალის პრობლემაა, რადგან დაკავება მძიმე სამუშაოთი არავის სურს.
[სტურუას ხმა] ,,გაცილებით იმატა მოსახლეობის რაოდენობამ, ვაკანსიების რაოდენობამაც საგრძნობლად იმატა, შეთანხმებებია მიღწეული უკვე, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მოსახლეობის უმეტესობა ითხოვს მსუბუქ და მაღალკვალიფიციურ სამუშაოს. ძირითადი მოთხოვნა ოფისმენეჯერებზე, ადმინისტრატორებზე, იურისტები, ეკონომისტები... ეს პროგრამა გულისხმობს სამუშო ადგილზე პროფესიულ მომზადებას და არ გულისხმობს იურისტების და ექიმების ჩამოყალიბებას 3 თვეში.”(სტილი დაცულია)
რიგები მე-5 საგამოფენო პავილიონთან 18 სექტემბრამდე გაგრძელდება. სამი თვის შემდეგ კი ცნობილი გახდება, რეალურად რამდენი ადამიანი დასაქმდება პრეზიდენტის ამ ინიციატივის შედეგად.