ნატოს მაღალჩინოსანმა ალიანსის წევრ ქვეყნებს

ნატოს მაღალჩინოსანმა ალიანსის წევრ ქვეყნებს სამხრეთ ავღანეთში კონტინგენტის გაგზავნისკენ მოუწოდა.
ნატოს მაღალჩინოსანმა ალიანსის წევრ ქვეყნებს სამხრეთ ავღანეთში კონტინგენტის გაგზავნისკენ მოუწოდა.
ბელგიის ქალაქ მონსში, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ ბრიფინგზე, შეერთებული შტატების გენერალმა, ჯეიმს ჯონსმა განაცხადა, რომ ნატო გააკვირვა ავღანეთის სამხრეთში შეიარაღებული წინააღმდეგობის განახლებამ. ჯონსის თქმით, ალიანსს ამ რეგიონში დამატებითი სახმელეთო და საჰაერო ძალები ესაჭიროება.