საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე დეპუტატები გამოვლენ ახალი ინიციატივებით საქართველოს ბოლოდროინდელი გამოწვევების საპასუხოდ.
ლაპარაკია ინიციატივებზე, რომლებითაც ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს რეაგირება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში განვითარებულ მოვლენებზე, კერძოდ: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენის დაცხრილვის ფაქტზე, კონფლიქტის ზონაში უკონტროლო მილიტარიზაციასა და რუსეთის სამშვიდობო ძალების უმოქმედობაზე. ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში არსებულ მდგომარეობაზე მსჯელობამ წამყვანი ადგილი დაიკავა სამშაბათს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. იქვე გამოითქვა კონკრეტული წინადადებები და ინიციატივები.
ბიუროს სხდომაზე უმრავლესობის სხვადასხვა წარმომადგენლების მიერ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შექმნილი ვითარების შეფასება მკაცრი იყო, ბოლოდროინდელ გამოწვევებზე საპასუხოდ გამოთქმული ინიციატივები კი - მკვეთრი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილმა კონფლიქტის ზონაში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენის დაცხრილვის ფაქტი და გავრცელებული ცნობა ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებისა ან ლიკვიდაციისთვის ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ სერიოზულ გამოწვევად შეაფასა და წამოაყენა წინადადება - პარლამენტმა სპეციალური განცხადების მიღებით უპასუხოს ამ გამოწვევას. კოტე გაბაშვილმა საჭიროდ მიიჩნია ისიც, რომ მთავრობის წევრებმა პარლამენტის წინაშე დაახასიათონ კონფლიქტის ზონაში შექმნილი სიტუაცია და განმარტონ, თუ რა კეთდება რუსეთის სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით მიღებული დადგენილების რეალიზაციისთვის.
პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის საგანგებო განცხადებაზე უფრო საჭიროდ მიიჩნია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გააქტიურება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე პროცესების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების უკეთ ინფორმირებისთვის. შესაბამისი დავალება ბიუროს სხდომაზე გაიცა. რაც შეეხება იქვე გამოთქმულ სხვა საყურადღებო წინადადებებს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის აზრით, პარლამენტმა მთავრობას უნდა მოსთხოვოს გააქტიურდეს ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების სამშვიდობო გეგმის რეალიზაციისთვის. ამასთან, უნდა განისაზღვროს კონკრეტული ვადა შედეგის გამოსაკვეთად:
[გივი თარგამაძის ხმა] ”თუ რამდენიმე თვეში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით ვერ შევძლებთ ამ სამშვიდობო გეგმის გააქტიურებას, ჩემი ხედვით, რეალობა არის ის, რომ საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს საკუთარი ძალებით მოუხდებათ ამ საფრთხეების აღმოფხვრა, რადგან სხვაგვარად შეუძლებელი იქნება მათი თავიდან აცილება. ”
ეს არის ჩემი ხედვაო, - ხაზი გაუსვა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ. მისი მოადგილის ნიკა რურუას მიერ გამოთქმული ინიციატივა კი ერთი ადამიანის ხედვაზე აგებული, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს. ინიციატივა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში სერიოზული ცვლილების შეტანას გულისხმობს. ცვლილების თანახმად კი, კონცეფციაში ჩანაწერი ”გარე აგრესიის შეჩერება” უნდა შეიცვალოს ჩანაწერით ”ტოტალური თავდაცვა” . ცვლილების არსი ასე განიმარტება:
[ნიკა რურუას ხმა] ”გარე აგრესიის შემთხვევაში გულისხმობს გადასვლას ტოტალურ და უპირობო თავდაცვის სისტემაზე, რომელსაც შეიმუშავებს თავდაცვის სამინისტრო.”
გარე აგრესიის შემთხვევაში “ტოტალურ თავდაცვაში” საყოველთაო მობილიზაცია უნდა ვიგულისხმოთ და არამარტო ეს, - განმარტა ჩვენთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ. მისივე თქმით, პარლამენტი ცვლილებას ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში უახლოეს პერიოდში შეიტანს.
აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომლის წარმომადგენლებიც ერთმანეთის მიყოლებით იმეორებენ, რომ სამშვიდობო კურსიდან გადახვევა არ უნდა მოხდეს, გარკვეულ შემთხვევებში ძალის გამოყენების აუცილებლობაზე მინიშნებებს აკეთებს. ასეთ მინიშნებებზე მტკივნეულად რეაგირებენ ცხინვალში და აცხადებენ, რომ მან, ვინც კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაჭრას ემხრობა, არ უნდა დაივიწყოს: ოსები პრობლემის მშვიდობიანი გზით მოწესრიგების მომხრენი არიან, მაგრამ შეურაცხყოფას და დამცირებას არავისგან მოითმენენ.