თბილისისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღეს, საქართველო-საფრანგეთის მატჩის წინ, ცნობილი ხდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქის პოლიციის სამმართველოში რამდენიმე რაიონული ხელმძღვანელი პატაკს წერს და სამსახურიდან მიდის.
ოფიციალურ კომენტარს მერაბიშვილის უწყება მომავალ კვირაში გააკეთებს. ქალაქის მერი გიგი უგულავა კი აღნიშნავს, რომ თბილისის სამმართველოში პრობლემები არსებობს. საკადრო ცვლილებების ოფოციალური მიზეზი, სავარაუდოდ, ბოლო დროს კრიმინალების გააქტიურება და ზაფხულის პერიოდში ბევრი გაუხსნელი საქმე გახდა.
მთაწმინდა-კრწანისის, გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პოლიციის სამმართველოს უფროსებმა პატაკი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ უკვე დაწერეს. თამაზ ვასაძეს, ბადრი ღვინჯილიასა და თამაზ რუხაძის წასვლის მიზეზად თბილისში ბოლო დროს კრიმინალების გააქტიურება და ზაფხულის პერიოდში ბევრი გაუხსნელი საქმე დასახელდა. ძალოვანები კომენტარს არ აკეთებენ. ქალაქის მერი გიგი უგულავა მიესალმება ნებისმიერი სახის ოპტიმიზაციას და აღნიშნავს, რომ პრობლემები ქალაქის სამმართველოში ნამდვილად არსებობს:
[უგულავას ხმა] ,,ზოგადად, თბილისის სამმართველოში პრობლემები არსებობს, განსაკუთრებით თბილისის გარეუბნებში ჩვენ გვაქვს პრობლემები. მე ამაზე მქონდა მინისტრთან საუბარი. განსაკუთრებულ პრობლემებს წარმოადგენს წვრილმანი დანაშაულობები, ხულიგნობები, სადარბაზოებში დახვედრა, დაყაჩაღება და ა.შ. ეს პრობლემები ჩვენ გვაქვს და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. თუმცა ყოველი საკადრო ცვლილება თავიდან ბოლომდე არის სამინისტროს საქმე.”(სტილი დაცულია)
თანამდებობაზე რჩებიან მხოლოდ ვაკე-საბურთალოსა და ისან-სამგორის შინაგან საქმეთა სამმართველოების უფროსები. რაც შეეხება თბილისის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელს მერაბ ბაღათურიას, იგი ჯერჯერობით კვლავ ინარჩუნებს დაკავებულ თანამდებობას, თუმცა ხმა მისი გათავისუფლების შესახებ უკვე გავრცელდა. სამმართველოს უფროსების გათავისუფლება მოულოდნელი აღმოჩნდა თბილისელებისთვისაც. მოქალაქეები შექმნილ კრიმინოგენურ ვითარებას არაერთგვაროვნად აფასებენ:
[ხალხის ხმა] ,,შედარებით ძველ თაობასთან, უკეთესი არიან, მაგრამ მაინც უფრო უკეთესად უნდა იყვნენ.”(სტილი დაცულია)
,,ჯერ რატომ ნიშნავ და, თუ ნიშნავ, რატომ ათავისუფლებ და, თუ ათავისუფლებ, ყველას ერთად რატომ ათავისუფლებ, მაშინ, ე.ი., სადღაც არის სისუსტე, სისუსტე მოდის თავიდან, მაშინ უნდა გაათავისუფლო თავიდან ყველა და ჩახვიდე ბოლოში. როცა ადამიანს აქვს ყველაზე დიდი პენსია 35 ლარი და 50 ლარი, კრიმინოგენური მდგომარეობა ყოველთვის იქნება, იქნება მანამ, სანამ არ აიწევს სოციალური ფონი საქართველოში.”(სტილი დაცულია)
,,ძალიან ცუდად მუშაობენ და ამორალურად მუშაობენ. არ აკმაყოფილებთ ის მდგომარეობა, როცა უდანაშაულო ხალხს ხვრეტენ და იჭერენ. უფრო მეტი სჭირდებათ, უფრო მეტი, იმიტომ რომ რაღაც სადავეები გაურბით ხელიდან.”(სტილი დაცულია)
გლდან-ნაძალადევის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსის მოვალეობას ლევან ჭაბუკიანი, ხოლო დიდუბე-ჩუღურეთისას გია კობაჩიშვილი ასრულებს. მერაბიშვილის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას ექსპერტები წინასაარჩევნო მდგომარეობას უკავშირებენ. პაატა ზაქარეიშვილი მერაბიშვილ-ოქრუაშვილის დაპირისპირებას იხსენებს და არ გამორიცხავს, შინაგან საქმეთა მინისტრი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ არასაიმედო ხალხისგან ათავისუფლებდეს სამინისტროს:
[ზაქარეიშვილის ხმა] ,,მას შემდეგ, რაც დაინიშნა ვანო მერაბიშვილი მინისტრად, დაიძაბა ვითარება და დაიწყო ოქრუაშვილის მიერ მიყვანილი კადრებისგან სამინისტროს გაწმენდა. წინასაარჩევნოდ, როგორც ჩანს, პარტიაში იძაბება ვითარება და დღემდე გრძელდება, როგორც ჩანს, ოქრუაშვილისა და მერაბიშვილის კადრებს შორის დაპირისპირება. ყველანაირი მონაცემებით, კრიმინოგენური მდგომარეობა საკმაოდ მძიმე არის. მარტო ციხეებში ნახეთ, რა ხდება - 12 000 კაცამდე არის ასული პატიმრების რაოდენობა. ეს არ ყოფილა არასდროს. შესაბამისად, აშკარად ჩანს, რომ ვერ უმკლავდება საქართველოს ხელისუფლება მძიმე კრიმინოგენურ მდგომარეობას.”(სტილი დაცულია)
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციაში შესულია გენერალური ინსპექცია და არსებულ ვითარებას ადგილზე სწავლობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ კომენტარს მომავალ კვირაში გააკეთებს.