ადვოკატი იოსებ ბარათაშვილი ირწმუნება, რომ მოძრაობა ”წინ, საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ბათიაშვილის, დაპატიმრება
შეგნებულად გაყალბებული აუდიოჩანაწერის გამოყენებით მოხდა. ასეთი განცხადება ირაკლი ბათიაშვილის ინტერესების დამცველმა ოთხშაბათს სახალხო დამცველის ოფისში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ადვოკატმა ჟურნალისტებს მოასმენინა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის მიერ გარცელებული ცნობილი ჩანაწერი ირაკლი ბათიაშვილისა და ემზარ კვიციანის სატელეფონო საუბრისა, შემდეგ კი წაიკითხა ამავე საუბრის შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი გაშიფრული ტექსტი, რომლის შინაარსიც მართლაც განსხვავდება ”რუსთავი 2 ”-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერის შინაარსისგან.
”წინ, საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ბათიაშვილი, იმ სატელეფონო საუბრის საფუძველზე დააკავეს, რომლის ჩანაწერიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველად ტელეკომპანია ”რუსთავი- 2”-ის საშუალებით გაავრცელა. ეს იყო ირაკლი ბათიაშვილსა და ემზარ კვიციანს შორის 23 ივლისს შემდგარი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი. ის სწორედ კვიციანის ამბოხების დღეებში იქნა გავრცელებული და მისი შინაარსი საზოგადოებისთვის ცნობილია.
ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში ემზარ კვიციანი ირაკლი ბათიაშვილს ეუბნება, რომ მას დაურეკა აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილემ კუპალბამ და შესთავაზა გარკვეული რაოდენობის ძალებით გვერდში დადგომა; შემდეგ, საუბრის გაგრძელებამდე, არის საკმაოდ ხანგრძლოვი პაუზა. შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი საუბრის გაშიფრული ტექსტის გაცნობის შემდეგ ბათიაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ სწორედ პაუზით გადაიფარა ემზარ კვიციანის საუბრის ის ნაწილი, რომელიც ცვლის მის შინაარსს და რომელიც შეგნებულად უნდა იყოს ამოჭრილი გავრცელებული ჩანაწერიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტროდან 23 ივლისის სატელეფონო საუბრის გაშიფრული ტექსტი ადოკატმა ბარათაშვილმა საქმეში სახალხო დამცველის ჩარევის შემდეგ მოიპოვა. სწორედ ამ ვარიანტის მიხედვით ირკვევა, რომ კვიციანს კუპალბას მიერ მისთვის დახმარების შეთავაზებასთან დაკავშირებით უთქვამს (ნათქვამი მოგვყავს სიტყვასიტყვით): ”შემომთავაზა, გარკვეული რაოდენობით დაგიდგები გვერდშიო, ვუთხარი, მე თვითონ იმას ვიზამ-თქო და რო გაგვწყვიტავენ, მერე რაც გინდა ის გააკეთე, მაგრამ მაგას ვერ მოესწრებიან.”
”აშკარაა, კვიციანი ამბობს, რომ არ მიიღო კუპალბას შეთავაზება. ამდენად, ბათიაშვილს არ ჰქონდა საბაბი საიმისოდ, რომ კვიციანის კუპალბასთან დანაშაულებრივი კავშირის შესახებ ინფორმაცია შესაბამისი სტრუქტურებისთვის მიეწოდებინა,” - აცხადებს ბათიაშვილის ადვოკატი და იქვე დასძენს:
[სოსო ბარათაშვილის ხმა} ”ვინც ეს ჩანაწერი გაავრცელა, მისთვის ხომ ცნობილი იყო საუბრის სრული ვარიანტის შინაარსი. როგორც ჩანს, ჩანაწერი შეგნებულად იქნა გაყალბებული, რათა ის გამოეყენებინათ ირაკლი ბათიაშვილის დასაკავებლად. სხვა რა შეიძლება ვიფიქროთ.”
აქვე შეგახსენებთ, რომ ირაკლი ბათიაშვილს ბრალს 2 მიმართულებით უყენებენ: პირველი - ამბოხების მხარდაჭერა (ინტელექტუალური მხარდაჭერა) და მეორე - დანაშაულის დაფარვა. ბათიაშვილის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი ირწმუნება, რომ ბათიაშვილი შეგნებულად გაყალბებული აუდიოჩანაწერის გამოყენებით იქნა დაკავებული. ბათიაშვილის საქმის შესწავლით დაინტერესებულია სახალხო დამცველი. აი, რას აცხადებს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი გიგა გიორგაძე:
[გიგა გიორგაძის ხმა] ”წარმოდგენილი მასალით იკვეთება, რომ გავრცელებულ ჩანაწერში პაუზა არსებობს და ამ პაუზის მიღმა არის ტექსტი, რომელიც არსებითად ცვლის საუბრის შინაარსს.”
ადვოკატი ბარათაშვილი გენერალურ პროკურორს სთხოვს იმ პირთა ვინაობის დადგენას, ვინც შეგნებულად გააყალბა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი.