საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, კოდორის ხეობაში სასწაული უნდა მოხდეს. სასწაული უსწრაფეს ვადაში კოდორის ხეობის თანამედროვე ტიპის დასახლებად
ადაქცევას გულისხმობს. ოქტომბრის ბოლოსთვის იქ დასრულებული უნდა იყოს ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები და ყველა პირობა უნდა იყოს შექმნილი აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურების ”ზემო აფხაზეთში” გადასაყვანად. 15 აგვისტოს მთავრობის საგანგებო სხდომაზე სწორედ ”ზემო აფხაზეთად” იქნა მოხსენიებული კოდორის ხეობა. პასუხისმგებლობა იქ გასატარებელ სამუშაოებზე, როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა მინისტრს დაეკისრა, აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან ერთად. ლეგიტიმური სტრუქტურების წარმომადგენლები უკვე კოდორში იმყოფებიან და ადგილზე სწავლობენ სიტუაციას. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს თემურ მჟავიას სწორედ კოდორის ხეობაში დავუკავშირდი და ვკითხე, როგორ შეხვდნენ კოდორელები კოდორის ხეობაში სასწაულის მოხდენის გადაწყვეტილებას.
[თემურ მჟავიას ხმა] ” გუშინდელმა განცხადებამ, პრეზიდენტის განცხადებამ, კოდორის ხეობაში აღფრთოვანება გამოიწვია, ხოლო რაც შეეხება ”ზემო აფხაზეთის” ტერმინის დამკვიდრებას, ეს ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღებია. ”
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და, მასთან ერთად, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელი კოდორის ხეობაში სიტუაციას ეცნობა. იქ გასატარებელ სარეაბილიტაციო სამუშაოს სწორედ აფხაზეთის დევნილი მთავრობის თავმჯდომარემ უნდა უხელმძღვანელოს. სადღაც თვე-ნახევარში კოდორი თანამედროვე ტიპის დასახლებად უნდა გადაიქცეს. იმ დროისთვის, სანამ ხეობისკენ საავტომობილო გზა ჩაიკეტება, იქ მზად უნდა იყოს ადმინისტრაციული შენობა აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურების ”ზემო აფხაზეთში” ასამუშავებლად და კოტეჯებიც - ამ სტრუქტურების წარმომადგენლების დასაბინავებლად. პრეზიდენტის დავალებით, თვენ-ნახევარში კოდორის ხეობაში სრულიად ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას.
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ” მოვახდინოთ სასწაული და გავაკეთოთ. კოდორში უნდა იყოს ისეთი აღმშენებლობა, აფხაზეთში დაინახონ, რომ ის, რაც ვერ გააკეთეს 14 წლის მანძილზე, ჩვენ ვაკეთებთ ერთ თევში.”
ოქტომბრის ბოლოსთვის დასასრულებელი სამუშაოებისათვის ფინანსთა მინისტრი დამატებით თანხებს შესაბამისი პროექტების წარდგენისთანავე გამოყოფს. კოდორში მიმდინარე პროცესი, კერძოდ, დევნილობაში მოქმედი აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურების აფხაზეთის სვანეთში გადატანა, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს.
[თემურ მჟავიას ხმა] ”ამ გადაწყვეტილებით მოხდა არა მხოლოდ ჩვენი, დევნილი ხელისუფლების, რეაბილიტაცია, არამედ ლეგალიზაცია, ალბათ. ”
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თემურ მჟავიას აზრით, საქართველოს იურისდიქციაში შემორჩენილ აფხაზეთის ნაწილში აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურების გადატანით კეთდება განაცხადი, რომ აფხაზეთის პერსპექტივის განსაზღვრაში უფრო აქტიურად მიიღებს მონაწილეობას დევნილი მოსახლეობა, რომლის ნებასაც აფხაზეთის დევნილი მთავრობა და უმაღლესი საბჭო გამოხატავს.
ასეთი განაცხადი აღიზიანებთ აფხაზეთშიც და მოსკოვშიც. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორი კონსტანტინ ზატულინი კოდორის ხეობაში აფხაზეთის დევნილი ლეგიტიმური სტრუქტურების გადაყვანას იქ” პოლიტიკური დესანტის” გადასხმას ადარებს. ზატულინის თქმით, კოდორის ხეობაში ”პოლიტიკური დესანტის” გადასხმის მიზანი აფხაზების მიერ საომარი მოქმედებების დაწყების პროვოცირებაა.
საქართველოს პრეზიდენტმა სულ სხვა მიზანი გაამხილა: აფხაზებმა დაინახონ რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას თვე-ნახევარში. ასეა თუ ისე, ნიშანდობლივია, რომ კოდორში სასწაულის განხორციელებაზე მთავარი პასუხისმგებლობა არაპირდაპირ ადრესატს, შინაგან საქმეთა მინისტრს, დაეკისრა, ისევე როგორც თავის დროზე ქართული ღვინისთვის ახალი ბაზრის მოძიებაზე პასუხისმგებლობა თავდაცვის მინისტრს დაევალა. ყველა მიმართულებით ძალოვანებზე ორიენტაცია, ალბათ, რაღაცას ნიშნავს. მაგრამ დავუბრუნდეთ კოდორს. შეკითხვაზე, თუ რა განწყობაა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში კოდორის ხეობაში სამუშაოდ გადასვლის წინ, თემურ მჟავიამ გვიპასუხა: ” ჩვენ ვართ ჯარისკაცები, ჯარისკაცებმა კი ყველა ვითარებაში უნდა იმუშაონ.”