ჩხარტიშვილის დაკავება და თავისუფლების ინდექსი

საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და სასამართლოს მანდატურის სიტყვიერი შეურაცხყოფა საკმარისი აღმოჩნდა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თანასწორობის ინსტიტუტის”
წევრის ლაშა ჩხარტიშვილის დასაკავებლად. სასამართლომ მას ორდღიანი პატიმრობა შეუფარდა. მსოფლიო თავისუფლების ორგანიზაცია დღესვე აქვეყნებს თავისუფალი ქვეყნების სიას, სადაც საქართველო, ეკონომიკური და ადამიანის თავისუფლების ხარისხით, 58-ე ადგილს იკავებს.

ჩხარტიშვილი, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, წუხელ ტელეკომპანია ,,კავკასიიდან” გამოსვლის შემდეგ საპატრულო პოლიციის 30-მდე თანამშრომელმა დააკავა. მიზეზი გუშინ ამირან რობაქიძის პროცესის დაწყებამდე მომხდარი ინციდენტი გახდა. ჩხუბი საქალაქო სასამართლოს ეზოში გაიმართა. მოსამართლე გელა გვენეტაძემ მას 2 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

[გვენეტაძის ხმა]

დაკავების პროცესს აპროტესტებს თავად ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც შემთხვევის დეტალებს იხსენებს და დამნაშავეებად პატრულის თანამშრომლებს მიიჩნევს. იგი მოწოდებითაც გამოდის და კანონდამრღვევებად მანდატურებს ასახელებს.

[ჩხარტიშვილის ხმა]

მოსამართლის გადაწყვეტილებას აპროტესტებს დაკავებულის ადვოკატი. გელა ნიკოლეიშვილი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ, დოკუმენტაციის მიხედვით, დადასტურებულია ლაშა ჩხარტიშვილის უდანაშაულობა.

[ჩხარტიშვილის ხმა]

დღეს ორგანიზაცია “მსოფლიო თავისუფლება” აქვეყნებს არათავისუფალი და თავისუფალი ქვეყნების სიას. განმსაზღვრელი ქულა 0-დან 100-მდე მერყეობს. სიას საფუძვლად უდევს ჰერითიჩ-ფაუნდეიშენის 2006 წლის ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი, კატოს ინსტიტუტის 2005 წლის ეკონომიკის თავისუფლება მსოფლიოში და პრესის თავისუფლების ინდექსი -ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე. საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, სიის სათავეში ესტონეთია, 99,86 ქულით, ხოლო არათავისუფალ ქვეყნად, სიის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეა გამოცხადდა. საქართველოს, ამ სიის მაჩვენებლით, 65, 27 ქულა მიენიჭა.