მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციის გაერთიანებას იწვევს, თუმცა ხელისუფლების დამარცხების მსურველები შეთანხმებას მაინც ვერ აღწევენ.
ის 7 პოლიტიკური მოძრაობა, რომელმაც საკოორდინაციო საბჭო შექმნა, საზოგადოებას მიღებულ გადაწყვეტილებას ორშაბათს გააცნობს. მიმდინარე კონსულტაციების ფონზე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიქცევას ცდილობენ.
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე 2 დღე დარჩა, მაგრამ გაერთიანებული ოპოზიცია ძირითად საკითხებზე მაინც ვერ თანხმდება. საკოორდინაციო საბჭოს წევრები 7 აგვისტოს საზოგადოებას მიღებულ გადაწყვეტილებას გააცნობენ. "ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა არასამართლიანია. მსგავსი კანონმდებლობა მხოლოდ განასა და აფრიკის სხვა ქვეყნებში აქვთ"- აცხადებს ლეიბორისტი გიორგი გუგავა და შრომის პარტიის პოზიციის გამყარებას ჩვეული არგუმენტებით ცდილობს:
[გუგავას ხმა] "დღეს ჩვენი გადაწყვეტილება არის ბოიკოტი ასეთი საარჩევნო სისტემის პირობებში, როდესაც პრაქტიკულად კანონშივე დევს მმართველი პოლიტიკური პარტიის გამარჯვება: ერთი ხმის უპირატესობის პრინციპის შემთხვევაში, ყველა მანდატი მიაქვს. ადვილად შესაძლებელია, ამ სისტემის საფუძველზე ოპოზიციამ მიიღოს 70%, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა წარმომადგენლობით ორგანოში გაიყვანოს მმართველმა პარტიამ. არჩევნების დღე უნდა გადაიქცეს საერთო სახალხო მღელვარების, საერთო სახალხო აქციის დღედ."
ლეიბორისტებისაგან განსხვავებით, არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას არ აპირებს “დემოკრატიული ფრონტი”. მიმდინარე კონსულტაციების ფონზე, ზვიად ძიძიგურს უკვე ჩამოყალიბებული აქვს საკუთარი პოზიცია, რომლის შეცვლასაც ჯერჯერობით არ აპირებს. საარჩევნო კანონმდებლობა მისთვისაც მიუღებელია, მაგრამ ბრძოლას ხელისუფლებასთან იგი სხვა მეთოდებით განაგრძობს:
[ძიძიგურის ხმა] "ბოიკოტირება ვერ გამოცხადდება ერთი მარტივი მიზეზის გამო: ბოიკოტის გამოსაცხადებლად კანონმდებლობა უნდა არსებობდეს, რომელიც კვოტას განსაზღვრავს არჩევნებზე მიმსვლელთა რაოდენობისას. ასეთი კვოტა კანონში არ არის, ამიტომ ბოიკოტირება არ მოხდება. უბრალოდ, შესაძლებელია, პარტიებმა არ მიიღონ მონაწილეობა. მაინც, ალბათ, საარჩევნო ბრძოლა იქნება უფრო მნიშვნელოვანი ამ კანონმდებლობის მხილებისთვის, ვიდრე მონაწილეობის არმიღება პროტესტის ნიშნად."
ამ ნაბიჯით ძიძიგური საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას შეეცდება. ოპოზიცია საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას მოითხოვს და ამომრჩეველს სწორი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს. ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის არასამართლიანობაზე იურისტი ვახტანგ ხმალაძეც საუბრობს და მიაჩნია, რომ ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს, თუმცა, მეორე მხრივ, გაერთიანებაში პრობლემასაც ხედავს, რადგან პარტიები სხვადასხვა იდეოლოგიურ მოსაზრებებზე დგანან. "ასეთი გაერთიანება მალე დაიშლება, თუ ის მხოლოდ მმართველი პარტიის დასამარცხებლად იქნება გამიზნული" -ფიქრობს ხმალაძე.
[ხმალაძის ხმა] "ეს პრობლემა არის შექმნილი ხელისუფლების მიერ - მან მიიღო ისეთი სისტემა, რომელიც მის ოპონენტებს უტოვებს მიზერულ შანსს. საკმარისია, ამომრჩეველთა ხმები დანაწილდეს მმართველი პარტიის მოწინააღმდეგეთა შორის, რომ სულ ყველაფერს წაიღებს მმართველი პარტია. მივიღებთ ასეთ სურათს: თეთრი და შავი, ორი ფერი, და მესამე ფერი უკვე აღარ იქნება."
ხმალაძის აზრით, ამომრჩევლის მიერ მესამე ფერის დანახვის შემთხვევაშიც მმართველი პარტია გაიმარჯვებს. რაც შეეხება ოპოზიციას, იურისტი ფიქრობს, რომ ოპოზიციას გაერთიანების გარეშე არჩევნებში გამარჯვების შანსი არა აქვს.