ცხინვალის რეგიონში სიტუაცია ისევ დაძაბულია. ცხინვალში ირწმუნებიან, რომ ქართველებმა კონფლიქტის ზონაში დამატებითი სამხედრო ტექნიკა გადაისროლეს, საქართველოს მხარემ ცოტა უფრო ადრე გააკეთა განცხადება ცხინვალში რუსეთის მხრიდან სამხედრო ტექნიკის შეყვანის თაობაზე.
15 ივლისს დილით ცხინვალში ნაღმზე აფეთქდა რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენელი. შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე განმარტავს, რომ ამ აფეთქებაში საქართველოს მხარეს ბრალს ვერავინ დასდებს. გაურკვეველია, 17-18 ივლისს თბილისში შედგება თუ არა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა. ამასობაში კი ცხინვალში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების შეყვანის მეთოთხმეტე წლისთავს აღნიშნავენ.
ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ახალი აფეთქება შემოვლით გზაზე, რუსეთის სამშვიდობო ძალების საგუშაგოსთან ახლოს, მოხდა. ნაღმზე ერთი რუსი ჯარისკაცი აფეთქდა, რის გამოც მან სერიოზული ტრავმა მიიღო. ამ შემთხვევაში დივერსიაში ქართველების დადანაშაულება არ მომხდარა. თუმცა სამშვიდობო ძალების სარდალმა კულახმეტოვმა განმარტა, რომ აფეთქებამდე იმავე მარშრუტზე სამშვიდობო ძალების პატრულმა გაიარა და ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ შეამჩნია. 15 ივლისს მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შემდეგს აღნიშნავს შიდა ქართლში საქართველოს სამხარეო რწმუნებულის მოადგილე გელა ზოზიაშვილი:
[გელა ზოზიაშვილის ხმა] ”ჩასულები იყვნენ შეშის მოსაგროვებლად და საგუშაგოდან 500 მეტრში მოხდა აფეთქება. სავარაუდოდ, ეს იყო ძველი ნაღმი, ალბათ, თავიანთი დადებული, რადგან მაგ ტერიტორიას ეგენი უწევენ მეთვალყურეობას. ”
მხარეთა შორის ურთიერთობა სხვა მიზეზით, 14 ივლისს ცხინვალში მომხდარი აფეთქების გამო, რჩება განსაკუთრებით დაძაბული. მარათალია, ოფიციალურმა თბილისმა დაგმო ცხინვალში განხორციელებული ტერორისტული აქტი, რომელმაც 2 ადამიანი იმსხვერპლა, მაგრამ მომხდარის გამო ოსებმა უარი თქვეს 17-18 ივლისს თბილისში ჩამოსვლაზე ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 14 ივლისსვე მოხდა ცხინვალში განხორციელებული ტერორისტული აქტის შეფასება. ითქვა, რომ მსგავსი ქმედებების დაგეგმვით და განხორციელებით რუსეთი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული დაპირისპირების ესკალაციას ცდილობს და მაინც, ოსური მხარის პოზიციიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ გაურკვეველია შედგება თუ არა შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა თბილისში. არადა, კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის გია ვოლსკის თქმით, ამ სხდომაზე უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვაა დაგეგმილი, კერძოდ, მხარეთა სამართალდამცველთა თანამშრომლობის საკოორდინაციო ცენტრის შექმნის საკითხის, სამშვიდობო გეგმის სარეალიზაციოდ ერთობლივი მუშაობის საკითხის და ასე შემდეგ. როგორც ჩანს, ცხინვალში სხვა თემა აღელვებთ. შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარემ ბორის ჩოჩიევმა ამას წინათ გააკეთა განცხადება, რომ კონფლიქტის ზონის სიახლოვეს, ორფოლოს პოლიგონზე, სამხედრო წვრთნების დასრულების შემდეგ გაწვრთნილი საჯარისო ნაწილები ცხინვალის რეგიონში იქნებოდა გადასროლილი. ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები 15 ივლისს დასრულდა. ჩოჩიევის პროგნოზი არ გამართლდა, თუმცა წვრთნების დახურვის ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტმა ჯარისკაცებს ასე მიმართა:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”მთავარი გამოცდა მაინც წინ არის, მთავარი საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს, გამოყენება თქვენი ძალის შეიძლება დაგვჭირდეს და მე მინდა გითხრათ, რომ დღეს მთელი საქართველო გიყურებთ და სიხარულით ივსება.”