13 ივლისიდან ყოველწლიურად ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე 1768 კილომეტრი სიგრძის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენით 50 მილიონი ბარელი ნავთობის უსაფრთხო ტრანსპორტირება განხორციელდება.
როგორც ცნობილია, ნავთობსადენი კვეთს სამი ქვეყნის საზღვარს და მოთავსებულია ურთულეს რელიეფურ თუ კლიმატურ ზონებში. მისი მშენებლობა 4 წელს გაგრძელდა და დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდა. რა ეკონომიკური სარგებელი მოაქვს ასეთი მასშტაბური მოცულობის პროექტს საქართველოსა და მასში მონაწილე სხვა ქვეყნებისთვის და, ასევე, რა საფრთხეს უქმნის ის ეკოლოგიას?
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მილსადენის საწყისი წერტილი აზერბაიჯანშია - სანგაჩალის ტერმინალი, საბოლოო კი თურქეთში - ჯეიჰანი. საქართველოს ტერიტორიაზე მონაკვეთის სიგრძე 248 კილომეტრს შეადგენს. მილსადენის ამ მონაკვეთში ყოველწლიურად დაგეგმილი მაქსიმუმის - 50 მილიონი ბარელი ნავთობის - გატარების სანაცვლოდ, საქართველო დაახლოებით 50 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს, ტრანზიტის საფასურის სახით.
[გია ხუხაშვილის ხმა] ”თვითონ ეს პროექტი, რომ გითხრათ, რომ ეკონომიკურად ძალიან მომგებიანია, ეს ასე არ არის. ჩვენ მომხმარებლებიც კი არ ვართ მასში გამავალი ნავთობის, იმისათვის რომ რაღაც რაოდენობა ნატურით დაგვეტოვებინა. თუმცა პოლიტიკური ინტერესი იმდენად მაღალია, რომ ეს ძალიან დადებითი მოვლენაა ქართულ სინამდვილეში.”(სტილი დაცულია)
ამბობს ენერგეტიკული უსაფრთხოების ექსპერტი გია ხუხაშვილი და დასძენს, რომ უფრო მეტი ეკონომიკური ინტერესი ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის პროექტშია ჩადებული.
ნავთობის ტრანზიტიდან დაგეგმილი მცირე მოგების მიუხედავად, საქართველომ არცთუ უმნიშვნელო ეკონომიკური სარგებელი ნახა თავად მილსადენის მშენებლობიდან. სამუშაო ადგილების შექმნის გარდა, მილსადენის მშენებელი და ოპერატორი კომპანიის ”ბრიტიშ პეტროლიუმის” ხარჯზე, თითქმის ყოველწლიურად იზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობაც.
რაც შეეხება აზერბაიჯანის მოგებას, მან საერთოდ უარი თქვა სატრანზიტო გადასახადზე და ის საქართველოს დაუთმო. ამის გარეშე ბაქო ნავთობსადენის პროექტიდან დაახლოებით 100 მილიარდი აშშ დოლარის მოგების მიღებას გეგმავს. ამასთან შედარებით, ნაკლებად შთამბეჭდავად გამოიყურება თურქეთის სატრანზიტო გადასახადი. თურქეთში მილსადენიდან უფრო სტრატეგიულ და პოლიტიკურ სარგებელს მოელიან.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი, რომელიც, ეკონომიკურ ეფექტთან ერთად, ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს ეკო სისტემისთვის. როგორც ცნობილია, მილსადენი კვეთს 1500-ზე მეტ მდინარეს, მისი უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 2 800 მეტრზე მდებარეობს და საქართველოში კვეთს ბიომრავალფეროვნებით სახელგანთქმულ ბორჯომის ხეობას.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივა” მილსადენის მშენებელ კომპანიას ”ბრიტიშ პეტროლიუმს” არასაიმედო ტექნოლოგიების გამოყენებაში ადანაშაულებს და მილების კოროზიის საშიშროებაზე საუბრობს. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლის ქეთი გუჯარაიძის კომენტარი:
[ქეთი გუჯარაიძის ხმა] ”ახლახან ადგილი ჰქონდა მცირე გაჟონვას თუ დაღვრას წალკის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს კიდევ უფრო ზრდის ჩვენს შეშფოთებას, რადგან ჯერ კიდევ არ არის სრულად დაწყებული ნავთობსადენის ოპერირება და ადგილი ჰქონდა მცირე დაღვრას.”
თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ნავთობსადენის მშენებლობისას განხორციელდა გარემოს იმ ტერიტორიის მთლიანად რეპროდუქცია, სადაც მილები ჩაიმარხა და ახლა სპეციალისტებსაც კი გაუჭირდებათ მილსადენის ადგილსამყოფლის ამოცნობა. ამასთანავე, ნავთობსადენის მშენებელმა კომპანიამ განახორციელა უამრავი სოციალური თუ კულტურული პროექტი. მაგალითისთვის ბორჯომის პარკის განახლებაც გამოდგება.