თურქეთის საპორტო ქალაქ ჯეიჰანში

თურქეთის საპორტო ქალაქ ჯეიჰანში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა.
თურქეთის საპორტო ქალაქ ჯეიჰანში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა.
შესრულდა თურქეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს ჰიმნები. შემდეგ ცერემონიაზე ნავთობსადენის ისტორიაზე მოკლე ვიდეო რგოლი აჩვენეს. ცერემონიას საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტები და British Petroleum-ის ოფიციალური წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ საკაშვილმა, ნავთობსადენის მნიშვნელობა ასე შეაფასა: [მიხეილ სააკაშვილის ხმა] “დღევანდელი ღონისძიება და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი ბევრად მეტია, ვიდრე ეკონომიკური, ან თუნდაც მხოლოდ პოლიტიკური, ენერგეტიკული პროექტი. ეს არის ისტორიული მნიშვნელობის წინაპირობა ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, დამოუკიდებლობის და მომავალი წარმატებებისათვის მყარი საფუძვლის ჩაყრის”.