პარლამენტის გასული წლის ოქტომბრის ცნობილი დადგენილების მიხედვით, უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ 15 ივლისამდე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება
აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით. მიმდინარე კვირა სასესიო კვირაა, პარლამენტის რიგგარეშე სესია ხუთშაბათს გაიხსნება, თუმცა 10 ივლისს ბიუროს სესიის დღის წესრიგში არ შეუტანია აფხაზეთში სამშვიდობო ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ მთავრობის მოსმენის საკითხი. გადაიდო თუ არა მთავრობის წევრების მოსმენა და თუ გადაიდო რამდენი დღით? ამ შეკითხვაზე პარლამენტის წევრებს ზუსტი პასუხი არა აქვთ. დაზუსტებით ისინი მხოლოდ იმას აღნიშნავენ, რომ მოსმენა შედგება და პარლამენტი აუცილებლად მიიღებს დადგენილებას აფხაზეთში მოქმედ სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით.
სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების წინ საბოლოო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამერიკის შეერთებული შტატებიდან პრეზიდენტის დაბრუნებას ელოდებოდნენ. პრეზიდენტი სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა წინ ახალი ვიზიტია. თურქეთში, ჯეიჰანში, მიხეილ სააკაშვილი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გახსნის ცერემონიალს უნდა დაესწროს. ცერემონიალი 13 ივლისს უნდა შედგეს, გავრცელებული ცნობებით კი, საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში ცოტა უფრო ადრე მიემგზავრება. თურქეთში ვიზიტი, რა თქმა უნდა, არ შეიძლებოდა გამხდარიყო პარლამენტში მთავრობის მოსმენის გადადების მოტივი, თუმცა უმრავლესობის წევრები საკითხის გადადებას არ ადასტურებენ. განმარტებები ზოგადია: რიგგარეშე სესიის დღის წესრიგში სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით მთავრობის წევრების მოსმენა გათვალისწინებული არ არის, თუმცა არც დღის წესრიგის შეცვლაა გამორიცხული. თუკი ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს მოიცადოს, სრულიად ცხადია, რომ ის “დიდი რვიანის” სამიტს ელოდება. სამიტის ფორმატში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეში არსებული კონფლიქტების განხილვა, თავისთავად, მნიშვნელოვანია. ამას გარდა, გასათვალისწინებელია გაეროს უშიშროების საბჭოში აფხაზეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გენერალური მდივნის მოხსენების მოსმენა და, იქვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ნინო ბურჯანაძე აფხაზეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციის არაეფექტიანობაზე აპირებდა ყურადღების გამახვილებას. ყველა ამ მიზეზის გათვალისწინებით, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს იმას, დაირღვევა თუ არა ოქტომბრის ცნობილი დადგენილების მოთხოვნა. ამ დადგენილებით კი, პარლამენტს მართებს 15 ივლისამდე მიიღოს გადაწყევტილება აფხაზეთში მოქმედ სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით.
[შოთა მალაშხიას ხმა] ”მთავარია, მივიღოთ ისეთი გადაწყვტილება, რომელიც რეალურად იქნება ორიენტირებული გაყვანაზე და 16-ში რომ იქნეს მიღებული, რა მოხდება? ”(სტილი დაცულია)
რადგან ბიუროს საკითხი რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში არ შეუტანია, პოზიციის ჩამოყალიბებაზე ჯერ არც საპარლამენტო ოპოზიციაში უზრუნიათ. ოპოზიცია პარლამენტის სხდომების ბოიკოტირებას ახდენს. განსახილველი საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით, დაარღვევენ თუ არა მისი წარმომადგენლები ბოიკოტის პირობას? ამ შეკითხვას ფრაქცია ”მრეწველების” თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე ასე უპასუხებს:
[ზურაბ ტყემალაძის ხმა] ”ჩვენ სამივე ფრაქცია ვიმსჯელებთ და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ისე, უნდა გითხრათ, რომ სამჯერ არის მიღებული ეგ დადგენილება და სამივეჯერ მხარი მაქვს დაჭერილი. ”
”რუსეთის სამშვიდობო ძალები აფხაზეთში არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებას ემსახურებიან, ჩვენს ინტერესებში კი არ შედის კონფლიქტების გაყინულ ფაზაში შენარჩუნება”,- ამბობს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა რურუა. ის საქართველოს პრეზიდენტს ახლდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამბობს, რომ იქ გამართული შეხვედრები იყო იმაზე მეტად პოზიტიური, რასაც მოელოდა. ნიკა რურუას თქმით, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრებზე გამოიკვეთა, რომ საქართველო არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სასაცილოს უწოდებს გავრცელებულ აზრს იმის თაობაზე, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციამ საქართველოს აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების შენარჩუნება მოსთხოვა.