აზერბაიჯანი ამ ეტაპზე თავს იკავებს

აზერბაიჯანი ამ ეტაპზე თავს იკავებს საქართველოს მიერ “შაჰ-დენიზის” საბადოდან
აზერბაიჯანი ამ ეტაპზე თავს იკავებს საქართველოს მიერ “შაჰ-დენიზის” საბადოდან
გაზის დამატებითი მოცულობის შესყიდვის ფასზე საუბრისაგან. საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსი" სააგენტო “ტრენდის” ცნობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამის შესახებ ოთხშაბათს ბაქოში განუცხადა ჟურნალისტებს აზერბაიჯანის მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრმა ნატიკ ალიევმა. მისი განცხადებით, ფასები საერთაშორისო ბაზარზე დგინდება და გაზის ღირებულება, რომლის იმპორტსაც აზერბაიჯანი რუსეთიდან ახორციელებს, ასევე დამოკიდებულია მსოფლიო ფასებზე. როგორც ნატიკ ალიევმა აღნიშნა, აზერბაიჯანი არ აპირებს რუსეთში შეძენილი გაზის საქართველოში რეიმპორტს. “ამ ქვეყანაში გაიყიდება აზერბაიჯანის გაზი და მისი ფასი არსებული ნორმების შესაბამისად დადგინდება”, - დასძინა მან. იუწყებიან ასევე, რომ აზერბაიჯანის პერმიერ-მინისტრ არტურ რასიზადეს განცხადებით, რომელიც მან ბაქოში ქართველ კოლეგა ზურაბ ნოღაიდელთან შეხვედრაზე გააკეთა, აზერბაიჯანი ყოველთვის მიიჩნევდა საქართველოს წამყვან სტრატეგიულ პარტნიორად როგორც რეგიონში, ისე მთელს მსოფლიოში. დღესვე ზურაბ ნოღაიდელი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.