აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო მისიისთვის განსაზღვრული გამოსაცდელი ვადა ამოწურულია. ივლისის შუა რიცხვებში პარლამენტის საგანგებო სხდომაზე მთავრობის წევრები
აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ მოხსენებით წარდგებიან. მთავრობის ინფორმაციის მოსმენის შემდეგ პარლამენტი დადგენილებას მიიღებს. გასული წლის ნოემბრის დადგენილების თანახმად, უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, მან მთავრობას აფხაზეთში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტილად გამოცხადება უნდა მოსთხოვოს. აღნიშნულთან დაკავშირებით რისი მოლოდინი აქვთ ქართველ პოლიტიკოსებს, ვის სჯერა და ვის არა სამშვიდობო ძალების მისამართით საქართველოს ხელისუფლების წევრების მიერ მრავალჯერ გამოთქმული მუქარის შესრულებისა?
მანამდე, სანამ ქართველი პოლიტიკოსების მოსაზრებებს გაგაცნობდეთ, იმ პირებს მოვუსმინოთ, რომელთა პოზიციაზეც ბევრია დამოკიდებული საქართველოში არსებული კონფლიქტების მოწესრიგების მიმართულებით.
[ბაასის ხმა] ” მსურს შეგახსენოთ გაეროს უშიშროების საბჭოს შეფასება და განვაცხადო: ჩვენ მიგვაჩნია, რომ დსთ-ს სამშვიდობო ძალები დღესდღეობით მნიშვნელოვან მასტაბილიზებელ როლს ასრულებენ კონფლიქტის ზონაში. აგრეთვე მიგვაჩნია, რომ კონფლიქტის სრული მოგვარებისთვის საჭიროა უსაფრთხოების სათანადო გარანტიები.”
ეს იყო საქართველოში ერთი თვის წინ გაკეთებული განცხადება - გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელის, გერმანელი დიპლომატის ნორბეტ ბაასის განცხადება. უფრო ახლო წარსულში, ორიოდე დღის წინ, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეში - მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე - მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციასთან დაკავშირებით საყურადღებო მოსაზრება გამოთქვა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა:
[ვლადიმირ პუტინის ხმა] ”დამოუკიდებელ სახელმწიფოთა სივრცეში ჩვენი ქვეყანა უშუალოდ მონაწილეობს რიგი კონფლიქტების მოწესრიგებაში. მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ ასეც გაგრძელდება, მიუხედავად იმ პროვოკაციებისა, რომლებსაც ხშირად ვაწყდებით. ”
ეს განცხადება, ერთი მხრივ, პუტინისა და სააკაშვილის პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაკეთდა, მეორე მხრივ, სააკაშვილისა და ბუშის შეხვედრის წინ. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ფიქრობს, რომ აფხაზეთში მოქმედ რუსეთის სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით ხელისუფლების გადაწყვეტილება სწორედ ვაშინგტონში დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ ჩამოყალიბდება. თუმცა უსუფაშვილი არ ელის, რომ პარლამენტის დადგენილება რეალური ეფექტის მომტანი იქნება და ის, მართლაც, მოიყოლებს აფხაზეთში რუსეთის არაეფექტიანი სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტას. სკეპტიციზმის მოტივი მარტივია:
[დავით უსუფაშვილის ხმა] ”იმისათვის, რომ სამშვიდობოების გაყვანამ შედეგი მოიტანოს, უნდა არსებობდეს რეგიონში სამხედრო დაპირისპირების ესკალაციის აღმკვეთი რეალური მექანიზი. ასეთი ჯერჯერობით არ არსებობს. ”
”ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის არ არის ცნობილი ასეთი მექანიზმების არსებობის შესახებ,” - დასძენს ნათქვამს დავით უსუფაშვილი.
აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის მცდელობას სკეპტიკურად უყურებს ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძეც:
[დავით გამყრელიძის ხმა] ” დღეს, როცა ხელისუფლება გადავიდა ტოტალურ ძალადობაზე ყველა მიმართულებით, ნაკლებად სავარაუდოა, მას რეალური სამშვიდობო გეგმა ჰქონდეს თუნდაც აფხაზეთთან მიმართებაში. ” (სტილი დაცულია)
დავით გამყრელიძის აზრით, მაშინ როცა არ შემუშავებულა აფხაზეთში მშვიდობის შენარჩუნების ალტერნატიული მექანიზმი, კონფლიქტის ზონიდან სამშვიდობო ძალების გაყვანა საომარ ვითარებას შექმნის. მემარჯვენეების ლიდერი არ გამორიცხავს, ამაზე რუსეთის და საქართველოს ხელისუფლებები განგებაც წავიდნენ. მისი თქმით, კონფლიქტის ესკალაციას პუტინი ჩვენს რეგიონში რუსეთის გავლენის გასაძლიერებლად გამოიყენებს, სააკაშვილი კი - რეიტინგის ასამაღლებლად და საზოგადოების ყურადღების ერთადერთი პრობლემისკენ მისაპყრობად. სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით დადგენილების მიღების წინ სახელისუფლებო ძალაში აკვირვებთ ოპოზიციის წარმომადგენელთა მსგავსი მოსაზრებები. ”მშვიდობის ალტერნატიული მექანიზმის შემუშავებისთვის ძალიან ცოტა დრო იყო. დადგენილება სწორედ ასეთი მექანიზმის გამოძებნის და აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ოპერაციის ჩანაცვლების საფუძველი უნდა გახდეს,”- ამბობს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია და შეკითხვას, მაინც რა შეიძლება მოხდეს 15 ივლისს, როგორი შეიძლება იყოს პარლამენტის დადგენილება, უპასუხებს:
[შოთა მალაშხიას ხმა] ”იქნება, ცხადია, გაყვანის რეჟიმზე საუბარი, მაგრამ რა ფორმა იქნება მოძებნილი, ჩაიწერება თუ არა ვადები, დაფიქსირდება თუ არა ანექსიის მომენტი, ამაზე შეიძლება იყოს საუბარი. ” (სტილი დაცულია)