დღეს უნდა გამართულიყო ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში

შექმნილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც "ტექნიკური მიზეზების" გამო მომავალი კვირისთვის გადაიდო. ამ ცნობას ავრცელებს "აფსნიპრესის" სააგენტო აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრზე, სერგეი შამბაზე დაყრდნობით.
საკოორდინაციო საბჭო, რომელმაც მაისში, ხუთწლიანი შესვენების შემდეგ, საქმიანობა განაახლა, მუშაობს უსაფრთხოების, ლტოლვილთა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა დაბრუნების საკითხებზე, აგრეთვე, ეკონომიკურსა და სოციალურ პრობლემებზე. გუშინ სოხუმის ხელისუფლების ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ გალის რაიონში ვითარება სტაბილურია. თუმცა, მისივე თქმით, მაგრამ საქართველოს მხრიდან ნებისმიერ დროს მოსალოდნელია პროვოკაცია. სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე ბაღაფშმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თუ რუსი მშვიდობისდამცველები კონფლიქტის ზონას დატოვებენ, მათ ადგილს საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარზე აფხაზთა ჯარი დაიკავებს.