26 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მორიგი საპროტესტო ნოტა გაიგზავნა. მასში საქართველოს მხარე
გამოთქვამს შეშფოთებას ცხინვალის რეგიონში რუსეთის ცალმხრივ, საქართველოსთან შეუთანხმებელ, მოქმედებებთან დაკავშირებით, რაც დე ფაქტო ხელისუფლებასთან პირდაპირი თანამშრომლობით გამოიხატება. რუსეთი ასევე პირდაპირ თანამშრომლობს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებასთან, თუმცა საერთაშორისო საზოგადოების დასანახავად ცდილობს დიდი შუამავლის მისია გაამართლოს და პერიოდიულად, ერთი შეხედვით, კონსტრუქციული ინიციატივებით გამოდის. რუსეთის ერთ-ერთ ასეთ ბოლო ინიციატივასთან დაკავშირებით მინდა გესაუბროთ.
რუსეთი გალის რაიონში ქართველი დევნილების ხელახალი რეგისტრაციის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ განცხადება ახლახან რადიოსადგურ ”მაიაკის” პირდაპირ ეთერში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინიმ განაცხადა. ” ხელახალი რეგისტრაცია აუცილებელია იმის დასადგენად, დევნილთაგან ვინ დაბრუნდა გალის რაიონში. ჩვენც და საერთაშორისო ორგანიზაციებიც ამის მომხრე ვართ,” - თქვა გრიგორი კარასინიმ. თბილისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის წინადადება საერთაშორისო საზოგადოებასთან რუსეთის კეკლუცობის გამოვლინებად მიიღეს. ” ქართულ-აფხაზური ურთიერთობების” ინსტიტუტის წარმომადგენელმა ზურაბ შენგელიამ ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში კარასინის მიერ გამოთქმულ წინადადებასთან დაკავშირებით აღნიშნა: ”რუსეთს ამოწმებენ, ის კი ცდილობს გამოვიდეს ახალი ინიციატივებით და ისე წარმოაჩინოს, თითქოს სიტუაციას ადგილიდან ძრავდეს. რუსეთის ასეთი პოზიცია დროებითია და მხოლოდ და მხოლოდ “დიდი რვიანის” შეხვედრას უკავშირდება.”
რუსეთის მიზანს უფრო რომ ჩავუღრმავდეთ, ერთი რამ უნდა დავინახოთ: მას ხელს აძლევს აფხაზეთში, კერძოდ კი, გალის რაიონში ქაოტურად, უსაფრთხოების ყოველგვარი გარანტიების გარეშე დაბრუნებული ქართული მოსახლეობა ფარად გამოიყენოს და თქვას, რომ ის ასრულებს სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებზე მიღწეულ შეთანხმებებს, რომ, აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო მისიის არსებობის პირობებში, შესაძლებელი გახდა დევნილების დაბრუნება აფხაზეთის ერთ ნაწილში - გალის რაიონში.
აფხაზებიც და რუსებიც ირწმუნებიან, რომ გალის რაიონში დაბრუნებული ქართული მოსახლეობის რაოდენობა 70-90 ათასის ფარგლებში მერყეობს. საქართველოს მხარის მტკიცებით, ეს ციფრი გაბერილია და რეალურად გალის რაიონში დაბრუნებულები 40000-50000-მდე არიან. რეალურ სურათს შექმნიდა დევნილთა რეგისტრაცია ისე, როგორც ამას საქართველოს მხარე მოითხოვდა - გაეროსა და მეგობარი ქვეყნების ორგანიზებით, მაგრამ ამის მიღწევა ვერ მოხერხდა. გალის რაიონის მოსახლეობის აღწერა- რეგისტრაცია უკანასკნელად აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების წინ მოხდა. მას მერე აფხაზეთის დიდ ნაწილში თითქმის დასრულდა მოქალაქეთა რეგისტრაცია-პასპორტიზაციის პროცესი. გალის რაიონის მოსახლეობის პასპორტიზაციის მოთხოვნით ბაღაფში დე ფაქტო პრეზიდენტად არჩევისთანავე გამოვიდა. გალის რაიონიდან დევნილი მურმან მალაზონია, რომელიც ამჯერად ზუგდიდში ცხოვრობს და დევნილთა პრობლემატიკაზე მუშაობს, ელის, რომ აფხაზები ახლა უკვე გალის რაიონის მოსახლეობის რეგისტრაცია-პასპორტიზაციას დაიწყებენ:
[მურმან მალაზონიას ხმა] ”როგორც გავიგეთ, დაამთავრეს ეს პროცესი სოხუმში და ახლა დაიწყებენ გალში. იცით, რომ გალში, ძირითადად, ქართველები ცხოვრობენ და ისინი სიფრთხილით ეკიდებიან ამ საკითხს, მაგრამ მათ ეს სჭირდებათ თავიანთი ყოფა-ცხოვრების შემსუბუქებისთვის.” (სტილი დაცულია)
მურმან მალაზონია ამბობს, რომ არაერთი გალელი არის მზად მიიღოს აფხაზური პასპორტი და ამით შეიმსუბუქოს ყოფა მშობლიურ კუთხეში, სადაც საქართველოს იურისდიქცია ვერ ვრცელდება:
[მურმან მალაზონიას ხმა] ”ეს არის რუსეთის პასპორტი - გარეკანზე აწერია მაგას “რუსეთის ფედერაცია”. აფხაზები მას აფხაზეთის პასპორტს უწოდებენ, სინამდვილეში ეს არის რუსეთის პასპორტი.”
მურმან მალაზონიას თქმით, ასეთი პასპორტით გალელ ქართველებს უპრობლემოდ შეეძლებათ რუსეთის ფედერაციაში გადაადგილება და, რაც მთავარია, რუსეთში სავაჭროდ მოსავლის გატანა. ”რეგისტრაცია-პასპორტიზაციის შემთხვევაში, ძალიან ბევრი დათანხდება აფხაზეთის და, ავტომატურად, რუსეთის მოქალაქეობას,” - აცხადებს ზუგდიდში მცხოვრები გალიდან დევნილი. მას უკვირს, რატომ ახდენს საქართველოს ხელისუფლება ამ პრობლემის იგნორირებას.