უკვე რამდენიმე წელიწადია, საქართველოში მეტად პოპულარულია ორი საავტორო გადაცემა: გიორგი თარგამაძის “დროება” და დავით კიკალიშვილის
“კურიერი - პოსტსკრიპტუმი”. ორივე პროგრამა ერთსა და იმავე დროს გადის ეთერში, რაც იმას ნიშნავს, რომ “დროებისა” და “პოსტსკრიპტუმის” შემოქმედებითი ჯგუფები ცდილობენ, ძლიერ მეტოქესთან პაექრობაში მოიპოვონ მაყურებლის მხარდაჭერა. მინდა გესაუბროთ იმ დილემაზე, რომლის წინაშეც გიორგი თარგამაძე და დავით კიკალიშვილი აღმოჩნდნენ ერთმანეთთან კონკურენციის პროცესში.
გიორგი თარგამაძის საავტორო გადაცემის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა იმის შემდეგ, რაც სწორედ “დროებაში” მომზადდა სიუჟეტი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შესახებ. ამ სიუჟეტმა რევოლუციის შემდგომი პერიოდი ორად გაყო: მანამდე სუსტი და არაგულწრფელი მედია ამ სიუჟეტის შემდეგ გაცილებით ძლიერი და მწვავე გახდა.
როგორია “პოსტსკრიპტუმი”? ეს გადაცემა ყოველთვის გამოირჩეოდა სიუჟეტების მაღალი ხარისხით, საინტერესო ხედვით, შედარებით “რბილი” საინფორმაციო პოლიტიკით, მაგრამ ჟურნალისტიკისა და ეთიკის სტანდარტების პატივისცემით.
ადრე ეს ორი გადაცემა ეთერში სხვადასხვა დროს გადიოდა და მაყურებელს საშუალება ჰქონდა, ერთიც ენახა და მეორეც. ალბათ, სწორედ ამის გამო გადაწყდა, რომ “დროება” და “პოსტსკრიპტუმი” ერთსა და იმავე დროს დაწყებულიყო და მაყურებელს არჩევანი გაეკეთებინა ან ერთი, ან მეორე გადაცემის სასარგებლოდ. კონკურენციის ასეთ მძიმე რეჟიმში გადაყვანამ, ცხადია, დამატებითი რესურსის ამოქმედება და მიზიდულობის ხარისხის გაზრდა მოითხოვა. ეს მიზანი ორ ძირითად მიმართულებად დაიყო. პოლიტიკურ თემატიკას დაემატა უცხოეთში მომზადებული მასალები და ადგილობრივი - ყოფითი თუ სოციალური - აქცენტები. თუ თავიდან “დროების” ჟურნალისტები ხშირად ამზადებდნენ საინტერესო მასალებს საქართველოს რეგიონებიდან, მოგვიანებით გახშირდა სიუჟეტები ჯადოებსა და საეჭვო ხარისხის სასწაულებზე. ამას მოჰყვა ეთიკის სტანდარტის უგულებელყოფა და შემდეგ - ნგრევა.
ეთიკის ელემენტარული ნორმების უგულებელყოფის ნიმუშია საყოველთაოდ ცნობილი სიუჟეტი სენაკის ბავშვთა სახლზე. ამ სიუჟეტში რესპონდენტი, ფსიქიკური პრობლემების მქონე აღსაზრდელი, კამერის წინ სთხოვდა ჟურნალისტს, ნუ გამამხელ, რომ აქაური ამბები მე გითხარი, თორემ შეიძლება უარესი დამემართოსო. ჟურნალისტმა რატომღაც გადაწყვიტა, ეს ფრაზა პირდაპირ ეჩვენებინა მაყურებლისთვის, რითაც საფრთხე შეუქმნა რესპონდენტს და დაარღვია არა მხოლოდ ეთიკა, არამედ კანონიც. იმავე სიუჟეტში ჟურნალისტმა ინტერვიუ სთხოვა არა მხოლოდ ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს, არამედ - სავარაუდო მოძალადესაც და ისიც სახის დაუფარავად წარუდგინა მაყურებელს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში საქმე ეხებოდა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანს.
რასაკვირველია, შესაძლებელი იყო ამ სიუჟეტის მომზადება იმგვარად, რომ მაყურებელსაც ინფორმაცია მიეღო, რესპონდენტებსაც საფრთხე ასცილებოდათ და არც ეთიკისა და კანონის ნორმები დარღვეულიყო. მაგრამ ასეთი მასალის მომზადებას მეტი მუშაობა დასჭირდებოდა და სიუჟეტიც ნაკლებად საინტერესო გამოვიდოდა. სწორედ იმის გამო, რომ მასალები იყოს მიმზიდველი თავისი “სიყვითლით”, “დროება” უარს არ ამბობს დაბალი ხარისხის ინფორმაციის გავრცელებაზე.
რით უპასუხებს ამ გამოწვევას “პოსტსკრიპტუმი”? ერთ-ერთ ბოლო გადაცემაში მაყურებელმა იხილა სიუჟეტი რძალ-დედამთილის კონფლიქტის შესახებ. საზოგადოების პატივისმცემელი ადამიანისთვის უხერხულიც კია დავის შინაარსის გადმოცემა. ეს მდარე მასალა მომზადებული იყო მხოლოდ და მხოლოდ იმ მაყურებლის მისაზიდად, ვისაც ყველაზე დაბალი ხარისხის ინფორმაცია აინტერესებს.
ორივე სიუჟეტი ზოგადი ტენდენციის თვალსაჩინო სახეა, ამიტომ უფრო ნორმაა, ვიდრე გამონაკლისი. უეჭველია, რომ “დროება” და “პოსტსკრიპტუმი”, ერთმანეთთან კონკურენციის კონტექსტში, სულ უფრო მეტად ამცირებენ პროგრამის მეორე ნაწილში გადმოცემული ინფორმაციის ხარისხს. გიორგი თარგამაძე და დავით კიკალიშვილი, რომელთა პროფესიონალიზმი და განათლება ეჭვს არ იწვევს, მოქმედებენ პრინციპით: ძვირფასო მაყურებელო, მე ჩემთვის მჭირდება მაღალი ხარისხის ინფორმაცია, შენთვის კი - დაბალი ხარისხის, რადგან შენ სწორედ ეს გიზიდავს. ასეთი არაჰუმანური დამოკიდებულება მაყურებლის მიმართ საგანგებოდ მიუღებელია “დროებისა” და “პოსტსკრიპტუმის” ავტორებისგან, რადგან მათი საავტორო პროგრამები დღემდე ყველაზე რეიტინგულია და, ამის გამო, განსაკუთრებულია მათი პირადი პასუხისმგებლობაც ქართული მედიისა და საზოგადოების წინაშე.