ამ კვირაში კინოს მოყვარულები ბილი უაილდერს გაიხსენებენ.
დიდ ამერიკელ რეჟისორს 22 ივნისს 100 წელი შეუსრულდებოდა. მას სულ რაღაც 4 წელი ჰქონდა დარჩენილი იმისთვის, რომ თავად ეზეიმა ეს თარიღი – ბილი უაილდერი 2002 წელს ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. ავადმყოფობის დროს ახლობლებისთვის უთქვამს: იცოდეთ, მაინც არ მოგასვენებთ - 100 წლის რომ გავხდები, სიცილით დაგხოცავთო. როგორც ჩანს, მისი წინასწარმეტყველება ახდა: მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დღეს ისევ უჩვენებენ ბილი უალდერის ფილმს “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებია”, მაყურებელი ისევ კისკისებს ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიანურ ფრაზაზე კინოს ისტორიაში - “არავინაა ამქვეყნად სრულყოფილი”, იცინის და ცდილობს ჩასწვდეს ამ ფრაზის მნიშვნელობას. რა უნდა განსაზღვრავდეს ბილი უაილდერის შემოქმედების საიდუმლოს?
[მუსიკა. “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებია”]
“ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებია” დღესაც პირველია ყველა დროისა და ხალხის 100 საუკეთესო კინოკომედიის სიაში. თუმცა ჰოლივუდში ბევრს არ სიამოვნებს ბილი უაილდერის ასეთი პოპულარობა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის კინოაკადემიამ იგი არაერთხელ დააჯილდოვა “ოსკარით”, უფრო მეტიც, 1960 წელს უაილდერი, პირველად ამერიკული კინოს ისტორიაში, ერთდროულად სამი “ოსკარის” ლაურეატი გახდა ფილმისთვის “ბინა”, ჰოლივუდში იგი ძალიან ბევრს აღიაზიანებდა... სატირა, რომლის დიდოსტატი იყო ბილი უაილდერი, “ოცნებების ფაბრიკაში” მაინცდამაინც არასდროს უყვარდათ. მაგრამ უაილდერს ვერაფერი მოუხერხეს – მისი ფილმები ყოველთვის მოსწონდა მაყურებელს. ჰოლივუდის ბედს კი, მოგეხსენებათ, სწორედ მაყურებელი წყვეტს. ეს პარადოქსია, რადგან ბილი უილდერი ყველა თავის ფილმში დასცინის ადამიანურ სიხარბეს, არასდროს უქმნის კომფორტს პუბლიკას, ქილიკობს ყველაზე და ყველაფერზე – პირველ რიგში კი, იმ ადამიანებზე, რომლებმაც მისი ფილმები უნდა დააფინანსონ.
პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: 50-იანი წლების დასაწყისში მან გადაიღო ყველაზე დაუნდობელი ფილმი ჰოლივუდზე – “სანსეტ ბულვარი”, რომელშიც ამერიკული კინოინდუსტრიის ფარისევლობა ამხილა. მაგრამ სწორედ “სანსეტ ბულვარით” დაიმკვიდრა ადგილი ჰოლივუდის ელიტაში. თანაც როდის? მაკარტიზმის ეპოქაში!
პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: 30-იან წლებში ნაცისტებისგან დევნილმა, ყველასათვის უცნობმა ბილი უაილდერმა ამერიკაში მოღვაწეობა ისე დაიწყო, რომ ასამდე ინგლისური სიტყვა იცოდა მხოლოდ, მაგრამ ჰოლივუდში ადგილი დაიმკვიდრა როგორც სცენარის ავტორმა - ამერიკული კინო იუმორით, გასაოცარი ვიზუალური ფანტაზიითა და ყოფის ნიუანსების გრძნობით გაამდიდრა.
[ბილი უაილდერის ხმა] “ერთხელ ვიღაცამ მკითხა, რამდენადაა აუცილებელი კინორეჟისორმა წერა იცოდესო. მე ვუპასუხე, წერის ცოდნა სულ არ არის აუცილებელი, მაგრამ ის კი აუცილებელია, რომ კითხვა იცოდეს-მეთქი.”
ამ საარქივო ჩანაწერში უაილდერი თავისი ახალგაზრდობის წლებს იხსენებს. ავსტრო-უნგრეთის ქალაქ ზუჩაში დაბადებულ სამუელ ვილდერს დედამ, რომელიც ერთხანს ამერიკაში ცხოვრობდა, ბუფალოელი ბილ კოდის პატივსაცემად, მეორე სახელი, ბილი, დაარქვა.
[ბილი უაილდერის ხმა] “მე ორი კოვბოის შვილი ვარ – ქალი-კოვბოისა და კაცი-კოვბოის.”
ესაა ფრაგმენტი ტელეგადაცემიდან, რომელიც 1999 წელს ჩაწერეს ბერლინში, სადაც ბილი უაილდერი ბერლინალეზე საპატიო “ოქროს დათვის” მისაღებად ჩავიდა. 93 წლის რეჟისორი აღნიშნავდა: მიუხედავად იმისა, რომ ვენაში ვსწავლობდი იურიდიულ ფაკულტეტზე, მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიის დედაქალაქში ზიგმუნდ ფროიდთან გავიარე კონსულტაცია, მერე კი ცხოვრების დიდი ნაწილი ჰოლივუდში გავატარე, მე მაინც ბერლინელად წარმომიდგენია ჩემი თავიო. მართლაც ასეა. ბილი უაილდერი ყველა თავის ფილმში განსხვავებულია. იმდენად, რომ ძნელია მისი სტილის დადგენა, მისი პაროდირება. მაგრამ 20-იანი წლების ბერლინური კულტურა მაინც აერთიანებს მის სურათებს. უაილდერის ფილმებში თითქოს განუწყვეტლივ მეორდება ფრაზა ბრეხტის “სამგროშიანი ოპერიდან”: “ჯერ პური მოგვეცით, ზნეობას კი მერე მოგართმევთ.”
[ბილი უაილდერის ხმა] “უბიწობა არასდროს არ არის ფოტოგენური. უბიწობის გადაღება ძნელია. როცა ფილმს იღებ მღვდელზე ან რაბინზე, ჰომოსექსუალისტი უნდა იყო, ეს ხალხი რომ ფოტოგენური გახადო.”
ჰოლივუდის ტრადიციის მიუხედავად, ბილი უაილდერის ფილმებში არასდროს არ გვხვდებიან დადებითი და უარყოფითი გმირები. მას ყოველთვის ახსოვს, რომ “არავინაა ამქვეყნად სრულყოფილი”. ახსოვს ეს ფინალური ფრაზა ფილმიდან “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებია”, რომლის ორიგინალური სახელწოდებაა “ზოგიერთს უფრო მხურვალედ უყვარს”... ფილმიდან, რომელსაც კინოკრიტიკოსები პოსტმოდერნიზმის ეპოქის “მაუწყებლად” მიიჩნევენ, რომელიც, მოგვიანებით, არაერთი სახელგანთქმული ფემინისტის კვლევის საგანი გახდება.
მაფიის პატრიარქები აქ ისეთი ძლიერები არიან, რომ შეუძლიათ გადაკეტონ გზები, აკონტროლონ აეროპორტი, რკინიგზა, მაგრამ ავიწყდებათ, რომ არსებობს საზღვაო გზა – წყალი, სადაც მოტორიზებულ ნავს მოლივლივე ხალხი გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავს, იქ, სადაც ყოველგვარ პირობითობაზე უარია ნათქვამი და სადაც ესმით, რომ “არავინ არის დახვეწილი”.
ასეთი აბსურდული ფინალი სრულიად ორგანულია ბილი უაილდერის სტილისთვის. უაღესად რეალისტურისა და უაღრესად ფანტასტიკურის სინთეზს მან ჯერ კიდევ “სანსეტ ბულვარში” მიაღწია, ფილმში ჰოლივუდის დაბერებულ კინოვარსკვლავზე, რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს პოპულარობა და მკვლელი ხდება. ცხოვრება აქ, ისევე როგორც პირანდელოს პიესებში, ხელოვნებას ერწყმის. იქმნება ჰოლივუდის ტრაგიკული და, ამავე დროს, ირონიული ავტოპორტრეტი.
[მუსიკა. “ბინა”]
ბილი უაილდერის ფილმი “ბინა”, რომლის მუსიკასაც ახლა ისმენთ, რეჟისორის ყველაზე ტიტულოვანი და ყველაზე თამამი ფილმია. სწორედ ამ სურათში ამხილა რეჟისორმა საქმიანი წრეებისთვის დამახასიათებელი კონფორმიზმი და კორუფცია. სურათის გმირი - ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული მოხელე ბაქსტერი - სისტემატიურად აძლევს თავისი ბინის გასაღებს კომპანიის სხვადასხვა განყოფილების შეფებს.
[ალმოდოვარის ტექსტი] “ეს არის ყველაზე ულმობელი, ყველაზე არაადამიანური ძალადობა, რომელსაც თავის თავზე განიცდის ბაქსტერი. იგი ჩვენ გვგავს, ჩვენსავით იქცევა... ყოველი ჩვენგანი ხომ მზადაა ფეხები დაუკოცნოს თავის შეფს იმისათვის, რომ სამსახური არ დაკარგოს. ნუთუ არსებობს ამაზე უხამსი პორნოგრაფია?”
ეს არის ფრაგმენტი პედრო ალმოდოვარის წიგნიდან, რომელშიც ესპანელი რეჟისორი ბილი უაილდერს თავის მასწავლებლად ასახელებს. თანამედროვეობის, შესაძლოა, ყველაზე პოპულარული კინემატოგრაფისტი, პედრო ალმოდოვარი, გაკვირვებულიცაა იმის გამო, რომ კინოხელოვნებამ აქამდე არ განიცადა ბილი უაილდერის გავლენა. ფილმში “ჩემი საიდუმლოს ყვავილი” ალმოდოვარი თავის გმირს, უიმედოდ შეყვარებულ ანხელს, ათქმევინებს: “გახსოვთ ის ფილმი – “ბინა?” ფილმი ქალზე, რომელსაც ერთი კაცი უყვარს და ვერ ხვდება, რომ სხვა უნდა უყვარდეს?”
პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: რამდენად ბანალურიც უნდა იყოს ეს თემა, ადამიანი, რომელიც ვერ ხვდება, რომ სხვა უნდა უყვარდეს, კინოს ისტორიაში პირველად სწორედ ბილი უაილდერის ფილმების გმირი გახდა. ერთი უბრალო მიზეზით – მაშინ როცა კინორეჟისორები თავიანთი პერსონაჟების, თავიანთი სტილის დახვეწაში კარგავდნენ დროს, ბილი უაილდერი ჯიუტად ამტკიცებდა, რომ არავინ და არაფერია ამქვეყნად დახვეწილი.