როგორც ცნობილია, ამ დღეებში სოხუმში შეკრებილმა თვითაღიარებული რესპუბლიკების მეთაურებმა - სერგეი შამბამ, ედუარდ კოკოითიმ და დნესტრისპირეთის მეთაურმა
იგორ სმირნოვმა - ”დემოკრატიისა და ხალხთა უფლებების დაცვის თანამეგობრობა” დააფუძნეს, ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დეკლარაციას და, რაც მთავარია, თავდაცვისთვის გაერთიანებაზე შეთანხმდნენ. აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის ერთობლივი სამშვიდობო ძალების ფორმირება წლის ბოლომდე დაიგეგმა, საქართველოს ხელისუფლებას ამ სიახლისთვის სერიოზული ყურადღება არ მიუქცევია, ეს კი ცალკეულმა პოლიტიკოსებმა მას შეცდომად ჩაუთვალეს.
თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მეთაურთა ამასწინანდელ შეთანხმებაზე საუბარს სერგეი ბაღაფშის განცხადებით დავიწყებ. განცხადება კი მან ახლახან სოხუმში, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მეთაურთა შეხვედრაზე, გააკეთა.
”კონფლიქტის ზონებში რუსეთის სამშვიდობო ძალებს ალტერნატივა არა აქვთ და არც ექნებათ. რა პროვოკაციებსაც არ უნდა მიმართონ საქართველოსა და მოლდავეთის ხელისუფლებებმა, ისინი უნდა დარჩნენ ადგილებზე კონფლიქტების სრულმასშტაბიან მოწესრიგებამდე.რაც შეეხება ერთობლივი სამშვიდობო ძალების შექმნას, ერთ-ერთ რესპუბლიკაში გართულებას მოჰყვება მომენტალური რეაქცია სხვა დანარჩენი ორი რესპუბლიკის მხრიდან. ჩვენს მიწაზე სისხლი დაღვარეს ოსებმაც და დნესტრისპირელებმაც. ჩვენ გვაქვს საბაბი იმისთვის, რომ რთულ სიტუაციაში დახმარების ხელი გავუწოდოთ ერთმანეთს.”
შეგახსენებთ: ეს განცხადება ამ დღეებში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაურმა სერგეი ბაღაფშმა გააკეთა. მან, ედუარდ კოკოითისა და იგორ სმირნოვთან ერთად, ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მთავრობებსა და თავდაცვის უწყებათა ხელმძღვანელებს ერთობლივი სამშვიდობო ძალების შექმნას ავალდებულებს. სოხუმში აცხადებენ, რომ ასეთი სამშვიდობო ძალები იმაზე ადრე შეიქმნება, ვიდრე ეს ვინმეს ჰგონია. საგულისხმოა, რომ ერთობლივი სამშვიდობო ძალების შექმნის თაობაზე სოხუმში შემდგარ შეთანხმებას სერიოზულად არათუ თბილისში, მოსკოვშიც კი არ განიხილავენ. ”თუნდაც გეოგრაფიული სიძნელეები ამ სამხედრო კავშირს მხოლოდ პროპაგანდისტულ მნიშვნელობას სძენს. ამიტომ აფხაზეთში, სამხერთ ოსეთსა და დნესტრისპირეთში სტაბილურობის შესანარჩუნებლად იქ რუსეთის სამშვიდობო ძალები უნდა დარჩნენ,”- განაცხადა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ინსტიტუტის დირექტორმა კონსტანტინ ზატულინმა. რაც შეეხება თბილისს, ბაღაფშის, კოკოითისა და სმირნოვის გეგმას აქ ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ექსპერტები გამოეხმაურნენ. ხელისუფლებას თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მეთაურთა შეთანხმებისთვის ყურადღება თითქმის არ მიუქცევია. ”ეს იგივეა, სომალის ტომის ბელადმა, მისმა ახალზელანდიელმა კოლეგამ და ანტარქტიდის პინგვინებმა ხელი მოაწერონ დეკლარაციას სამხედრო თანამშრომლობის შესახებ. ამ პაწაწინა რეგიონების ხელმძღვანელები ერთმანეთს ვერაფერს მიაწვდიან, რადგან საჰაერო სივრცე ჩაკეტილია, რეგიონები კი ერთმანეთს არ ესაზღვრება,” - ასეთი კომენტარი გააკეთა ქართველმა სამხედრო ექსპერტმა კახა კაციტაძემ თავდაცვის თაობაზე სოხუმში შემდგარ შეთანხმებასთან დაკავშირებით. კოკოითის, სმირნოვის და ბაღაფშის შეთანხმება უფრო სერიოზულად აღიქვა პაატა დავითაიამ, რომელიც წარმოადგენს პოლიტიკურ მოძრაობას, სახელწოდებით ”ჩვენ თვითონ”. დავითაია ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ალყაიდას ტიპის სამხედრო შენაერთი ყალიბდება და ითხოვს, ხელისუფლებამ სერიოზული ყურადღება მიაქციოს ამ სიახლეს. სიახლისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება კი ისეთია, როგორიც ჩვენთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გიგა ბოკერიამ გამოხატა:
[გიგა ბოკერიას ხმა] ”როცა ჩვენ ვსაუბრობთ სამშვიდობოებზე, კარგად ვიცით, რომ გადაწყვეტილებებს არ იღებენ არც სოხუმში და არც ცხინვალში. ჩვენ არ გვინდა მათი წარმომადგენლების სრული იგნორირება, მაგრამ რეალობა არის ასეთი: ისინი გადაწყვეტილებას არ იღებენ. ”
მალე საქართველოს პარლამენტში მოისმენენ აფხაზეთში სამშვიდობო ოპერაციის მიმდინარეობის თაობაზე მთავრობის მოხსენებას. არის მოლოდინი, რომ ამის შემდეგ პარლამენტი მთავრობას არაეფექტიანი სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტას მოსთხოვს. ”ეს არ ნიშნავს, რომ სამშვიდობო ძალების გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან ხვალვე დაიწყება,” - აღნიშნავს გიგა ბოკერია და დასძენს: ”შემდგომი ნაბიჯები მთავრობამ უნდა გადადგას. ცნობილია, რომ ის ამ მიმართულებით მუშაობს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე დაწყებულია დისკუსია ჩანაცვლებასთან დაკავშირებით. ”