ბაიკონურის კოსმოდრომიდან გაუშვეს რუსეთის მზიდი

ბაიკონურის კოსმოდრომიდან გაუშვეს რუსეთის მზიდი რაკეტა,
ბაიკონურის კოსმოდრომიდან გაუშვეს რუსეთის მზიდი რაკეტა,
რომელმაც ორბიტაზე გაიყვანა ყაზახეთის პირველი თანამგზავრი "კაზ-სატი". თანამგზავრი უზრუნველყოფს ტელემაუწყებლობას და სატელიტურ კავშირს ყაზახეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების, აგრეთვე რუსეთის ნაწილის ტერიტორიებზე. რაკეტის გაშვებას რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტები, ვლადიმირ პუტინი და ნურსულთან ნაზარბაევი დაესწრნენ.