[Marilyn Monroe: "I Wanna Be Loved By You"] მერლინ მონროს - ჰოლივუდის ინდუსტრიის მიერ შექმნილ, შესაძლოა, ყველაზე დიდ ვარსკვლავს, ამერიკული კულტურის ლეგენდას და უნივერსალურად აღიარებულ სექსსიმბოლოს - 2006 წლის 1 ივნისს 80 წელი შეუსრულდებოდა.
მართალია, მონროს გარდაცვალებიდან უკვე ოთხ ათეულ წელიწადზე მეტი დროა გასული, მისი პოპულარობა არ იკლებს. მეტიც - იუბილესთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კულტურის კრიტიკოსები თუ, უბრალოდ, მონროს თაყვანისმცემლები განახლებული ენთუზიაზმით ცდილობენ მონროს მნიშვნელობის გაანალიზებას. მაინც რამ განაპირობა მონროს ასეთი მასშტაბის ლეგენდად აღზევება? - ეს გახლავთ შეკითხვა, რომლის პასუხსაც ბევრი ეძებს და ეს ძიება ხშირად არა ცალსახა პასუხით, არამედ რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობის დასახელებით სრულდება. სწორედ ამ შეკითხვას ეძღვნება ჩვენი შემდეგი სიუჟეტი.
”ამერიკის ყველაზე დიდ ლეგენდას 1 ივნისს 80 წელი შეუსრულდებოდა - თუმცა მერლინ მონროს მოხუცებულ ქალად წარმოდგენა შეუძლებელი და, გარკვეული თვალსაზრისით, მკრეხელურიც კია. ის ჩვენ მხოლოდ ახალგაზრდა გვახსოვს და გვჭირდება” – ეს ერთი კანადელი კინოკრიტიკოსის სიტყვებია. მის მსგავსად, დღეს ბევრი აღიარებს, რომ 36 წლის ასაკში ბუნდოვან ვითარებაში სიკვდილმა მონრო სამუდამოდ ახალგაზრდა ლეგენდად აქცია:
[Marilyn Monroe: "I'm Gonna File My Claim"]
როგორც ვარსკვლავი, მერლინ მონრო რამდენიმე მითს ერთდროულად პასუხობდა. პირველ რიგში, მან ე.წ. ”ამერიკულ ოცნებას” შეასხა ხორცი, როგორც უკიდურესი სიღარიბიდან და მარგინალური სოციალური ფენიდან გამოსულმა გოგონამ, რომელმაც არნახულ წარმატებას და პოპულარობას მიაღწია. ამავე დროს, მონროს 50-იან წლებში გამოჩენა, გარკვეული თვალსაზრისით, წინასწარმეტყველება იყო დასავლეთის კულტურაში მოახლოებული ე.წ. ”სექსუალური რევოლუციისა”, რომელიც სრული მასშტაბით 60-იანი წლების ბოლოს განვითარდა. და ამ ყველაფერთან ერთად, მერლინ მონრომ გამორჩეული ინტენსივობით დააკმაყოფილა ყველაფერი ის, რასაც პატრიარქალური, მასკულინისტური კულტურა ”სასურველი”, სექსუალური ქალის იერსახეში ხედავს.
[Marilyn Monroe: "Do It Again"]
კინომცოდნე თეო ხატიაშვილის თქმით, ქარიზმატული სექსუალური ქალი ვარსკვლავები ჰოლივუდს მერლინ მონრომდეც ჰყავდა, მაგრამ მონროს გამორჩეული სტატუსი და მნიშვნელობა სექსუალურობისა და დაუცველობის, სილამაზისა და სისუსტის მხოლოდ მისთვის დამახასიათებელმა შერწყმამ შესძინა:
[თეოს ხმა] ”გრეტა გარბო, მარლენ დიტრიხი და, საერთოდ, 30-იანი წლების ჰოლივუდში ასევე ბევრი ვარსკვლავი სწორედ სექსუალური ქალის იმიჯს ამკვიდრებს. მაგრამ მათ მოიხსენიებენ როგორც საბედისწერო ქალს; ქალი-ვამპი და სხვა ტერმინებით ახასიათებენ ხოლმე. მათში ჩადებულია საშიშროება, საფრთხე, რომელიც მათმა დაუოკებელმა სექსუალობამ და ტემპერამენტმა შეიძლება მამაკაცს მოუტანოს. მერლინ მონროს შეიძლება უფრო მეტად ჰქონდეს გამოვლენილი ეს სექსუალურობა, მაგრამ მასში საბედისწერო ქალის საფრთხე აღარ არსებობს. შეიძლება სწორედ ამიტომ იყო უფრო საყვარელი და პოპულარული. ცივილიზაცია დღემდე მასკულინურია და მახსოვრობაში რჩება ისეთი ქალი, რომელიც სასურველიც არის და თან არანაირ ზიანს არ მოგვიტანს.”(სტილი დაცულია)
[Marilyn Monroe: "Bye Bye Baby"]
მართლაც, დღეს უკვე ცოტა ვინმე თუ დავობს, რომ მერლინ მონრო უნივერსალური, კოლექტიური მახსოვრობის ნაწილია. მისი სახე მეოცე საუკუნის კულტურის ერთგვარ ემბლემადაც კი იქცა, რომელსაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანასა თუ კულტურაში ცნობენ. კრიტიკოსები და ბიოგრაფები აღნიშნავენ, რომ სიცოცხლის ბოლო წლებში მერლინ მონრო თავად დაღალა ქერა, სექსუალური, კეთილი და არცთუ ძალიან ჭკვიანი ქალის თამაშმა. ის ჰოლივუდს ნიუ-იორკში გაექცა და თეატრალურ სტუდიაში სიარულით თამაშის ახალი მეთოდების დაუფლებას შეეცადა. მაგრამ მერლინ მონროს მითისგან გაქცევა შეუძლებელი აღმოჩნდა.
მოსაზრებას, რომ მონრო ქერა სექსსიმბოლოს იმიჯს არა მხოლოდ კინოეკრანზე, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში ”თამაშობდა”, თეო ხატიაშვილიც იზიარებს:
[თეოს ხმა] ”ძალიან საინტერესოა, რომ ქალი, რომელიც დღემდე ნომერ პირველ სექსსიმბოლოდ ითვლება, თვითონაც აღნიშნავს თავის ჩანაწერებში და ბევრი მისი ახლობელიც იხსენებს, რომ იყო ფრიგიდული. ის, მართლაც, არაჩვეულებრივი არტისტი იყო, ალბათ, ვინაიდან შეძლო და, თავისი ბუნების საწინააღმდეგოდ, სულ სხვა ტიპაჟი დაამკვიდრა. განსაკუთრებით თეატრალები - მისი მასწავლებელი ლი სტრასბერგი, რომლის სტუდიაშიც ის სწავლობდა, და მისი პარტნიორები - ლოურენს ოლივიე, მაგალითად - სულ ხაზს უსვამდნენ, რომ მასში იყო ძალიან დიდი პოტენციალი დრამატული მსახიობისა.”(სტილი დაცულია)
დღეს ბევრი კინოკრიტიკოსი თუ გენდერის სპეციალისტი მერლინ მონროს, უწინარესად, მსხვერპლად აღიქვამს - კომერციის, პოლიტიკის, პატრიარქატის თუ კულტურის ინდუსტრიის მსხვერპლად; ვარსკვლავად, რომელიც მეოცე საუკუნის კონტექსტში მოქმედი მითების დასაკმაყოფილებლად ”შექმნეს”, და ადამიანად, რომელიც სწორედ ამ მითოლოგიზაციას ემსხვერპლა. თუმცა შეკითხვას, რეალურად ვინ იყო მერლინ მონრო, ალბათ, ერთნმიშვნელოვანი პასუხი ვერასოდეს გაეცემა. ეს, ალბათ, ასეც უნდა იყოს. სიუჟეტის დასაწყისში ნახსენები კანადელი კრიტიკოსის არ იყოს, მერლინ მონრო მუდმივად ახალგაზრდა, ლამაზ ლეგენდად გვახსოვს - ლეგენდის ირგვლივ კი ერთგვარი იდუმალების არსებობა აუცილებელი წინაპირობაა.
[Marilyn Monroe: "Diamonds Are a Girl's Best Friend"]