ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პოლიტიკურ საბჭოს საქართველოსთან ინტენსიური დიალოგის დაწყების რეკომენდაცია მისცა.
აღნიშნული რეკომენდაცია 30 მაისს პარიზში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე მიღებულ დეკლარაციაში ჩაიდო. რას ნიშნავს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია და საქართველოსთან ინტენსიური დიალოგის დაწყება (თუკი ის განხორციელდა) რამდენად იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ნატოსკენ საქართველოს სვლაში? ამ კითხვებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამს შალვა ფიჩხაძე, წარმომადგენელი ორგანიზაციისა ”საქართველო ნატოში”.
30 მაისს ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ მოუწოდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების მთავრობებს, რაც შეიძლება მოკლე ვადებში მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოსთან ინტენსიური დიალოგის დაწყების თაობაზე. ამის შემდეგ ჯერი ნატოს პოლიტიკურ საბჭოზეა. ნოემბერში რიგაში ნატოს სამიტი უნდა გაიმართოს. საქართველოში, განსაკუთრებით ხელისუფლებაში, იყო მოლოდინი, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ნატოს სამიტამდე საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის შეთავაზების რეკომენდაციას მიიღებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. პარიზში მიღებულ დეკლარაციას საქართველოს ხელისუფლებაში უწოდეს წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში, არასამთავრობო ორგანიზაციაში ”საქართველო ნატოში” კი არ ფიქრობენ, რომ მნიშვნელოვან პროგრესთან გვაქვს საქმე. საქართველოსთან ინტენსიური დიალოგის დაწყების რეკომენდაციის არსს შალვა ფიჩხაძე ასე განმარტავს:
[შალვა ფიჩხაძის ხმა] ”მაშინ, როცა ქვეყანას არ აძლევენ გაწევრიანების სამოქმედო პროგრამის დაწყების ნებას და, ამავდროულად, არ სურთ მას ხელი ჰკრან, ინტენსიური დიალოგის რეჟიმს სთავაზობენ. ინტენსიური დიალოგი - ეს არ არის ქაღალდზე გაწერილი ვალდებულებები, ეს არის საშუალედო ეტაპი, რათა ქვეყანას და მის მოსახლეობას საბოლოოდ გული არ აუცრუვდეს ნატოზე.” (სტილი დაცულია)
რატომ ინტენსიური დიალოგის რეკომენდაცია და არა საქართველოს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის რეკომენდაცია? რატომ არ მიიჩნია საჭიროდ ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს ნატოში გაწევრიანების დაჩქარება? შალვა ფიჩხაძის თქმით, საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დეკლარაციას ასამბლეის პრეზიდენტის პიერ ლელუშის მოხსენება დაედო საფუძვლად - მოხსენება, რომელიც 4-7 მაისს საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტის შემდეგ დაიწერა. მოხსენებაში ლელუშმა აღნიშნა პროგრესი ნატოსთან ინდივიდუალური თანაშრომლობის პროგრამის შესრულებაში, თავდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმაშიც, თუმცა, იქვე მიუთითა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ სუსტია სამოქალაქო საზოგადოება, არასრულყოფილია საარჩევნო სისტემა, არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, სუსტია ოპოზიცია, არის ადამიანებზე ძალადობის ფაქტები, შინაგან საქმეთა სამინისტრო არასაკმარისად ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე და რომ საქართველოში ადგილი აქვს მედიაზე ზეწოლასაც. ” მიუხედავად ოფიციალური რიტორიკისა, პრეზიდენტი კარგავს პოპულარობას, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ცხოვრების სტანდარტები განსაკუთრებით დაბალია. ზოგიერთები ავტორიტარიზმის ტენდენციებზეც ალაპარაკდნენ,” - ნათქვამია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პიერ ლელუშის განცხადებაში.
”ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები და მისი პრეზიდენტი უფრო თავისუფლები არიან შეფასებებისას, ვიდრე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მაღალი რანგის ჩინოვნიკები - რასაც ისინი არ ამბობენ, პიერ ლელუშმა თქვა,” - აღნიშნავს შალვა ფიჩხაძე და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დეკლარაციასთან დაკავშირებით დასძენს:
[შალვა ფიჩხაძის ხმა] ”დეკლარაცია სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს და ძნელია იმის თქმა, მიიღებს თუ არა საბჭო მას მხედველობაში. საბჭომ შეიძლება ჩვენთვის უფრო სასიკეთო გადაწყვეტილება მიიღოს ანდა მიიღოს უარესი და ინტესიური დიალოგის დაწყებაზეც კი გვითხრას უარი. ” (სტილი დაცულია0
ასე რომ, გადაწყვეტილებებს ნატოს პოლიტიკური საბჭო იღებს და არა საპარლამენტო ასამბლეა, თუმცა საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციამ უნდა დააფიქროს საქართველოს ხელისუფლება იმაზე, თუ რა უშლის ხელს ქვეყნის ნატოში გაწევრიანების დაჩქარებას.