ცხინვალის რეგიონში, ოსური მხარის მიერ

ცხინვალის რეგიონში, ოსური მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ორი ქართველი დაიღუპა.
ცხინვალის რეგიონში, ოსური მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ორი ქართველი დაიღუპა.
საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, სოფელ ხელჩუაში ორი ქართველი მოკლეს მაშინ, როცა ისინი ხუგაევების ოჯახს აყაჩაღებდნენ. ოჯახის ორი წევრი ნაცემია, ერთ-ერთი მათგანი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მკვლელობის ადგილზე მივიდნენ შიდა ქართლის პოლიციის წარმომადგენლები და რუსი მშვიდობისდამცველების სარდალი მარატ კულახმეტოვი. შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე გელა ზოზიაშვილის განცხადებით, საქმე ეხება "კრიმინალურ შემთხვევას" და გამართლებული არ იქნებოდა რაიმე პოლიტიკური განცხადების გაკეთება.