1997 წელს ჟენევაში გაეროს ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებაზე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე შექმნილმა ქართულ-აფხაზურმა საკოორდინაციო საბჭომ
მუშაობა განაახლა. თბილისში 15 მაისს შემდგარი შეხვედრის შემდეგ საბჭო ივლისის შუარიცხვებში სოხუმში შეიკრიბება. მუშაობას იწყებენ საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფებიც. ჯგუფების პირველი სხდომები ახლო მომავალში სოხუმში, ზუგდიდსა და გალშია დანიშნული.
ქართულ-აფხაზური პირდაპირი დიალოგი, 1997 წლის შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრულ ფორმატში, საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უნდა განვითარდეს.
97 წლის ჟენევის შეთანხმების საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭოში შედის მხარეთა 3-3 წარმომადგენელი. საბჭოს მუშაობაში მათთან ერთად მონაწილეობას იღებენ გაეროსა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებიც. მხარეთა სურვილის თანახმად, საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე შეიძლება მიწვეულ იქნენ ექსპერტები. საბჭოს სხდომას იწვევს საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი 2 თვეში ერთხელ მაინც. საკოორდინაციო საბჭოს აღმასრულებელ ორგანოებს სამუშაო ჯგუფები წარმოადგენს. მთლიანობაში, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭო არის ერთგვარი სათათბირო ორგანო, რომლის გადაწყვეტილებების სისრულეში მოყვანაზეც სამუშაო ჯგუფებმა უნდა იმუშაონ. შექმნის დღიდან 2001 წლამდე, მანამდე სანამ ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭო მუშაობას შეწყვეტდდა, სამი სამუშაო ჯგუფი არსებობდა: ცეცხლის განუახლებლობის, ლტოლვილთა დაბრუნებისა და სოციალ-ეკონომიკურ საკითხებზე სამუშაოდ. ამ ჯგუფების მუშაობა, ისევე როგორც საკოორდინაციო საბჭოს შეკრებები, აფხაზთა მხარის მიზეზით შეწყდა. მიზეზად კი კოდორის ხეობიდან აფხაზეთის მიმართულებით ჩეჩენი მებრძოლების გატარება იქნა გამოყენებული.
საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის შეჩერება ქართულ-აფხაზური ინტენსიური დიალოგის შეწყვეტის ტოლფასი იყო. თუმცა, როგორც კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი იხსენებს, საკოორდინაციო საბჭოს მუშაობას ხელშესახები შედეგები არ მოუტანია. მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უმეტესწილად შეუსრულებელი რჩებოდა. 5 წლიანი პაუზის შემდეგ მუშაობის განახლება იქნება თუ არა ეფექტიანი, ამაზე წინასწარ ლაპარაკი ძნელია, თუმცა საქართველოს მხარეც და აფხაზთა მხარეც მიესალმა პირდაპირი დიალოგის განახლებას. ორივე მხარის აღიარებით, ძალზე მნიშვნელოვანია სხვადასხვა საკითხებზე ერთობლივი მუშაობის სურვილი.
იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაიწყო მუშაობა, მოვიყვან აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას განცხადებას, რომელიც მან თბილისში 15 მაისს გააკეთა:
[სერგეი შამბას ხმა] ”კმაყოფილნი ვართ მიღწეული შეთანხმებებით, ისინი სამშვიდობო პროცესის განვითარებაში დაგვეხმარება. განვიხილეთ საკითხთა წყება: ეს არის უსაფრთხოების, ლტოლვილთა დაბრუნებისა და სოციალურ-ეკონომიკური საკითხები. გამოიკვეთა ახლო მომავალში გადასაწყვეტი საკითხები, თანახმა ვართ დავიწყოთ მუშაობა მათ გადასაწყვეტად. ამ თვის ბოლოს ან მომავალი თვის დასაწყისში შედგება სამუშაო ჯგუფების სხდომები: სოხუმში, ზუგდიდსა და გალში.”
ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის განახლებას გამოეხმაურა ოფიციალური მოსკოვი. ”ვიმედოვნებთ, საკოორდინაციო საბჭოს შემდგომი მუშაობა მხარეთა შორის ნდობის აღდგენისა და სამშვიდობო პროცესის განვითარებას შეუწყობს ხელს. შუამავალი მხარის რანგში რუსეთი აქტიურად მიიღებს მონაწილეობას საკოორდინაციო საბჭოსა და მისი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში,” - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭო თბილისის შემდეგ სოხუმში 17 ივლისს შეიკრიბება. მანამდე საქართველოს პარლამენტში უკვე დაიწყო აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული სამშვიდობო გეგმის განხილვა. დოკუმენტის დეტალების გახმაურებისგან ხელისუფლება ჯერჯერობით თავს იკავებს. საქართველოს მთავრობის სამშვიდობო გეგმა 22 მაისს გაეროს გენერალურ მდივანთან არსებულ საქართველოს მეგობარი ქვეყნების ელჩების ჯგუფს გადაეცემა.