ხვალ, 16 მაისს, ევროპის კომისიამ უნდა წარმოადგინოს ანგარიში, რომელშიც შეფასებული იქნება, თუ რამდენად მზად არიან რუმინეთი და ბულგარეთი,
2007 წლის 1 იანვრისთვის ევროპის კავშირში გაწევრიანდნენ. ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ, არ მალავს, რომ სურს, ეს ორი ქვეყანა რაც შეიძლება მალე იხილოს ეკროკავშირის წევრთა შორის. რამ შეიძლება, ხელი შეუშალოს ბაროზუს ამ სურვილს და რუმინეთისა და ბულგარეთის სწრაფვას, 1 იანვარს ევროკავშირის კარი შეაღონ?
საუკეთესო ვარიანტი, ცხადია, ის იქნება, თუ ევროკომისია, თავისსავე ანგარიშზე დაყრდნობით, გადაწყვეტს, რომ რუმინეთმა და ბულგარეთმა ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილეს და მზად არიან, კავშირში 1 იანვრისთვის გაწევრიანდნენ.
მაგრამ გამორიცხული არ არის, კომისიამ ანგარიშის შემდგენელთაგან მიიღოს და დააკმაყოფილოს რეკომენდაცია, რომ ორი შავიზღვისპირა ქვეყნის გაწევრიანება ერთი წლით გადაიდოს და მათ დრო მისცეს იმ რეკომენდაციების შესასრულებლად, რომელთა შესრულება 2007 წლისთვის, სავარაუდოდ, ვეღარ მოხერხდება.
როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, არსებობს მესამე ვარიანტიც. კერძოდ, ევროკომისიის ანგარიშმა, შესაძლოა, გამოთქვას რეკომენდაცია, რუმინეთი და ბულგარეთი კავშირში 2007 წლის 1 იანვარს მხოლოდ იმ პირობით გააწევრიანოს, თუ ისინი იმავე წლის სექტემბრამდე დააკმაყოფილებენ ყველა აუცილებელ პირობას.
როგორც ბულგარეთის, ისე რუმინეთის ლიდერები ოპტიმისტურად აფასებენ საკუთარი ქვეყნების შანსებს. აი, მაგალითად, რას ამბობს რუმინეთის პრემიერ-მინისტრი კალინ პოპესკუ ტარიჩანუ, რომელიც ანგარიშის პროექტის ტექსტს იცნობს.
[კალინ პოპესკუ ტარიჩანუს ხმა] "ანგარიშში გაკრიტიკებული არ არის ჩვენი არც ერთი მინისტრი. დოკუმენტი გამოთქვამს რამდენიმე რეკომენდაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ სფეროებში გვჭირდება მდგომარეობის გაუმჯობესება. თუ შევადარებთ უნგრეთის ან პოლონეთის მისამართით გამოთქმულ შენიშვნებს კავშირში მათს მიღებამდე ექვსი თვით ადრე, დავინახავთ, რომ ერთსაც და მეორესაც მეტი წითელი ალამი ჰქონდა, ვიდრე ჩვენ გვაქვს. ჩვენ წითელი ალმები ოთხ საკითხში აგვიწიეს, მაგრამ ისინი სულაც არ აყენებს ეჭვქვეშ რუმინეთის გაწევრიანების საკითხს. ამ პრობლემებს წლის ბოლომდე მოვაგვარებთ."
კალინ პოპესკუ ტარიჩანუს ეს ოპტიმიზმი უსაფუძვლო რომ არ არის, დასტურდება დამოუკიდებელი ექსპერტის, "ეკონომისტის" კვლევითი უწყების თანამშრომლის, ჯოან ჰოუის შეფასებითაც.
[ჯოან ჰოუის ხმა] "ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე რუმინეთმა მართლაც დიდ წინსვლას მიაღწია და ბევრ ისეთ საკითხში, რომელიც ჯერ კიდევ 2005 წლის ოქტომბერში ევროკომისიის შეშფოთებას იწვევდა, წითელი ალმები მწვანით შეცვალა."
ბულგარეთს, იმავე ჯოან ჰოუის თქმით, ოდნავ უარესი მდგომარეობა აქვს. ჯერ ერთი მას, როგორც ვარაუდობენ, ექნება არა ოთხი, არამედ ექვსი წითელი ალამი და თან ისეთ სფეროებში, რომლებშიც ვითარების გამოსწორებას მეტი დრო სჭირდება. ასეთი სფეროებია, მაგალითად, კორუფცია, ორგანიზებული დანაშაული, ფულის გათეთრება.
მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც დაგეგმილ ვადებში გაწევრიანების შანსს უზრდის ბულგარეთსაც და რუმინეთსაც: როცა საქმე ევროკავშირში გაწევრიანებას ეხება, საზოგადოებაშიც და პოლიტიკურ პარტიებშიც კონსენსუსი მყარდება. ამის საუკეთესო მაგალითია რუმინეთის ოპოზიციის ლიდერის, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის მირჩა ჯოანას ეს განცხადება:
[მირჩა ჯოანას ხმა] "ძალას არ დავიშურებთ და გამოვიყენებთ მთელ ჩვენს დიპლომატიურ გამოცდილებას, რათა მივაღწიოთ ევროკავშირში რუმინეთისა და ბულგარეთის გაწევრიანებას 2007 წლის 1 იანვრისთვის."
ოთხშაბათს რუმინეთსა და ბულგარეთში მოგზაურობას დაიწყებენ ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ და ევროკავშირის კომისარი გაფართოების საკითხებში ოლი რენი. საკითხავი ის არის, რა მისიით ესტუმრებიან ისინი ამ ორ ქვეყანას: რათა 1 იანვრიდან გაწევრიანების გადაწყვეტილება მიულოცონ თუ იმისთვის, რომ კავშირში შესვლის ერთი წლით გადადების გამო ანუგეშონ.
დავით კაკაბაძის ნათქვამს დავამატებ რეიტერის სააგენტოს მიერ სულ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებულ ცნობას. როგორც ეს სააგენტო იუწყება, ევროპის კომისია აპირებს, სექტემბრამდე გადადოს რუმინეთისა და ბულგარეთის გაწევრიანების ვადებზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას. რეიტერის ეს ინფორმაცია, სააგენტოსავე მტკიცებით, ევროკომისიის საშინაო ცირკულარს ემყარება.