საქართველოში არსებულმა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა პირობებმა ათასობით მოზარდი ქუჩის ბავშვად აქცია. ისინი, ძირითადად, მათხოვრობენ, ეწევიან პროსტიტუციას,
ქურდობენ და ნარკოტიკებს ან ტოქსიკურ ნივთიერებებს ეტანებიან. სახელმწიფოს მიერ ბავშვთა სახლების მიმართ გამოჩენილი ყურადღების მიუხედავად, იზრდება იმ რისკების რაოდენობა, რომელთაც ქუჩის ბავშვები თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან. როგორ მიმდინარეობს რისკის ქვეშ მყოფი და ქუჩის ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრირების პროცესი?
[ისმის ქუჩის ხმა]
[ჟურნალისტის და ქუჩის ბავშვის დიალოგი] ”- რატომ ეჩხუბებით ამ ბიჭს? - ამას არ ვეჩხუბებოდით, ეს კარგი ბიჭია. - სხვები თუ გეჩხუბებიან ხოლმე, ქუჩაში გამვლელები. - სხვები არ გვეჩხუბებიან.”
ამას ამბობს 10-12 წლის გოგონა, რომელიც თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მათხოვრობს და რომელსაც ყელზე ნათლად ეტყობა ძალადობის რამდენიმე კვალი, მოშუშებული ჭრილობები. ჩემს შეკითხვაზე, თუ ქუჩაში საფრთხე არ ელის, მაშინ რატომ აქვს ნაკაწრები გულზე, ის დუმილს ამჯობინებს.
[ჟურნალისტის ხმა] ”- აბა ეს ნაკაწრები რატომ გაქვს?...”
ამ მოზარდის მსგავსად, სხვა ბევრ მის თანატოლს, რომლებსაც ანალოგიურად ქუჩაში უწევთ ბავშვობის წლების გატარება, არ უყვართ ან უჭირთ უფროსებთან, უცხო პირებთან, თავიანთ პრობლემებზე საუბარი.
[გიორგი ქოქაშვილის ხმა] ”აქ რომ ჩვენ ტრეინინგს ვატარებთ, ჩვენთან, მათ თანატოლებთან, უფრო გულახდილები არიან და გვეუბნებიან, რა პრობლემაც აწუხებთ. ჩვენც ვცდილობთ დავეხმაროთ.” (სტილი დაცულია)
ეს არის გიორგი ქოქაშვილი, World Vision-ისა და UNICEF-ის პროექტის, ”ქუჩის ფილოსოფოსის”, მწვრთნელი. თავის 4 თანატოლთან ერთად ის ქუჩის ბავშვებს ეხმარება იმ რისკებისა და საფრთხეების გაცნობიერებაში, რომელთაც ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან.
[მულტფილმის ხმა] ”... არა, არა, მე პირობა მივეცი. - კარატე, ეს საჩუქარია. ერთი მსუბუქი შესუნთქვა არაფერს გავნებს. - კარგი...”
ეს არის ფრაგმენტი მულტიპლიკაციური ფილმიდან, რომელსაც გიორგი და მისი მეგობრები რისკის ქვეშ მყოფ თავიანთ თანატოლებს აჩვენებენ და შემდეგ დისკუსიას მართავენ. ერთ-ერთი ტრენერი, ფერიდე გოგბერაშვილი, ამბობს, რომ ამ გზით ბევრი ბავშვი ტოქსიკომანიის თუ ნარკომანიის უარყოფით მხარეებს აცნობიერებს:
[ფერიდე გოგბერაშვილის ხმა] ”დიღომში ჩავატარეთ ტრეინინგი და ერთი ბავშვი მოყვა, ჩემი მეგობარი იყო ეგეთ ცუდ მდგომარეობაში და გამოვიდა იმ მდგომარეობიდან ჩვენი დახმარებითო...” (სტილი დაცულია)
საუბარში კვლავ ჩაერთო გიორგი ქოქაშვილი:
[გიორგი ქოქაშვილის ხმა] ”... გამოყოფილი რომ არის ამ ცხოვრებისგან, უნდა, რომ ამ ბავშვებს შეუერთდეს და ანებებს თავს ამ ტოქსიკომანიას და უსაფრთხო სიამოვნებისკენ მიდის.”
როგორც აღვნიშნე, ამ პროექტს საქართველოში ”ვორლდ ვიჟენი” ახორციელებს. იგი თანამშრომლობს ორგანიზაციასთან ”ბავშვი და გარემო”, რომელსაც ქუჩის ბავშვთა თავშესაფრები აქვს გახსნილი თბილისში, ჭიათურასა და საქართველოს კიდევ რამდენიმე ქალაქში. ”ვორლდ ვიჟენის” პროექტ ”ქუჩის ფილოსოფოსის” მენეჯერის, შოთა შუბლაძის, განცხადებით, სწორედ ამ ორგანიზაციის თავშესაფრებში ტარდება ბავშვების მიერ ორგანიზებული ტრეინინგები.:
[შოთა შუბლაძის ხმა] ”ვიდრე სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციები სასათბურე პირობებს შექმნიან, ამას სჭირდება დრო. ეს ბავშვები ხომ დღესაც იქ არიან, ეს ბავშვები ხომ ხვალაც იქ იქნებიან. ვიდრე ეს დიდი პროცესები დასრულდება, ჩვენ მანამდე გვინდა, რომ ამ ბავშვებთან იმ გარემოში, სადაც არიან, მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება და ისწავლონ საკუთარ თავზე ზრუნვა, ვიდრე სხვა მიეხმარება მათ.” (სტილი დაცულია)
თუმცა ჯერჯერობით ქუჩის ბავშვების დიდი ნაწილი კვლავ სხვების დახმარების იმედით ცხოვრობს...