ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოს მყიფე სხეულზე ხან ერთი სახიფათო პრობლემა იჩენს თავს და ხან - მეორე; ხან გაზსადენი ფეთქდება, ხან ელექტროგადამცემი ხაზი წყდება,
ხან ღვინო აღარ იყიდება, ხან ოპოზიცია აცხადებს ბოიკოტს, ხან პატიმრები ჯანყდებიან... ამ რყევების მიღმა იმალება ერთი მთავარი პრობლემა, რომლის მოგვარების წყარო, თითქოს, დაშრეტილია. მინდა სწორედ ამ პრობლემაზე გესაუბროთ.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს სამი სხვადასხვა პოლიტიკური ბიოგრაფიისა და სტილის პრეზიდენტი ჰყავდა. თითოეული მათგანი ქვეყანას თავისებურად მართავდა. მაგრამ თუ ქართული სახელმწიფოს განვითარების ბოლო 15 წელს გადავხედავთ, მკაფიოდ დავინახავთ ერთ ტენდენციას: ყველა პრეზიდენტი არჩეული იყო მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მიერ, ალტერნატიული კანდიდატების არარსებობის პირობებში. ამასთან, ქვეყანას ყოველთვის მართავდა პრეზიდენტის პარტია, რომელსაც პარლამენტში მუდამ ყოფნიდა საკუთარი ხმები გადაწყვეტილებების მისაღებად.
უალტერნატივო ლიდერებისა და პარტიების ტენდენცია პირდაპირ იყო დაკავშირებული მეორე, არანაკლებ მავნე, ტენდენციასთან: ქარიზმატული ლიდერები ყოველთვის სერიოზული პოლიტიკური კატაკლიზმების ფონზე ჩნდებოდნენ და ხელისუფლების ცვლის კონსტიტუციური ვადებიც ყოველთვის ირღვეოდა, ისევე როგორც ირღვეოდა მემკვიდრეობითობის პრინციპი. ამიტომ საქართველოში სამჯერ თავიდან დაიწყო სახელმწიფოს მშენებლობა: ჯერ ზვიად გამსახურდიას, შემდეგ ედუარდ შევარდნაძის და, ბოლოს, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით. ნებისმიერი მომდევნო პრეზიდენტი არ აღიარებდა წინამორბედის რაიმე წვლილს ქვეყნის მშენებლობაში და თავის საქმიანობას იწყებდა არა ნულოვანი სასტარტო პოზიციიდან, არამედ მინუს-ნიშნულიდან.
რა უნდა მოხდეს იმისათვის, რომ ქართული სახელმწიფო ერთხელ და სამუდამოდ ჩადგეს თანმიმდევრული, სისტემური განვითარების კალაპოტში? როდის გვეყოლება პრეზიდენტი, რომელიც წინამორბედს კი არ დაამხობს, არამედ არჩევნებში დაამარცხებს?
მიხეილ სააკაშვილს შეეძლო, რეალურად გამიჯვნოდა წინამორბედებს იმით, რომ მოეხდინა ძალაუფლების დეცენტრალიზაცია, შეექმნა გარემო, რომელიც გააძლიერებდა თვითმმართველობას, სასამართლოს, ბიზნესს, მედიას, არასამთავრობო სექტორს, ოპოზიციას. თუ ამ ყველაფერს სამართლიანი არჩევნები დაემატებოდა, შედეგად მივიღებდით ჯანსაღ პოლიტიკურ კონკურენციას, სტაბილურ წინსვლას და ძლიერ სახელმწიფოს. მაშინ სააკაშვილის საყვარელი სიტყვები - “ახლა ძველი დრო აღარ არის” - სულ სხვა მნიშვნელობას შეიძენდა. თუმცა ჯერჯერობით გვყავს თითქმის 100%-ით არჩეული ლიდერი; მისი პარტია, რომელსაც კონსტიტუციის შეცვლაც კი შეუძლია; ახალი საარჩევნო კომისია, რომელიც პრეზიდენტის სრული ნდობით სარგებლობს; გვაქვს ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც არავის მოსწონს, ხელისუფლების გარდა.
რა ხდება სამოქალაქო სექტორში? შევარდნაძის პრეზიდენტობის ბოლო ეტაპზე ბევრი ფული და ენერგია, დიდი ცოდნა ჩაიდო მედიის, არასამთავრობო სექტორის და პოლიტიკური პარტიების გასაძლიერებლად. ამ რესურსმა ხელი შეუწყო რამდენიმე ლიდერის გაძლიერებას, მაგრამ ვერ უზრუნველყო ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით და, პირიქით, ძალაუფლების რევოლუციური ცვლა განახორციელა. ამ გზამ კი ისევ უალტერნატივო ლიდერთან დაგვაბრუნა. არ არსებობს გარანტია, რომ თუკი დღეს კვლავ აღმოჩნდებიან მედიის, არასამთავრობო სექტორისა და პარტიების გაძლიერების მსურველები, მათი ძალისხმევა მორიგი ქარიზმატული ლიდერის დაბადებას არ მოემსახურება.
რჩება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოება, საქართველოს მოსახლეობა. თავის მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ ხალხი იყო ვარდების რევოლუციის მთავარი საყრდენი. სწორედ ხალხის ნებამ გააძევა მაშინდელი, უზომოდ კორუმპირებული სახელისუფლო ელიტა პოლიტიკური არენიდან. მაგრამ იმავე ხალხმა თითქმის ბრმად გადააბარა ძალაუფლება ახალ ლიდერს და მის გარემოცვას. დღეს ისევ აქტუალურია შეკითხვა: “ვინ, თუ არა მიშა?”, რადგან პოლიტიკურ სივრცეში არ ჩანს სააკაშვილის საპირწონე ფიგურა.
არადა, უალტერნატივო ლიდერის და პარტიის გზა ქართულ სინამდვილეში გადატრიალება-რევოლუციის გზაა. ეს გზა ჩვენ ორჯერ უკვე გავიარეთ და ახლა კვალს მესამედ ვადგავართ. ხელისუფლება, სამოქალაქო სექტორი, ხალხი - რომელი რგოლიდან წამოვა ის ენერგია, რომელიც სტაბილურ პოლიტიკურ სისტემას დაუდებს სათავეს? შესაძლოა, სამივედან, ერთ-ერთიდან ან არც ერთიდან.
თუმცა რამდენიმე სრულფასოვანი ალტერნატივის არსებობა და ამის შემდეგ სამართლიანი არჩევნების ჩატარება არის ის წყალგამყოფი, რომელიც საქართველოს არა მხოლოდ შორეული ცივილიზებული სამყაროსგან, არამედ მისი მსგავსი და მეგობარი უკრაინისგანაც აშორებს. რა მანძილია საქართველოდან უკრაინამდე, შეუმცდარად არავინ იცის.