ბელორუსიის ოპოზიციური მოძრაობის ცნობილი მოღვაწე მიხაილ მარინიჩი, ორწლიანი პატიმრობის შემდეგ,

ციხიდან გაათავისუფლეს. რამდენიმე დღის წინ მინსკის სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მარინიჩის ვადამდე გათავისუფლების შესახებ. 2004 წლის დეკემბერში სასამართლომ მარინიჩი - ყოფილი მინისტრი და დიპლომატი - დამნაშავედ სცნო მინსკში აშშ-ის საელჩოდან კომპიუტერების მოპარვაში, თუმცა კომპიუტერების ქურდობის შესახებ საელჩოს არც ერთ ინსტანციაში არ განუცხადებია. მარინიჩის საქმეს ოპოზიცია პოლიტიკურად მოტივირებულ, შეთითხნილ საქმედ მიიჩნევს. თავდაპირველად მას ხუთი წლის თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მოგვიანებით კი ეს ვადა გაუნახევრდა.