საქართველოს მთავრობამ და ”ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ” ხუთწლიანი პროგრამის ფარგლებში ფინანსური დახმარების შესახებ კონტრაქტს
2005 წლის სექტემბერში მოაწერეს ხელი. პროგრამა, რომლის მიზანსაც საქართველოში სიღარიბის დონის შემცირება, კერძო სექტორისა და რეგიონალური ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს, 9 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ”ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ დანილოვიჩმა ძალაში შესულად გამოაცხადეს. ჯონ დანილოვიჩი თბილისში 8 აპრილს ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. დელეგაციის წევრებს ორშაბათს დილით ”საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდში” სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ჰქონდათ შეხვედრა, რის შემდეგაც პრესის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხეს.
ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია თბილისში 8 აპრილს კონგრესის საგარეო ასიგნაციების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის ჯიმ კოლბის ხელმძღვანელობით ჩამოვიდა. დელეგაციაში მასთან ერთად წარმოდგენილნი იყვნენ: კონგრესმენი სკოტ გარეტი, ”ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” მთავარი აღმასრულებელი პირი , ელჩი ჯონ დანილოვიჩი, ამავე კორპორაციის ევრაზიის განყოფილების დირექტორი ფრანც რადი და სხვები. დელეგაციის ხელმძღვანელმა ჯიმ კოლბიმ ”საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდში” გამართულ პრესკონფერენციაზე ყველას სახელით თქვა, ” ჩვენ ვკურირებთ იმ თანხებს, რომლებიც გაიცემა “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა” და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობითო."
[ჯიმ კოლბის ხმა] "თავად ის ფაქტი, რომ “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია” MCC-მ საქართველოსთან შეთანხმებას ხელი მოაწერა, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მხრიდან დაკმაყოფილებულია შეთანხმებისთვის აუცილებელი კრიტერიუმები. ვალდებულებები ასეთია: საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს კარგი მართვა, კორუფციის შემცირება და კანონის უზენაესობა. არავინ ამბობს, რომ ამ თვალსაზრისით საქართველოში მდგომარეობა იდეალურია. ის კი არა, იდეალური მდგომარეობა არც შეერთებულ შტატებშია. უბრალოდ, საქართველო ამ ვალდებულებების შესრულების გზას ადგას და ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება ამ მდგომარეობას."
ეს სწორედ ჯიმ კოლბის მიერ გამოთქმული შეხედულება გახლდათ. რამდენად ასრულებს საქართველოს ხელისუფლება ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს, ამაზე სხვაგვარად მეტყველებს ”ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა” და ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები. მონიტორინგის შედეგების თანახმად, საქართველოს ხელისუფლება პროგრამით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას დაგვიანებით ახორციელებს. ”მაგალითისთვის: ამერიკის შეერთებული შტატები ავალდებულებს საქართველოს ხელისუფლებას დეტალურად ასახოს პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხების მიზნები ბიუჯეტში. 2006 წელს საქართველომ, ამ პროგრამით, 51, 7 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს, წლევანდელ ბიუჯეტში კი მხოლოდ 25, 5 მილიონია ასახულიო,” - აცხადებს ფონდ ” ღია საზოგადოება - საქართველოს” წარმომადგენელი , საჯარო ფინანსების გამჭვირვალობის პროგრამის კოორდინატორი ირაკლი ხოდელი.
მაგრამ დავუბრუნდეთ თავად 5 წლიან პროგრამას, რომლის ფარგლებშიც საქართველო სულ 295 მილიონიან დაფინანსებას მიიღებს. პროგრამა 2 ძირითად მიმართულებას გულისხმობს: ინფრასტრუქტურის განვითარებას და ბიზნესის ხელშეწყობას. ”ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის” ფარგლებში უნდა მოხდეს გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია სამცხე-ჯავახეთის მიმართულებით 285 კილომეტრის სიგრძეზე. ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მოხდება ირიგაციის სისტემის მოწესრიგებაც. ამას გარდა, 45 მილიონი მოხმარდება ცენტრალური გაზსადენის რეაბილიტაციას, რასთან დაკავშირებითაც ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ”ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” მთავარმა აღმასრულებელმა ელჩმა ჯონ დანილოვიჩმა განაცხადა:
[ჯონ დანილოვიჩის ხმა] "ორი წლის განმავლობაში განხორციელდება პროექტი, რომლის ფარგლებშიც მოხდება გაზსადენის აღდგენა-რეაბილიტაცია. ვიცით, რომ საქართველოს მთავრობა არ აყენებს აღნიშნული გაზსადენის გაყიდვის საკითხს, ვიცით, რომ კომენტარები კეთდებოდა გაყიდვის მიზანშეწონილობის თაობაზე, თუმცა საკითხი ასე არ დგას."
ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში ხელი უნდა შეეწყოს სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის განვითარებას; აღნიშნავენ, რომ პროგრამის განხორციელებისას შეიქმნება ათასობით სამუშაო ადგილი, მათ შორის, არამხოლოდ დროებითი სამუშაო ადგილები.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ათასწლეულის გამოწვევის 5 წლიანი პროგრამა საქართველოში ძალაში შესულად 9 აპრილს გამოცხადდა.