1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა საყოველთაო სახალხო რეფერენდუმი, რომელშიც საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის
აღდგენას საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98 პროცენტმა დაუჭირა მხარი. რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო “სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“. იმავე დღეს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები. ქვეყნის უახლესი ისტორიის ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენებიდან გასული თხუთმეტი წელი საქართველოს სახელმწიფოდ ფორმირების პოლიტიკური აქტივობით გამორჩეული წლებია. ამ წლების საქართველოს უმთავრესი მიღწევებისა და შეცდომების შესაჯამებლად 8 აპრილს საზოგადოებრივი კონფერენცია იგეგმება.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული პირველი საერთოეროვნული რეფერენდუმის 15 წლისთავის აღსანიშნავად ასოციაციამ „კანონი ხალხისთვის“ სპეციალურად შექმნა საორგანიზაციო კომიტეტი. კონფერენციაზე, დევიზით „ქართველები დამოუკიდებლობის შესახებ“ , გამოქვეყნდება დამოუკიდებლობის თხუთმეწლიანი ისტორიის 3 უმთავრესი მიღწევისა და შეცდომის შესახებ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.
[ზაქარია ქუცნაშვილის ხმა]“ ეს გამოკითხვებია: ეგრეთ წოდებული პრეზიდენტების გამოკითხვა - მასში მონაწილეობის მიღება შევთავაზეთ საქართველოს ყოფილ და მოქმედ პრეზიდენტს; საექსპერტო გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობას იღებს სამასამდე ცნობილი ქართველი, და ეგრეთ წოდებული რეგიონული გამოკითხვები, რომელიც ტარდება სამცხე–ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის ტერიტორიებზე.“
როგორც ასოციაციის თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი განმარტავს, უსახსრობის გამო გამოკითხვაში საქართველოს ყველა რეგიონის ჩართვა ვერ მოხერხდა. თუმცა არსებულ საზღვრებშიც შესაძლებელია იმ მიზნების მიღწევა, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან დღემდე განვლილი მოკლე, მაგრამ მრავალქარტეხილიანი ისტორიის ძირითადი აქცენტების შეფასება ჰქვია. შეფასება კი მხოლოდ ფაქტებისა და მოვლენების აღსანუსხად როდია საჭირო, მიიჩნევს კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი გიორგი ხუციშვილი:
[გიორგი ხუციშვილის ხმა]“ სახელმწიფოს და ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შეფასებას. და ის, რომ ჯერჯერობით არ გაგვიკეთებია შეფასება ამ განვლილი გზის, მოქმედებს ჩვენი მომავლის განსაზღვრაზე, იმიტომ რომ შეუძლებელია განსაზღვრო მომავალი, თუ არა გაქვს შეფასებული შენი უახლოესი წარსული.“
პროფესორ გიორგი ხუციშვილის რეგალიებში საქართველოს პირველი და მესამე პრეზიდენტების ყოფილი მრჩევლობაც შედის. მოგეხსენებათ, დამოუკიდებლობის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის დღე, 31 მარტი, მაშინდელმა ხელისუფლებამ სწორედ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, დაბადების დღეს დაამთხვია. ექსპრეზიდენტის ვაჟი, პარტია „თავისუფლების“ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია, ამბობს, რომ ხელისუფლება ზვიად გამსახურდიას დამსახურებას ჯეროვნად ვერ აფასებს:
[კონსტანტინე გამსახურდიას ხმა]“ ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობაში, როგორც რეალ–პოლიტიკოსისა, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი და 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენა წარმოადგენენ კულმინაციას, შეიძლება ითქვას, მისი, როგორც სახელმწიფო კაცის, ქმედებისა. ასე დამკვიდრდება ის ისტორიაში.“
1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმში მონაწილეობა 3 326 000–მა ამომრჩეველმა მიიღო. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას აფხაზეთში მცხოვრებმა 210 000 ხმის უფლების მქონე ქართველმა და აფხაზმა დაუჭირა მხარი. ამ თვალსაზრისით, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „14 აპრილის თავმჯდომარე“ ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, ამ რეფერენდუმის შედეგებს პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს დღესაც და სამომავლოდაც:
[ვახტანგ ძაბირაძის ხმა]“მოგეხსენებათ, რომ მაშინაც პოლიტიკური მდგომარეობა მაშინდელ ძალებს შორის არ იყო მთლად რბილი და თბილი - ურთიერთობა, დავუშვათ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. მაგრამ რეფერენდუმი და დამოუკიდებლობა გახდა ერთადერთი, სადაც ყველა პოლიტიკური ძალა ღებულობდა მონაწილეობას. ეს იყო საკითხი, სადაც მოხდა საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა. ამის შემდეგ მე ასეთი კონსოლიდაცია არც ერთი თემის გამო არ მინახავს.“(სტილი დაცულია)
ვახტანგ ძაბირაძე ეჭვობს, რომ კონსოლიდაცია და ერთსულოვნება მკაფიო იქნება რეფერენდუმის შემდგომი 15 წლის შეფასების პროცესშიც. თუმცა, ამის მიუხედავად, დარწმუნებულია, რომ დაყოვნება აღარ შეიძლება.