გარდაიცვალა იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი. გაეროს ეგიდით მოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალის ინფორმაციით,
მილოშევიჩი წუხელ ჰააგაში, თავის საკანში გარდაიცვალა. ცნობა იუგოსლავიის ყოფილი ლიდერის გარდაცვალების შესახებ დაადასტურეს როგორც სერბიის ხელისუფლებამ, ისე ამ ქვეყნის სოციალისტურმა პარტიამ, რომელსაც მილოშევიჩი მეთაურობდა.
ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის განცხადების თანახმად, სლობოდან მილოშევიჩის უსულო სხეული მისსავე საკანში, ლოგინზე იპოვა ციხის ზედამხედველმა, რომელმაც ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა ექიმს. ექიმმა მილოშევიჩის სიკვდილის ფაქტი დაადასტურა.
შემდეგ გამოიძახეს ჰოლანდიის სამართალდამცვალი ორგანოების თანამშრომლები და სამედიცინო სფეროს ექსპერტები, გაიცა განკარგულება, ჩატარდეს სხეულის სრული აუტოფსია და ტოქსიკოლოგიური გამოკვლევა.
მილოშევიჩი 64 წლის იყო. ჰააგის ტრიბუნალს ის ოთხი წლის წინათ გადასცეს, რის შემდეგაც - 2002 წლის 12 თებერვალს - ტრიბუნალმა მისი სასამართლო პროცესი დაიწყო. პროცესი ჯერაც არ არის დამთავრებული. ის რამდენიმეჯერ გადაიდო განსასჯელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.
მილოშევიჩმა თავიდანვე უარი თქვა ვექილების სამსახურზე და საკუთარ თავს პროცესზე თვითონ იცავდა. იგი კატეგორიულად უარყოფდა მისთვის წაყენებულ ყველა ბრალდებას და აცხადებდა, რომ პასუხისმგებელი არ იყო მასობრივი მკვლელობებისა და გაუპატიურებებისთვის, რომლებსაც 90-იან წლებში, ბოსნიის ომის დროს ჰქონდა ადგილი.
სულ ახლახან, იანვარში, ტრიბუნალმა უარით უპასუხა მოსკოვის შუამდგომლობას, მილოშევიჩი სამკურნალოდ გადაეყვანათ რუსეთში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მიხაილ კამინინმა მაშინ განაცხადა, რომ მოსკოვი ყველა აუცილებელ გარანტიას იძლეოდა.
[მიხაილ კამინინის ხმა] "რუსეთის მხარემ ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ტრიბუნალს გადასცა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზე ტრიბუნალმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მილოშევიჩის დროებითი გათავისუფლების შესახებ - რათა ის რუსეთში, სამკურნალოდ გაემგზავროს. გარდა ამისა, ტრიბუნალს თავად მილოშევიჩმაც მისცა გარანტია, რომ მკურნალობის დამთავრებისთანავე ჰააგაში დაბრუნდება."
მაგრამ ჰააგის ტრიბუნალის მთავარმა პროკურორმა კარლა დელ პონტემ განაცხადა, რომ მკურნალობის პირობები მილოშევიჩს ჰააგაშიც საუკეთესო აქვს.
[კარლა დელ პონტეს ხმა] "მილოშევიჩს ჰააგაში ძალიან კარგი ექიმები ჰყავს; აქვს ყველაფერი, რაც კი ჯანმრთელობისთვის ესაჭიროება. ყოველივე ამით ის თავის საკანშიც უზრუნველყოფილია და ორშაბათს ჩვენ მისი საქმის მოსმენას განვაახლებთ."
სლობოდან მილოშევიჩის ძმა მოსკოვში ცხოვრობს. როგორც ბევრი ვარაუდობს, იქვე ცხოვრობენ მილოშევიჩის მეუღლე და ვაჟი.
დაბოლოს: სერბიისა და ჩერნოგორიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვუკ დრაშკოვიჩმა დღეს სამარცხვინო უწოდა იმ გარემოებას, რომ იუგოსლავიის ექს-პრეზიდენტს ჰააგაში ასამართლებდნენ და არა სერბიაში, რომლის წინაშეც - დრაშკოვიჩის თქმით - მილოშევიჩს არაერთი დანაშაული მიუძღვის.