თბილისში მიმდინარეობს საკმაოდ სერიოზული საერთაშორისო კონფერენცია, ჯორჯ მარშალის სახელობის ევროპული უსაფრთხოების ცენტრის ორგანიზებით.
3+3 -ის ფორმატში სამხრეთ კავკასიისა და ბალტიისპირა სახელმწიფოების პარლამენტების წარმომადგენლები უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების საკითხებზე ერთმანეთს შეხედულებებს და, რაც მთავარია, გამოცდილებას უზიარებენ. მარშალის ცენტრის მიერ ორგანიზებული კონფერენცია ვერ ასცდებოდა საქართველოში მშიდობის შენარჩუნების თემას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ლაპარაკია რუსეთის სამშვიდობო ოპერაციის შესაძლო შეწყვეტაზე. სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” მიმდინარე კონფერენცია ჟურნალისტებისთვის დახურულია. მას 8 თებერვალს საქართველოს პარალმენტის თავმჯდომარე დაესწრო და პრესისთვის საინტერესო თემებზე მარშალის ცენტრის დირექტორთან ჯონ როუზთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
”მოხარული ვარ იმის გამო, რისი მოწმეც გავხდი აქ კონფერენციის მიმდინარეობისას, ვგულისხმობ შეხედულებების, გამოცდილების გაცვლას. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ კონფერენციამ მიზნად სამხრეთ კავკასიის და ბალტიისპირა სახელმწიფოების წარმომადგენლების შეკრება დაისახა. ეს არის 6 ქვეყნის პარლამენტის წევრების შეხვედრა შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო ზედამხედველობის, რეფორმებისა და, საერთოდ, დემოკრატიის განვითარების საკითხებზე. ”
ეს ჯორჯ მარშალის სახელობის ევროპული უსაფრთხოების ცენტრის დირექტორი დოქტორი როუზი გახლდათ. ევროპული უსაფრთხოების ცენტრს აქვს კონტაქტები, პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მინიშნებით, მეტად სერიოზული კონტაქტები ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ცენტრის მხრიდან საქართველოსთვის დახმარების სურვილი კი ჩვენს ქვეყანას უქმნის ამ კონტაქტებით სარგებლობის საშუალებას. ჯორჯ მარშალის ცენტრში მეტად საჭირო სწავლებას გადიან საქართველოდან წარგზავნილი ახალგაზრდა კადრებიც. არ არის გამორიცხული მათი კვოტის გაზრდა, - ასეთი თხოვნით ნინო ბურჯანაძემ ჯონ როუზს 8 თებერვალს პირდაპირ სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” მიმდინარე კონფერენციაზე მიმართა, - მაგრამ ჩვენ ყურადღებას უფრო იმ საკითხებზე გავამახვილებთ, რომლებიც თავისთავად უნდა ყოფილიყო წამოწეული ევროპული უსაფრთხოების ცენტრის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე და რომლებთან დაკავშირებითაც დასმულ შეკითხვებს ჯორჯ მარშალის ცენტრის დირექტორისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ერთობლივ ბრიფინგზე პასუხი ნინო ბურჯანაძემ გასცა:
[ ნინო ბურჯანაძის ხმა] ”ისევე როგორც საქართველოდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანა არ ყოფილა ჩვენი თვითმიზანი, არც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლა წარმოადგენს თვითმიზანს. თუ თანამეგობრობა იქნება ეფექტიანი, ქმედითი და ობიექტური ორგანო ჩვენი პრობლემების განხილვისა, მე პირადად ვერ ვხედავ თანამეგობრობიდან ჩვენი ქვეყნის გამოსვლის აუცილებლობას, მაგრამ თუ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში გააგრძელებენ პრობლემებზე თვალის დახუჭვას და ეს თანამეგობრობა ვერ შეძლებს თუნდაც ტრიბუნის როლის შესრულებას, მაშინ საქართველოში აუცილებლად დაისმება თანამეგობრობიდან გამოსვლის საკითხი.”
ასეთი პასუხი გასცა ნინო ბურჯანაძემ შეკითხვას: საქართველოში რუსეთის სამშვიდობო ოპერაციების შეწყვეტას (თუკი ეს მოხდა) მოჰყვება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს დემარში? საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კიევში სწორედ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის პარლამენტის თავმჯდომარეთა სამიტს დაესწრება, რომლის ფარგლებშიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფედერალური საბჭოს თავმჯდომარეს სერგეი მირონოვსაც შეხვდება. ამ და სხა შეხვედრებზე საქართველოს წარმომადგენელი მოიყვანს უამრავ არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გახდა საქართველოს პარლამენტი იძულებული სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით მიეღო ცნობილი დადგენილება და რატომ მიდის ლაპარაკი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ოპერაციის შესაძლო შეწყვეტაზე. კიევში გამგზავრების წინ ნინო ბურჯანაძემ უპასუხა შეკითხვასაც, 1992 წლის სოჭის ხელშეკრულება უშლის თუ არა ხელს საქართველოს სამშვიდობოებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს, როგორც ამას საქართველოსთან დაპირისპირებული მხარეები აღნიშნავენ:
[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”სოჭის შეთანხმება არის ორმხრივი ხელშეკრულება და არ არსებობს ორმხრივი ხელშეკრულება, საიდანაც გამოსვლის უფლება ერთ-ერთ მხარეს არ ჰქონდეს. ეს არის თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ელემენტარული ნორმა, რომელიც ნაწილობრივ რუსი სპეციალისტებისგან ვისწავლე. შეგახსენებთ, მთავრობის წევრების მოსმენის შემდეგ პარლამენტს ერთი კვირა რჩება ცნობილი დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული საფრთხეების გასაანალიზებლად და საბოლოო გადაწყვეტილებაზე ჩამოსაყალიბებლად.”(სტილი დაცულია)