თამარ ჩიქოვანი, თბილისი
13 იანვარს, 13 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „202“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, შალვა რამიშვილისა, და ამავე ტელეკომპანიის დიერქტორის
დავით კოხრეიძის საქმესთან დაკავშირებით პირველი გამწესრიგებელი სხდომა გაიმართა. როგორც იცით, შალვა რამიშვილი და დავით კოხრეიძე 2005 წლის 27 აგვისტოს დეპუტატ კობა ბექაურისთვის თანხის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.
სასამართლომდე ერთი დღით ადრე გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ბევრი ეჭვობდა, რომ 13 იანვარს დანიშნულ სასამართლო პროცესს განსასჯელი შალვა რამიშვილი არ დაესწრებოდა - 12 იანვარს გაირკვა, რომ შალვა რამიშვილს მობილური ტელეფონი - თანაც, ორი - აღმოუჩინეს, რის გამოც ის 5 დღეს კარცერში გაატარებს. მაგრამ 13 იანვარს სასამართლო დარბაზში ორივე განსასჯელი იყო - შალვა რამიშვილიც და დავით კოხრეიძეც. სხვა საკითხია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოში მისულ ბევრ ადამიანს დარბაზში შესვლის საშუალება არ მიეცა - დარბაზში მრავლად იყვნენ ადამიანები, ვისაც არავინ იცნობდა. შალვა რამიშვილის და დავით კოხრეიძის ოჯახების წევრთა ვარაუდით, ეს პოლიციის თანამშრომლები იყვნენ, რომლებმაც წინასწარ დაიკავეს დარბაზში ადგილები. შესაბამისად, რამიშვილი-კოხრეიძის მრავალრიცხოვანი მხარდამჭერები და მეგობრები იძულებულნი გახდნენ, მოვლენებისთვის დერეფნიდან ედევნებინათ თვალი.
პროცესზე რამდენიმე განცხადება გაკეთდა: შალვა რამიშვილი პროკურატურასა და მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ღირსეულად ჩატარებისკენ მოუწოდებს; მისი განცხადებით, სასჯელს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან “ერთ კაცთან მაქვს საქმე გასარკვევიო”. კიდევ ერთი განცხადება გააკეთა დავით კოხრეიძემ, რომლის თქმითაც, მას სახალხო დამცველის პირით უკვე შესთავაზეს გარიგება: ის ან აღიარებს ბრალდებას და შედარებით რბილ სასჯელს - ოთხ წელს - მიიღებს, ან არ აღიარებს და მაქსიმალურ სასჯელს მიიღებს.
განსასჯელთა ადვოკატები ბრალდებულების გათავისუფლებას მოითხოვენ - როგორც გახსოვთ, აგვისტოს ბოლოს, წინასწარი სამთვიანი პატიმრობის მისჯისას, პროკურატურამ ეს სასჯელი იმით ახსნა, რომ საქმესთან დაკავშირებით დასაკითხები იყვნენ ტელეკომპანიის თანამშრომლები. თუ შალვა რამიშვილს და დავით კოხრეიძეს თავისუფლებას არ შეუზღუდავდნენ, პროკურატურის ვარაუდით, ისინი საკუთარ თანამშრომლებზე ზეგავლენას მოახდენდნენ.
შალვა რამიშვილისა და დავით კოხრეიძის ადვოკატების განცხადებით, ამ 4 თვის განმავლობაში ტელეკომპანია “202”-ის არც ერთი თანამშრომელი პროკურატურას არ დაუკითხავს. სავარაუდოდ, სასამართლო ადვოკატების არგუმენტებს არ გაითვალისწინებს. თავის მხრივ, ადვოკატები აცხადებენ, რომ აუცილებლად მიმართავენ სტრასბურგის სასამართლოს და საქმესაც მოიგებენ.