ორგანიზაცია "ჟურნალისტები უსაზღვრებოდ" აცხადებს, რომ

ორგანიზაცია "ჟურნალისტები უსაზღვრებოდ" აცხადებს, რომ გასულ, 2005 წელს მსოფლიოში მოკლულია 63 ჟურნალისტი.
ორგანიზაცია "ჟურნალისტები უსაზღვრებოდ" აცხადებს, რომ გასულ, 2005 წელს მსოფლიოში მოკლულია 63 ჟურნალისტი.
ეს ბოლო ათწლეულის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. პარიზში დაფუძნებული ორგანიზაცია დღეს გამოშვებულ ყოველწლიურ საანგარიშო მოხსენებაში ისევ ერაყს ასახელებს ჟურნალისტებისთვის ყველაზე სახიფათო სამუშაო ადგილად. იქ დაღუპულების რიცხვია 24. მეორე ადგილი ერგო ფილიპინებს - 7 მოკლული ჟურნალისტი. როგორც ორგანიზაცია "ჟურნალისტები უსაზღვრებოდ" იუწყება, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში 6 ჟურნალისტი იქნა მოკლული- კერძოდ, რუსეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსიასა და ყაზახეთში.