საახალწლო დღეების საზეიმო განწყობილებამ ვერაფერი შეცვალა მოსკოვისა და კიევის დაპირისპირებაში, რომელიც უკრაინისთვის რუსეთის გაზის მიწოდებას უკავშირდება.
ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით კონფლიქტს მოგვარების პირი არ უჩანს. მეტიც: თუ აქამდე დავა მხოლოდ ორი დაპირისპირებული მხარის საქმე იყო, ახლა კონფლიქტმა, შესაძლოა, სხვა ქვეყნებიც დააზარალოს. სწორედ ამით აიხსნება კიევისა და მოსკოვის მისამართით ევროპის კავშირისა და შეერთებული შტატების მიერ გამოთქმული მოწოდებები.
თუმცა, ჯერ გაგაცნობთ რამდენიმე მკვახე განცხადებას, რომლებიც რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს ეკუთვნით. აქვე იმასაც გეტყვით, რომ განცხადებების კილო განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც რუსეთის კომპანია "გაზპრომმა" აღასრულა თავისი მუქარა და 1 იანვარს უკრაინას გაზის მიწოდება შეუწყვიტა. იმავე დღეს "გაზპრომის" წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა უკრაინის ხელისუფლება გაზის მითვისებაში დაადანაშაულა.
[სერგეი კუპრიანოვის ხმა] "უკრაინის ხელისუფლება თავიდანვე საკონფლიქტოდ იყო განწყობილი. თავიდანვე განწყობილი იყო საიმისოდ, რომ პირველი იანვრიდან დაეწყო გაზის არასანქცირებული ამოქაჩვა; ხოლო თუ უფრო ზუსტად ვიტყვით, მისი მოპარვა - მოპარვა ევროპელი მომხმარებლისთვის."
ამ ბრალდებისთვის ზურგის გასამაგრებლად 2 იანვარს "გაზპრომმა" კონკრეტული ციფრები გამოაქვეყნა. კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრ მედვედევმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართა მოსკოვში.
[ალექსანდრ მედვედევის ხმა] "მინდა საჯაროდ გამოვაცხადო ის მოცულობა, რომელიც უკრაინამ 1 იანვარს საექსპორტო მილიდან მოიპარა. ეს გახლავთ 100 მილიონამდე კუბური მეტრი გაზი, რომლის საბაზრო ღირებულება 25 მილიონ დოლარს აღემატება."
კიევი "გაზპრომის" ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.
[ივან პლაჩკოვის ხმა] "დღეს გაზის არასანქცირებული ამოქაჩვა არ ხდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: უკრაინა მოიხმარს მის მიერვე მოპოვებულ გაზს, რომელიც მომხმარებელს მიწისქვეშა რეზერვუარებიდან მიეწოდება; და თურქმენეთის გაზს - ხელმოწერელ კონტრაქტთან სრულ შესაბამისობაში."
ეს გახლდათ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი ივან პლაჩკოვი, რომელიც ჟურნალისტებს ესაუბრა კიევში.
შეგახსენებთ: "გაზპრომი" კიევს ათას კუბურ მეტ ბუნებრივ აირში 230 დოლარს სთხოვს, რაც თითქმის ხუთჯერ აღემატება ფასს, რომელსაც უკრაინა აქამდე იხდიდა. კიევი მეტის გადახდაზე უარს არ ამბობს, მაგრამ მოსკოვისგან მოითხოვს, რომ გაძვირება ეტაპობრივად მოხდეს.
ასეა თუ ისე, დავის სიმწვავეს უკვე ევროპელი მომხმარებელიც გრძნობს. მიუხედავად "გაზპრომის" მტკიცებისა, რომ უკრაინისთვის მიწოდებული გაზის მოცულობის შემცირება გავლენას არ მოახდენდა დასავლეთი ევროპისთვის განკუთვნილი გაზის მიწოდებაზე, პოლონეთიდან, უნგრეთიდან, ავსტრიიდან და სლოვაკეთიდან იუწყებიან, რომ რუსეთის ბუნებრივი აირი შემცირებული მოცულობით მიეწოდებათ. საინტერესოა აღინიშნოს, რომ დასავლეთ ევროპაში გაზის იმპორტის 25 პროცენტი რუსეთზე მოდის, უმეტესწილად უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენის მეშვეობით.
აქედან გამომდინარე, თუ კონფლიქტი უახლოეს მომავალში არ მოგვარდა, ჩამოთვლილი ქვეყნების სიას სხვებიც დაემატებიან. ამით აიხსნება გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის შეშფოთება და ის სიტყვები, რომელიც გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გუშინ ჟურნალისტებთან საუბარში წარმოთქვა:
[ანგელა მერკელის ხმა] "ვიმედოვნებთ, რომ ამ დავაში მოხერხდება გონივრული გამოსავლის მოძებნა. ყოველივე სხვასთან ერთად, ამ იმედის საფუძველს გვაძლევს რუსეთისა და უკრაინის კეთილმეზობლური ურთიერთობები."
ოთხშაბათს, 4 იანვარს, კრიზისზე სამსჯელოდ ევროპის კავშირის ენერგეტიკის ექსპერტები შეიკრიბებიან.