ამ ორიოდე დღის წინ სანკტ-პეტერბურგში, სმოლნის სასახლის წინ, ადგილობრივი უმაღლესი სასწავლებლების ასამდე რუსი და უცხოელი სტუდენტი შეიკრიბა,
რათა პროტესტი გამოეთქვათ ამ ქალაქში და, საერთოდ, რუსეთში გახშირებული რასისტული გამოხდომების წინააღმდეგ. მიტინგის უშუალო მიზეზად იქცა 28 წლის კამერუნელი სტუდენტის მკვლელობა, რომელიც 24 დეკემბერს, ახალგაზრდების ჯგუფმა ჩაიდინა - როგორც ვარაუდობენ, რასისტულ ნიადაგზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ უცხოელებზე თავდასხმები რუსეთში ბოლო ხანს ლამის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, ბუნებრივად გაგვიჩნდება კითხვა: რამდენად გავრცელებულია ამ ქვეყნის მოსახლეობაში რასისტული განწყობილება?
საკმარისია, გადაფურცლოთ რუსეთში გამომავალი ნებისმიერი გაზეთი თუ ჟურნალი, რომელიც მოქალაქეთა განცხადებებს აქვეყნებს, რომ აუცილებლად თვალში მოგხვდებათ ასეთი შენიშვნა: "არარუსები ნუ შეგვეხმიანებიან". ამგვარი განცხადებების დიდი რიცხვი თავისთავად მრავლისმეტყველია და პრობლემის სიმწვავეზეც აშკარად მიგვანიშნებს. სწორედ ასე ფიქრობენ რუსეთში მცხოვრები არარუსები. მაგრამ თუ მათი დიდი ნაწილი ასე თუ ისე თითქოს უკვე შეეგუა მეორე ხარისხის მოქალაქედ ცხოვრებას, არიან ისეთებიც, ვინც აქტიურად იბრძვის მდგომარეობის შესაცვლელად.
მათ შორის არის რუსეთის აზიური ნაწილის მაჰმადიანთა უზენაესი მუფთი ნაფიგულა აშიროვი, რომელსაც ტელეფონით დაუკავშირდა რადიო "თავისუფლების" მოსკოველი კორესპონდენტი კლერ ბიგი.
[ნაფიგულა აშიროვის ხმა] "ასეთი განცხადებები მართლაც ატარებს რასისტულ ხასიათს და სრულიად მიუღებელია მრავალეროვნული, მრავალკონფესიური სახელმწიფოსთვის. ვერ წარმომიდგენია, რომ, დავუშვათ, ამერიკაში ვინმემ გამოაქვეყნოს განცხადება: "ვაქირავებ ბინას. ზანგებს ვთხოვთ, ნუ შეგვაწუხებენო". ეს ხომ დიდი სკანდალის მიზეზი გახდებოდა."
როგორ არის საქმე ამ მხრივ რუსეთში? ითვალისწინებს თუ არა ამ ქვეყნის კანონი რაიმე სასჯელს ამგვარი განცხადების გავრცელებისთვის? და თუ ითვალისწინებს - ვინ უნდა დაისაჯოს: განცხადების ავტორი თუ მისი გამომქვეყნებელი? ან იქნებ ორივე?
ამ კითხვებით რადიო "თავისუფლებამ" მიმართა იურისტ ანა ვოლოდინას, რომელიც მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში სახელწოდებით "საჯაროობის დაცვის ფონდი".
[ანა ვოლოდინას ხმა] "ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. კანონი იმდენად არაერთმნიშვნელოვანია, რომ მისი ინტერპრეტაცია შესაძლებელია როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. მოქალაქეთა საკონსტიტუციო უფლებებთან დაკავშირებული ნორმები, როგორიცაა, ვთქვათ, დისკრიმინაციის დაუშვებლობა სქესობრივი, ეროვნული თუ სხვა ნიშნით, მეტისმეტად ზოგადია. არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი, მკაფიო საკანონმდებლო ნორმა, რომლის თანახმადაც ამგვარი განცხადებები კანონსაწინააღმდეგო იქნებოდა."
შედარებისთვის მოგახსენებთ: დასავლეთის სახელმწიფორთა უმრავლესობაში კანონი მკაცრად კრძალავს დისკრიმინაციულ მიდგომას უძრავი ქონების ყიდვისა თუ ქირაობის მსურველისადმი. მაგალითად, აშშ-ის სამოქალაქო უფლებათა აქტის თანახმად, აკრძალულია უძრავი ქონების გაყიდვა ან გაქირავება რასის, კანის ფერის, ეროვნული წარმოშობის, სარწმუნოების, სქესის, ოჯახური მდგომარეობისა თუ რაიმე სახის ფიზიკური ნაკლის პრინციპით.
ასევეა საფრანგეთშიც. აი, რას ამბობს, მაგალითად მულუდ აუნიტი - რასიზმის წინააღმდეგ და ხალხთა შორის მეგობრობის მოძრაობის თავმჯდომარე:
[მულუდ აუნიტის ხმა] "საფრანგეთში ასეთი რამ სრულიად უკანონოა. ვენ ნახავთ თუნდაც ერთ მოსამსახურეს, ბინის მფლობელსა თუ გამქირავებელს, რომელიც დისკრიმინაციული განცხადების გამოქვეყნებას გაბედავდა. რადგან ჩვენი კანონი ითვალისწინებს სისხლის სამართლის სასჯელს ნებისმიერი განცხადებისთვის ან წინადადებისთვის, რომელიც დისკრიმინაციულია მოსახლეობის ერთი ნაწილის მიმართ - კანის ფერის მიხედვით, ეთნიკური, რასობრივი, ეროვნული თუ რელიგიური ნიშნით."
ორგანიზაციას, რომელსაც მულუდ აუნიტი ხელმძღვანელობს, მოგებული აქვს რასისტულ დანაშაულთან დაკავშირებული არაერთი სასამართლო საქმე. მათგან ყველაზე გახმაურებულად შეიძლება ჩაითვალოს პროცესი ბრიჟიტ ბარდოს წინააღმდეგ. ცნობილმა კინოვარსკვლავმა და ცხოველების მოსარჩლემ რამდენიმე წლის წინ ერთ ჟურნალში მაჰმადიანი თანამემამულეები პირუტყვის რიტუალური დაკვლისთვის გააკრიტიკა. სასამართლომ ბრიჟიტ ბარდო დამნაშავედ სცნო და 1600 დოლარის ექვივალენტური თანხით დააჯარიმა.