მაშინ, როცა საქართველოს მთავრობა რუსეთისთვის გაზსადენის მიყიდვას აპირებს, იმავე გაზის ფასებსა და გაზსადენის კონტროლის საკითხზე
მწვავე დაპირისპირება არის რუსეთსა და უკრაინას შორის.
31 დეკემბერს რუსეთსა და უკრაინას შორის ხელი უნდა მოეწეროს კონტრაქტს გაზის ახალი ფასების თაობაზე. მხარეები ჯერაც ვერ შეთანხმებულან და არცერთი მათგანი არ იხევს უკან.
საქმე ის არის, რომ რუსეთის კომპანია "გაზპრომი", რომელსაც სახელმწიფო ფლობს, ახალი წლიდან გაზისთვის ოთხნახევარჯერ მეტ გადასახადს მოითხოვს უკრაინისგან. ამჟამად მოსკოვში იმყოფება უკრაინის ენერგიის მინისტრი ივან პლახოვი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მართავს რუს კოლეგებთან. რა შეიძლება მოხდეს, თუკი მხარეები ვერ შეთანხმდებიან 31 დეკემბრამდე?
არსებობს რამდენიმე შესაძლებლობა. ვარიანტი პირველი: რუსეთს შეუძლია შეამციროს გაზსადენში გაზის წნევა იმ ანგარიშით, რომ ევროპისკენ მიმავალი გაზსადენიდან უკრაინა ვეღარ აიღებს თავის წილ გაზს - 20 პროცენტს, რომელიც მას ტრანზიტისთვის ეკუთვნის.
მაგრამ უკრაინამ შეიძლება მაინც აიღოს თავისი წილი გაზი და მაშინ ის ევროპელებს მოაკლდებათ.
ვარიანტი მეორე: უკრაინა შეიძლება იძულებული გახდეს გახსნას თავისი მიწისქვეშა სარეზერვო საცავები. მაგრამ, როგორც იტყობინებიან, საცავები მხოლოდ 60-65 პროცენტით არის შევსებული. უკრაინის მხარის თანახმად, ეს მაინც საკმარისია გამოსაზამთრებლად. თუმცა არსებობს სხვა პრობლემაც: ამ საცავების მფლობელობაზე პრეტენზიას აცხადებენ უკრაინა, რუსეთი, უნგრეთი და კომპანია როსუკრენერგო, რომელიც თურქმენეთის გაზის ტრანსპორტირებაში მონაწილეობს.
ვარიანტი მესამე: უკრაინამ შეიძლება იჩივლოს სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოში.
ახლა ვნახოთ, რას ეხება მთელი ეს დავა. უკრაინა რუსეთის 128 მილიარდი კუბური მეტრი გაზის თავის ტერიტორიაზე გატარებისთვის 29,2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იღებს სატრანზიტო გადასახადის სახით. ამ გაზის ფასი 50 დოლარია ათასი კუბური მეტრისთვის.
რატომ დათანხმდა თავის დროზე "გაზპრომი" ასეთ დაბალ ფასებზე, გაუკვეველია. მხარეების თქმით, ეს "კომერციული საიდუმლოა".
ერთ-ერთი ახსნა შეიძლება იყოს რუსეთის მცდელობა, კონტროლი დაამყაროს უკრაინის გაზის სატრანსპორტო სისტემაზე.
ჯერჯერობით უკრაინა არ დათანხმებულა რუსეთის მოთხოვნას, რომ ამ სისტემის ნახევარი "გაზპრომს" გადაეცეს. ვლადიმირ პუტინის თქმით, გაზსადენების სისტემა საბჭოთა კავშირის შექმნილია, მისი კანონმემკვიდრე კი რუსეთია.
ამჟამად მიმდინარე მოლაპარაკებებში ეს საკითხი კიდევ ერთხელ დააყენა "გაზპრომის" ხელმძღვანელობამ, მაგრამ ისევ წააწყდა უკრაინელთა წინააღმდეგობას.
ამგვარი სტრატეგია რუსეთს გაუვიდა ბელორუსიაში. მინსკს "გაზპრომი" კიდევ უფრო იაფად, 47 დოლარად აძლევს გაზს ბელორუსიის სატრანზიტო გაზსადენებზე კონტროლის უფლების სანაცვლოდ.
"გაზპრომმა" მსგავსი წინადადებებით მიმართა საქართველოსა და სომხეთსაც, მაგრამ ეს საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.
უკრაინასა და რუსეთს შორის დავის ერთ-ერთი სავრაუდო მიზეზი შეიძლება იყოს მოსკოვის სურვილი, გავლენა მოახდინოს უკრაინის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც მარტისთვის არის დანიშნული.
გასათვალისწინებელია ეკონომიკური ფაქტორებიც. რუსეთის ექსპერტების აზრით, შესაძლოა "გაზპრომი" პროდუქციის შემცირების საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს, ვინაიდან მას აღარ შესწევს ახალი საბადოების ათვისების უნარი. ამიტომაც ცდილობს იგი სწორედ ახლა მოგების მკვეთრად გაზრდას. უკრაინის დაყოლიების შემთხვევაში "გაზპრომი" წელიწადში 3 მილიარდ დოლარამდე მოგებას ნახავს.