როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა მსოფლიო დააჯეროს,
რომ თოვლის ბაბუის სამშობლო ლაპლანდია კი არა, საქართველოა, კერძოდ, სვანეთი. გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა ამ ორიოდე დღის წინ დაიწყო - მაშინ, როცა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სპეციალური ბრიფინგი მოიწვია და საზოგადოებას მთელი სერიოზულობით აუწყა სვანეთის სოფელ უშგულში თოვლის ბაბუის აღმოჩენისა და მისი დაკავების შესახებ. წარმატებული სპეცოპერაციისთვის ვანო მერაბიშვილმა სპეციალურ სამსახურს მადლობაც კი გადაუხადა. შემდეგი ნაბიჯი უშგულში მიკვლეული თოვლის ბაბუისთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გამზადება იყო. ვის გადაეცა ეს საპატიო მოწმობა, ვის დაევალა ლაპლანდიელი სანტა-კლაუსისთვის მეტოქეობის გაწევა, მკაცრად გასაიდუმლოვდა. და აი, როგორც იქნა, თოვლის ბაბუა უშგულიდან თბილისში გაამგზავრეს. ამიერიდან ის საქართველოს თოვლის ბაბუა უნდა იყოს, თუმცა, როგორც ჩანს, გეგმა უფრო გრანდიოზულია. ეს ჩემთან საუბრისას პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა გელა ჩარკვიანმა დაადასტურა:
[გელა ჩარკვიანის ხმა] ” იმსხვრევა მითი იმის თაობაზე, რომ თოვლის ბაბუა ცხოვრობს ლაპლანდიაში. თოვლის ბაბუა ცხოვრობს ყველაზე მაღალ წერტილში ევროპისა, კერძოდ კი, სოფელ უშგულში და, მე მგონი, ამაში უცნაური არაფერია. ჩვეულებრივი ლოგიკიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა გვევარაუდა, რომ თოვლის ბაბუა აირჩევდა ყველაზე ძნელად მისაწვდომ ადგილს. ”
ყველაზე ძნელად მისაწვდომ ადგილას თოვლის ბაბუას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაგნო. ყოველ შემთხვევაში, მინისტრმა მერაბიშვილმა მთელი სერიოზულობით გვამცნო ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებულ პუნქტში თოვლის ბაბუის დაკავების შესახებ. ისიც ითქვა, რომ თოვლის ბაბუა სვანეთიდან თბილისში ხელბორკილებით უნდა ჩამოეყვანათ. ამ უცნაურმა და უხეშმა საახალწლო ახირებამ გული ბევრს და, მათ შორის, სახალხო დამცველ სოზარ სუბარსაც დასწყვიტა. სვანი თოვლის ბაბუის თბილისში ხელბორკილებით ჩამოყვანის თაობაზე გავრცელებულმა ხმებმა მას თოვლის ბაბუის დაცვა შთააგონა, თუმცა გაირკვა, რომ თოვლის ბაბუას საქმე დასაცავად არ ექნებოდა. ის თბილისში ხელბორკილებით არ ჩამოუყვანიათ.
[ნინო ჯაფარიძის ხმა] ”ძალიან კარგი თოვლის ბაბუაა. პირდაპირ ასე ჰქვია: თოვლის ბაბუა. სახელი - თოვლის, გვარი - ბაბუა. ძალიან კეთილი და სათნო ადამიანია. თქვენც გაიცნობთ და დღეიდან ის ყოველ წელს მოულოცავს ახალ წელს ქვეყანას. აწი ლაპლანდიის სტილში ვიქნებით ჩვენ. ”
თოვლის ბაბუის შესახებ ეს მწირი ინფორმაცია მესტიის გამგებელმა ნინო ჯაფარიძემ მოგვაწოდა. უშგულში მიკვლეული თოვლის ბაბუის თბილისში გადმოსაყვანად 27 დეკემბერს სვანეთში პრეზიდენტის ვერტმფრენი გაფრინდა.
პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ თოვლის ბაბუას უარი უთქვამს თბილისში სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” პრეზიდენტის აპარტამენტებში ცხოვრებაზე და საცხოვრებლად ეთნოგრაფიულ მუზეუმში სვანური კოშკი აურჩევია.
პრეზიდენტის ვერტმფრენი თბილისში თავისუფლების მოედანზე ზუსტად საღამოს 5 საათზე დაეშვა. მას უამრავი ადამიანი შეეგება, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლება, ლამის სრული შემადგენლობით. თოვლის ბაბუის დასახვედრად ცენტრალურ ნაძვის ხესთან მივიდა პირველი ლედიც და ახლად დაბადებული ვაჟიც მიიყვანა. თოვლის ბაბუის დახვედრა იყო კიდევ ერთი დიდი შოუ. ასე რომ, საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ახალ საახალწლო ტრადიაციას უყრის საფუძველს. მან გადაწყვიტა, რომ თოვლის ბაბუის სამშობლო საქართველოშია, იპოვა კიდეც ადამიანი, რომელიც დაიყოლია თოვლის ბაბუის საპატიო მისია ეკისრა და უშგულის მეორე ლაპლანდიად გადაქცევის სცენარში სპცეოპერაციაც ჩასვა. სცენარის ავტორი ვანო მერაბიშვილი არ უნდა ყოფილიყო - ასე ფიქრობს ბევრი და, მათ შორის, ლევან ბერძენიშვილი, რომლის აზრითაც, მთავრობას არ გამოუვიდა ხუმრობა სვანეთში თოვლის ბაბუის დაკავების თაობაზე:
[ლევან ბერძენიშვილის ხმა] ”ეს იუმორი მთავრობას არ გამოუვიდა. გაცილებით იუმორისტულია ის ამბავი, რომ ისინი არიან მთავრობა, ისინი ეკიდებიან სერიოზულად საქვეყნო საქმეებს. ამაზე მეტი იუმორი რა გინდათ - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი არის ვანო მერაბიშვილი. ”
ასე ფიქრობს ლევან ბერძენიშვილი. საინტერესოა გამოუვა თუ არა საქართველოს მთავრობას უშგულის მეორე ლაპლანდიად გადაქცევის გეგმა. ევროპის ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტიდან ჩამოსული თოვლის ბაბუა თბილისში დაახლოებით 2 კვირას დაყოფს .