ორი დღის წინ საქართველოში მოსულმა თოვლმა ზამთრის საკურორტო სეზონი, შარშანდელთან შედარებით, დააჩქარა.
კურორტ გუდაურისაგან განსხვავებით, სადაც დიდთოვლობის გამო სამანქანო მოძრაობა შეზღუდულია, დაბა ბაკურიანში დასვენების მსურველები დაუბრკოლებლად ხვდებიან და უმალვე ექცევიან მომაჯადოებელი ბუნების ტყვეობაში. კვირა დღე ბაკურიანში გავატარე და, შარშანდელთან შედარებით, იქ რამდენიმე სასიამოვნო სიახლეც აღმოვაჩინე.
ბაკურიანში მოხვედრილ ადამიანს წელს, ძირითადად, ორი სიახლე ეცემა თვალში. პირველ ყოვლისა, ის, რომ ცენტრალურ - თავისუფლების - ქუჩაზე შეიზღუდა მანქანების მოძრაობა, რაც წინა წლებში დიდ დაბრკოლებას უქმნიდა დამსვენებლებს და ხშირად გამხდარა საბედისწერო ავარიების მიზეზი. მეორე - ამავე ქუჩაზე გაიხსნა ახალი სასტუმრო, “თბილისი”. თუმცა ბაკურიანში “თბილსში” ცხოვრება საკმაოდ ძვირი ღირს.
ერთადგილიანი ნომერი სამჯერადი კვებით აქ 70 ლარი ღირს და ყველა ნომერი უკვე დაჯავშნულია. იქვე შორიახლოს, 25 მეტრიან სასრიალო ტრასასთან, აღოვაჩინე კიდევ ერთი ახალი სასტუმრო, “ვილა პალასი”. იქ ერთი ღამის გათენება 75 დოლარი ღირს, თუმცა ნომრის საფასურში, სამჯერადი კვების გარდა, შედის საცურაო აუზი და ტრენაჟორები. ადგილები იქაც წინასწარ არის დაკავებული. ასეთ სასტუმროში აპირებს საახალწო სუფრის შეკვეთას რუმინელი ანტონელა ბადი, რომელიც ბაკურიანში მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ბორჯომიდან უქმეებზე ამოვიდა.
[ანტონელა ბადის ხმა] “ორი კვირის წინ ჩამოვედი და ძალიან მოხარული ვარ ბორჯომისა და ბაკურიანის ხილვით. ამინდი არაჩვეულებრივია, ძალიან ლამაზად თოვს. ასეთი სიამოვნება ბავშვობის შემდეგ არ განმიცდია. მე ვფიქრობ, რომ ასეთ მშვენიერ ადგილას ცხოვრებით, თქვენს ხალხს ბუნებამ ბევრი უპირატესობა მიანიჭა.”
ბაკურიანში წელს სატუმროდ გადაკეთებულ კიდევ უფრო მეტ სახლს ნახავთ, სადაც ერთი საწოლის დაქირავება, კვების გარეშე, საშუალოდ 15-20 ლარი ღირს. ასეთი ოთახების ქირაობა ჯერ კიდევ შესაძლებელია ბაკურიანში, თუმცა ახალი წლის შემდეგ ასეთი ოთახებიც სანატრელი იქნება. მით უფრო, რომ ბაკურიანში კიდევ ერთი სათხილამურო ტრასა უნდა გაიხსნას, რისთვისაც კურორტზე წელს კიდევ უფრო მეტ დამსვენებელს ელოდებიან, - ამბობს ბაკურიანელი არტურ მკრტიჩიანი, რომელიც 25 მეტრიან ტრასაზე თხილამურებს აქირავებს.
[არტურ მკრტიჩიანის ხმა]
მაგრამ სანამ დიდველის ტრასა გაიხსნება, პირველი დამსვენებლები მოთელვას, მესამე დღეა, 25 მეტრიან ტრასაზე გადიან. პარალელურად სპეციალური თოვლსატკეპნი ტრაქტორები უკვე შეუდგნენ კოხტა გორასა და ტატრაზე ტრასების გაკვალვას. თუმცა ბიგელები ეგზოტიკის მოყვარულებისათვის რამდენიმე საათით მაინც ჩაირთო და კერძო ტაქსებმაც პირველი კლიენტები უკვე გაიჩინეს.
და კიდევ, ბაკურიანში ამოსული ახალგაზრდების ერთ-ერთ საყვარელ გართობად, ტრადიციულად, წელსაც დარჩება თოვლის ველოსიპედებით, ე.წ.“ბურანებით”, გასეირნება. მით უფრო, რომ ბაკურიანში წელს “ბურანების” მოყვარულებისათვის ახალი, გაცილებით უფრო დიდი ფართობის, ტერიტორია გამოიყო.
ბაკურიანში საკურორტო სეზონი ჯერ მხოლოდ შედის ძალაში, ამიტომ სათხილამურო ტრასები და “ბურანების” პარკიც ჩვეულებრივზე ერთი საათით ადრე, 4 საათზე, ამთავრებს მუშაობას. შემდეგ კი დამსვენებლები ან რესტორან-კაფეებში ინაცვლებენ, ანდა დაღამებამდე დასერნობენ ცენტრალურ ქუჩაზე, რომელიც წელს პირველად არის გადანათებული, როგორც არასდროს.