შეერთებული შტატების განვითარების სააგენტომ თანხმობა განაცხადა სომხეთს დახმარების სახით გამოუყოს 235 მილიონ დოლარზე მეტი. ეს თანხა სოფლებში სიღარიბის შემცირებაზე
მიმართულ პროგრამებს მოხმარდება. ამავე დროს, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია აცხადებს, რომ ხუთწლიანი პროგრამა ვერ ამოქმედდება მანამ, სანამ სომხეთის მთავრობა გასულ თვეში ჩატარებული რეფერენდუმის ირგვლივ არსებულ უკმაყოფილებას შესაბამის პასუხს არ გასცემს.
პროგრამა, რომელიც სომხეთმა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას წარუდგინა, ასიათასობით ფერმერის დასახმარებლად გზებისა და სარწყავი მექანიზმების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის საკითხებში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დირექტორმა სტიფენ გროფმა განაცხადა, რომ სომხეთის მთავრობამ სოფლებში არსებული სიღარიბის შემცირების კარგად გათვლილი გეგმა წარმოადგინა.
პროგრამა სამ ეტაპად არის გათვლილი და მიზნად სოფლის მოსახლეობის სამი მეოთხედის დახმარებას ისახავს.
თუმცა ორშაბათს, გრანტის გამოყოფის გადაწყვეტილებაზე განცხადების გაკეთებისას, კორპორაციამ აგრეთვე შეშფოთება გამოთქვა გასულ თვეში სომხეთში ჩატარებულ რეფერენდუმზე მომხდარი დარღვევების შესახებ ბრალდებების გამო.
გასულ კვირაში სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ დანილოვიჩმა სომხეთის პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს წერილი გაუგზავნა, რომელშიც სომხეთში პოლიტიკურ უფლებებსა და მთავრობის გამჭვირვალობაზეა საუბარი. დანილოვიჩი წერილში საარჩევნო პროცესის დარღვევებსა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შევიწროებაზე საუბრობს.
წერილში წერია, რომ განვითარების სააგენტო ამ საკითხების ირგვლივ სომხეთის მთავრობის მხრიდან რეაგირებას მოელის. თუ ეს არ მოხდება, შესაძლებელია დახმარების პროგრამა შეწყდეს.
სომხეთის მთავრობის მხრიდან ჯერჯერობით წერილს პასუხი არ მოჰყოლია.
სტიფენ გროფის თქმით, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია შეშფოთებულია იმით, რომ სომხეთის მთავრობა ბრალდებებს არანაირად არ პასუხობს:
[გროფის ხმა] "ჩვენ გადაწყვეტილების მიმღებები არ ვართ – იმ გაგებით, რომ ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ, შეესაბამება თუ არა ეს ბრალდებები რეალობას. მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ მთავრობა ვალდებულია ამ ბრალდებებს პასუხი გასცეს და აღიაროს, თუკი რაიმე დარღვევას მართლაც ჰქონდა ადგილი."
ათასწლეულის გამოწვევის პროგრამა შეერთებული შტატების ამჟამინდელ ადმინისტრაციას ეკუთვნის და ისეთი ღარიბი ქვეყნების დახმარებაზეა გათვლილი, რომელთა მთავრობებიც სწორი მართვის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.
დამოუკიდებელი სააგენტოს, "Fრეედომ Hოუსე"-ის, ახალი მონაცემებით, სომხეთში პოლიტიკური უფლებების კუთხით არსებული ვითარება წელს გაუარესდა. ამასთან, ორგანიზაციის აზრით, იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის გრანტს იღებენ, სომხეთში პოლიტიკური უფლებების კუთხით ყველაზე ცუდი მდგომარეობაა.
სტიფენ გროფის თქმით, ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის მესვეურები ჯერ სომხეთის მთავრობისგან პასუხის მიღებას უცდიან, შემდგომ ეტაპზე კი ორგანიზაციის ბორდი შეიკრიბება და გადაწყვეტს, როგორ იმოქმედოს.
შეგახსენებთ, რომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ საქართველოს სექტემბერში 295,3 მილიონი დოლარის გრანტი გამოუყო და ეს პროგრამაც ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სოფლის მოსახლეობის ყოფის გაუმჯობესებაზეა გამიზნული.