სამშაბათს თბილისს რუსეთის კომპანია "გაზპრომის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრ რიაზანოვი ეწვევა.
საქართველოს საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან და ენერგეტიკის მინისტრ ნიკა გილაურთან შეხვედრებზე რიაზანოვი განიხილავს რუსეთიდან საქართველოსთვის მიწოდებული ბუნებრივი აირის გაძვირების, აგრეთვე, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი გაზის სატრანზიტო ტარიფის გაზრდის საკითხსაც. რას აკეთებს საქართველო რუსეთზე თავისი "ენერგეტიკული დამოკიდებულების" შესამცირებლად?
მიუხედავად მოსკოვის მტკიცებისა, რომ ბუნებრივი აირის გაძვირებას არამც და არამც არ უდევს პოლიტიკური სარჩული, თბილისში ასეთი განცხადებებისა ცოტა ვინმეს თუ სჯერა. ეს ერთხელ კიდევ გამოჩნდა ვაშინგტონსა და ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის ამასწინანდელი მოგზაურობისას.
შეერთებული შტატების დედაქალაქში, საერთაშორისო მშვიდობის კარნეგის ფონდში გამოსვლისას, ბეჟუაშვილმა განაცხადა, რომ გაზის ფასების მკვეთრი გაზრდით რუსეთი ერთგვარ გაფრთხილებას უგზავნის საქართველოსა და უკრაინის "ახალშობილ" დემოკრატიებს. მაგრამ, როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დასძინა, თბილისი და კიევი მზად არიან, ერთიანი ძალისხმევით მოაგვარონ პრობლემა.
[გელა ბეჟუაშვილის ხმა] "აუცილებელია, რაღაც მოვიმოქმედოთ. და ჩვენ ვაცხადებთ (ეს ჩვენი საერთო ხმაა, რადგან უკრაინელებთან მოვითათბირეთ): თუ ეს დამოუკიდებლობის საფასურია, მზად ვართ ის გადავიხადოთ. მაგრამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ. აქ, ვაშინგტონში - თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში თუ სხვა უწყებებში - შეხვედრებისას ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, შევიმუშავოთ მკაფიო სტრატეგია იმისა, რა უნდა მოვიმოქმედოთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად; რადგან ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის."
საქართველოსა და უკრაინის ენერგეტიკული პოლიტიკის განხორციელების საკითხში გელა ბეჟუაშვილს ვაშინგტონის გარდა, ევროპის დახმარების იმედიც აქვს. ვიდრე შეერთებულ შტატებში ჩავიდოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელს ეწვია, სადაც, მას, როგორც თავად ამბობს, მხარდაჭერა აღუთქვეს ენერგომატარებლების წყაროთა გამრავალფეროვნების საქმეში.
[გელა ბეჟუაშვილის ხმა] "ევროპაში სულ უფრო უკეთ ესმით, რომ აუცილებელია ენერგეტიკული უსაფრთხოების ტრანსატლანტიკური სტრატეგიის შემუშავება. ისეთი სტრატეგიისა, რომელიც ევრაზიას და კერძოდ, ევროპას, გაათავისუფლებს ენერგეტიკული დამოკიდებულებისგან, რომლის მოწმენიც დღეს ვართ. აქ ვაწყდებით მეტად მკაცრ პოლიტიკას რუსეთის მხრიდან, რომელიც ევროპისა და მისი მეზობლების ენერგეტიკულ დამოკიდებულებაზე თამაშობს."
თავის ძალისხმევაში თბილისი მარტო რომ არ არის, კიევიდან მიღებული ცნობებიც ცხადყოფს. უკრაინის მთავრობის წარმომადგენლობითი დელეგაცია პრემიერ-მინისტრ იური ეხანუროვის ხელმძღვანელობით ორშაბათს მოსკოვში გაემგზავრა, სადაც მოლაპარაკება გამართა რუსეთის პრემიერთან მიხაილ ფრადკოვთან. თუმცა, ორი ქვეყნის მთავრობათა თავმჯდომარეებმა უკრაინისთვის რუსეთის ბუნებრივი აირის მიწოდების პირობებზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. როგორც იუწყებიან, მოლაპარაკება უფრო დაბალ დონეზე გაგრძელდება.