თავდაცვის ეროვნული აკადემიიდან დათხოვნილმა კურსანტებმა შიმშილობის აქცია შეწყვიტეს.

კურსანტებმა ეს გადაწყვეტილება მიიღეს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ნოდარ გრიგალაშვილთან შეხვედრის შემდეგ. როგორც კურსანტებმა უთხრეს საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსს”, გრიგალაშვილი მათ საკითხის დადებითად გადაწყვეტას დაჰპირდა. საქართველოს განათლების სამინისტრომ დღეს უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულების რექტორებს გაუგზავნა სპეციალური მიმართვები, რომელთა საფუძველზეც მათ უნდა უზრუნველყონ თავდაცვის ეროვნული აკადემიის სტუდენტების მიღება. შიმშილობა სამი დღის წინ დაიწყო 20-მდე კურსანტმა მოთხოვნით, შესრულებულიყო ხელისუფლების დაპირება, უმაღლეს სასწავლებლებში მათი გადანაწილების შესახებ.