თამარ ჩიქოვანი, თბილისი
ქართული პრესის კვალდაკვალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის არსებობა-არარსებობის თემა პოპულარობას რუსულ მედიაშიც იძენს.
ამას, გარკვეულწილად, ხელი შეუწყო გასულ კვირას კიევში გამართულმა ფორუმმა, სახელწოდებით „დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობა“, რომელსაც, რუსი ჟურნალისტების აზრით, შესაძლოა, დსთ-ს ალტერნატივის ფუნქცია დაეკისროს. რუსული პრესის რამდენიმე პუბლიკაციას გაგაცნობთ.
3 დეკემბრის „კომსომოლსკაია გაზეტას“ აზრით, კიევში შეკრებილი სახელმწიფოების მეთაურები ანტირუსული კოალიციის შექმნას გეგმავენ. ასეთ დასკვნას გაზეთი უკრაინის პრეზიდენტის განცხადების საფუძველზე აკეთებს: ვიქტორ იუშჩენკომ “დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობის” ძირითად ამოცანად დემოკრატიის მხარდაჭერა დაასახელა ბალტიიდან კასპიის ზღვამდე. რუკას თუ დახედავთ, ყვლაფერი ნათელი გახდება, - წერს “კომსომოლსკაია გაზეტა”. - ფაქტია, რომ რუსეთის, თუ მტრულად არა, არამეგობრულად განწყობილი ქვეყნების რკალში მოქცევაა ჩაფიქრებული. ეს, გარკვეულწილად, ე.წ. ბუფერულ სახელმწიფოთა სისტემას წააგავს, საბჭოთა კავშირის არსებობისას - მეოცე საუკუნის 20-იან წლებში - რომ ჩამოყალიბდა. თუმცა მაშინ დასავლეთმა კედელი კომუნიზმის თავიდან ასაცილებლად შექმნა, დღეს კი რუსეთში დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკაა. გამოდის, რომ საუბარია ანტირუსული ალიანსის შექმნაზე, - წერს “კომსომოლსკაია გაზეტა”.
როდემდე იარსებებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა? - ამ კითხვით გაზეთმა „სობესედნიკმა“ რუსეთის საზოგადოების ცნობილ პირებს მიმართა. კინორეჟისორი გია დანელია ფიქრობს, რომ დსთ კარგა ხანს იარსებებს. უკრაინის პირველ პრეზიდენტს ლეონიდ კუჩმას კი მიაჩნია, რომ თავის დროზე, დსთ-ს შექმნისას, არასწორი პრინციპები იყო ჩადებული ამ რეგიონულ გაერთიანებაში - „ მე ევროკავშირის პრინციპებს ვთავაზობდი, ყველა თითქოს მეთანხმებოდა, მაგრამ, საბოლოოდ, მითხრეს, ჯერ ამის დრო არ დამდგარაო,“ ამბობს ლეონიდ კუჩმა, რომლის აზრითაც, დღეს ყველა ცდილობს, დსთ-ს ფარგლებში სხვადასხვა გაერთიანება შექმნას.
რეჟისორ იური გუსმანის აზრით კი, საბჭოთა სამშობლოსადმი არსებული ნოსტალგიის მიუხედავად, თუ ყოველი ჩვენგანი დსთ-ს სახელმწიფოებს დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიქვამს და თუ ვაი-პოლიტიკოსები მთელი სამყაროს გასაგონად მოთქმას შეეშვებიან, დიდი რუსეთი მეზობელი ჯუჯა სახელმწიფოების გამო იჩაგრებაო, ყველაფერი კარგად იქნება. თუ არადა, დსთ დაიშლება და ინტეგრაციის პროცესი თავიდან იქნება დასაწყები.