გავრცელებულმა ცნობებმა, თითქოს პენტაგონი ფულს უხდიდეს ერთ კერძო კომპანიას იმისთვის, რათა ამ უკანასკნელმა ერაყის ჟურნალ-გაზეთებში
ვაშინგტონის სამხედრო მისიასთან დაკავშირებით დადებითი მასალები მოათავსოს, თვით პრეზიდენტ ბუშის უკმაყოფილება გამოიწვია. ამავე საკითხის გამო შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სენატის შეიარაღებული სამსახურების კომიტეტის თავმჯდომარემ ჯონ უორნერმაც, რომელმაც, მართალია, იქვე დასძინა, რომ ერაყში გაჩაღებული ანტიამერიკული პროპაგანდის უპასუხოდ დატოვებაც შეცდომა იქნებოდა. გუშინ ამ თემას თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდიც შეეხო.
რამსფელდის აზრით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები აქცენტს ერაყთან დაკავშირებულ უარყოფით ამბებზე აკეთებენ და ყურადღებას არ აქცევენ დადებით მოვლენებს, როგორიცაა, მაგალითად, სკოლების მშენებლობა, ერაყის ეკონომიკის ზრდა, ინფრასტრუქტურის განვითარება და სხვა.
ჯონს ჰოპკინსის სახელობის პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტში გამოსვლისას, პენტაგონის მესვეურმა აღნიშნა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების მსხვერპლი ყოველწლიურად გაცილებით მეტი ამერიკელი ხდება, ვიდრე ერაყში მიმდინარე თითქმის სამწლიან ომში დაიღუპა, მაგრამ მედია ყურადღებას მაინც ერაყში დაღუპულებზე ამახვილებს.
თავდაცვის მინისტრი შეეხო გაზეთ "ლოს ანჯელეს" ტაიმსში გამოქვეყნებულ სტატიასაც, რომლის თანახმად, პენტაგონი ფულს უხდის ერთ კერძო კომპანიას ვაშინგტონის სამხედრო მისიასთან დაკავშირებით ერაყის პრესაში დადებითი მასალების გამოსაქვეყნებლად.
[დონალდ რამსფელდის ხმა] "ეს ამბავი მედიამ ხალისით აიტაცა. მისთვის ეს მომგებიანი თემაა, რადგან მედიას ეხება და ჟურნალისტებს ასეთი რამ მოსწონთ. მაგრამ დაბეჯითებით ჯერ არ ვიცით, როგორია საქმის ვითარება. გამოძიებას გენერალი კეისი ხელმძღვანელობს. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ცნობამ მთელი მსოფლიო მოიარა და ამაზე საუბარი დღემდე არ წყდება. არადა, ჯერ ისიც კი ვერ დაგვიდგენია, რა მოხდა ზუსტად."
დონალდ რამსფელდის თქმით, პროგრამა, როგორც ჩანს, ანტიამერიკული პროპაგანდის გასანეიტრალებლად იყო გამიზნული. სხვა საკითხია, რამდენად მართებულად ხდებოდა ამ პროგრამის განხორციელებაო, აღნიშნა მინისტრმა.
მისივე აზრით, კონფლიქტურ ზონებში აუცილებელია "სახალხო დიპლომატიის" იმაზე უფრო ეფექტიანად გამოყენება, ვიდრე ეს ამჟამად ხდება. ამ საკითხში კი, როგორც პენტაგონის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ამერიკელებს თავმოსაწონი ბევრი არაფერი აქვთ.
[დონალდ რამსფელდის ხმა] "ამერიკელებს დიდად არც უცხო ენები გვეხერხება და ვერც სხვა კულტურების ცოდნით დავიკვეხნით, ეს კი პრობლემებს გვიქმნის. პენტაგონში უკვე რამდენიმე წელია, ვცდილობთ, უცხო ენების სწავლებისას აქცენტი იმ ენებზე გადავიტანოთ, რომლებიც მომავალში უფრო მნიშვნელოვანი გახდება. ამით გავზრდით იმ ადამიანთა რიცხვს, ვინც კარგად იქნება გარკვეული რეგიონულ საკითხებში."
კონფლიქტების მოგვარების საქმეში "სახალხო დიპლომატიის" მნიშვნელობას არ უარყოფს მარკ ფელდსტაინი, მედიის ექსპერტი და ვაშინგტონის ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი. მაგრამ რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტთან ენდრიუ ტალისთან საუბარში იგი ეჭვქვეშ აყენებს მეთოდებს, რომლებსაც პენტაგონი მიმართავს.
[მარკ ფელდსტაინის ხმა] "შეერთებული შტატების მხრიდან ეს მოტყუებაზე დაფუძნებული პროპაგანდა იყო. აბა, რა უნდა ვუწოდოთ გაზეთების მოქრთამვას, რეპორტიორების მოქრთამვას იმისთვის, რათა მათ პროამერიკული პროპაგანდა გაევრცელებინათ. ყოველივე ამაში ირონიას ვხედავ: ერთი მხრივ, ვამტკიცებთ, რომ ერაყში დემოკრატიისა და თავისუფლების დასამკვიდრებლად ვიღვწით, მეორე მხრივ კი სწორედ თავისუფლებას, პრესის თავისუფლებას ვამახინჯებთ ამ სახის პროპაგანდისტული კამპანიის გაჩაღებით."
მარკ ფელდსტაინის თქმით, შეერთებული შტატები უკვე კარგა ხანია გვიმტკიცებს, რომ სიმართლე მის მხარეზეა, საერთოდ, ნებისმიერი ლიბერალური დემოკრატიის მხარეზე. და თუ ჭეშმარიტება მართლაც ამერიკის მხარეზეა, მაშინ მას იაფფასიანი პროპაგანდისტული კამპანიები არ უნდა სჭირდებოდესო.