ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლი ჟაოსინმა, რუსეთს შხამქიმიკატების მდინარეში ჩაღვრის გამო "გულითადი ბოდიში" მოუხადა. მომწამვლელი ნივთიერებები მდინარე სუნგარშია ჩაღვრილი,

რომელიც მდინარე ამურს უერთდება. სავარაუდოდ, შხამქიმიკატების ლაქა რუსეთის ტერიტორიაზე 8 ან 9 დეკემბერს ჩააღწევს. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ჩინეთი მზადაა რუსეთს გარემოს დაბინძურებასთან ბრძოლაში დაეხმაროს. რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კამილ ისხაკოვი, ქალაქ ხაბაროვსკის მოსახლეობას დაპირდა, რომ შხამქიმიკატების მოახლოვებამდე მათ სულ მცირე ერთი კვირით ადრე მაინც გააფრთხილებს. ამავე დროს, ჩინეთის ჩრდილოაღმოსავლეთის ქალაქ ჰარბინის ადმინისტრაცია იუწყება, რომ მოსახლეობის წყლით მომარაგება მალე აღდგება. ჰარბინს, რომელსაც 3.8 მილიონი მოსახლე ჰყავს, წყლით მომარაგება ხუთშაბათს შეუწყდა – როდესაც მას ქიმიურ საწარმოში მომხდარი აფეთქების შედეგად წყალში ჩაღვრილი მომწამვლელი ნივთიერებების ლაქა მიუახლოვდა.