სენატორი ჯონ მაკკეინი იმ გავლენიან ამერიკელ პოლიტიკოსთა რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც იმთავითვე გამოეხმაურნენ საქართველოში ორი წლის წინათ მომხდარ მოვლენებს.
რესპუბლიკელმა სენატორმა არიზონის შტატიდან რადიო "თავისუფლების" ქართულ სამსახურს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, რომელშიც "ვარდების რევოლუციის" მნიშვნელობაზე ისაუბრა. ჯონ მაკკეინს სალომე ასათიანი ესაუბრა.
შეკითხვაზე, როგორ აფასებს ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში განვითარებულ პროცესებს, სენატორმა ასე გვიპასუხა:
[მაკკეინის ხმა] “საქართველოში განვითარებულ პროცესებს მე გულდასმით ვადევნებ თვალს, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ის, რაც ამ ქვეყანაში მოხდა, არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის მაგალითია – მაგალითი, რომ თავისუფლებამ და დემოკრატიამ ყველგან შეიძლება გაიმარჯვოს. იმედი მაქვს, ეს საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც მოხდება მომავალში. ვფიქრობ, საქართველოში ძალიან შთამბეჭდავი პროგრესი ხორციელდება. ცხადია, როდესაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ფუნდამენტურ ცვლილებებს ახორციელებ, გარკვეული სირთულეები და ბარიერებიც შეგხვდება – და ეს შეიძლება მომავალშიც ასე იყოს. თუმცა, მთლიანობაში, პროგრესი მართლა შთამბეჭდავია. ამერიკელი ხალხი საქართველოს მხარდაჭერას და ქვეყნის მიღწევებით აღტაცებას განაგრძობს.”
შეკითხვას, პოსტრევოლუციური საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ხედავს თუ არა რაიმე ასპექტს, რომელიც მის კრიტიკას იმსახურებს, სენატორმა ასე უპასუხა:
[მაკკეინის ხმა] “გარკვეული ასპექტების შეცვლა სასურველი იქნებოდა, მაგრამ რაიმე მნიშვნელოვანი შენიშვნა არ გამაჩნია.”
სენატორ მაკკეინს იმ როლის შესახებაც ვკითხეთ, რომელიც საქართველოსა და უკრაინის რევოლუციებში შეერთებულმა შტატებმა შეასრულა:
[მაკკეინის ხმა] “ვფიქრობ, შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოსა და უკრაინის რევოლუციების მხარდაჭერით. ეს, მართლაც, მნიშვნელოვანი იყო. თუმცა ეს ფაქტორი არამც და არამც არ აკნინებს იმას, რომ ორივე რევოლუცია ხალხმა მოახდინა – ხალხმა, რომელმაც უსამართლოდ არჩეული რეჟიმები უარყო. მთელი ამ მიღწევის 99 პროცენტი იმ გაბედული ქალების და მამაკაცების დამსახურებაა, რომლებიც საკუთარ მომავალს წვიმასა და სიცივეში დგომით იცავდნენ.”
საუბრის დასასრულს ჯონ მაკკეინმა გვითხრა, რომ დარწმუნებულია – დემოკრატია მსოფლიოში კიდევ უფრო ფართოდ გავრცელდება:
[მაკკეინის ხმა] “მჯერა, რომ თქვენს რეგიონში დემოკრატია კიდევ უფრო ფართოდ გავრცელდება. მეზობელი ქვეყნების მოსახლეობა დაინახავს, რას ნიშნავს თავისუფალ და ღია საზოგადოებაში ცხოვრება. მე ასევე მჯერა, რომ პროგრესი სხვა რეგიონებშიც იქნება. მაგალითად, ყირგიზეთის რევოლუცია, დიდწილად, შთაგონებული იყო იმით, რომ ყირგიზმა ხალხმა უკრაინასა და საქართველოში რევოლუციები იხილა. ახლა იგივე ხდება ლიბანში. ამდენად, ვფიქრობ, რომ მალე ყველანი დავრწმუნდებით – დემოკრატია გადამდები სენია.”