არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციას, სახელწოდებით ”ადგილობრივი დემოკრატიისა და თვითმმართველობისთვის”, ფართო სამსჯავროზე გამოაქვს
კანონპროექტი ”ადგილობრივი და სამხარეო თვითმმართველობის შესახებ.”
მის შემუშავებაში ბევრმა ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა. ერთობლივი ნამუშევრის პრეზენტაცია უახლოეს ხანებში მოხდება, მანამდე კი არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის წარმომადგენლებმა ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე აუხსნეს ჟურნალისტებს, რით განსხვავდება მათი კანონპროექტი, მათი კონცეფცია სახელისუფლებო უმრავლესობის კანონპროექტისგან.
არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის მიერ შემუშავებული ალტერნატიული კანონპროექტი ეფუძნება თვითმმართველობის რეფორმის ისეთ კონცეფციას, რომელშიც ერთიანადაა გააზრებული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობაც და ხელისუფლების დონეებს შორის კომპეტენციების გამიჯვნაც. ამას გარდა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის წარმომადგენელი დავით ლოსაბერიძე აღნიშნავს:
[დავით ლოსაბერიძის ხმა] ” მესამე საკითხია, ფუნქციების განსახორციელებლად რა არის საჭირო , რა ფინანსები და ფინანსური თუ ქონებრივი საკითხების გამიჯვნაა საჭირო. მეოთხე საკითხია, ვინ ახორციელებს მართვას და შემდეგ მოდის სახელმწიფო ზედამხედველობის სისტემა, რომელიც შეიძლება იყოს რეაქციული და ლიბერალურიც. ” (სტილი დაცულია)
არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია გვთავაზობს ორდონიან თვითმმართველობას. პირველ დონეში იგულისხმება ქალაქები და თემები, მეორეში - რეგიონი ( მხარე, ავტონომიური ერთეული და ქალაქი თბილისი). საქართველოს ტერიტორიაზე ყალიბდება 12 მხარე, მხარეზე მაღალი სტატუსის მქონედ კი მიიჩნევა ავტონომიური წარმონაქმნები და საქართველოს დედაქალაქი.
ხელისუფლება თვითმმართველობის რეფორმას ქვეყნის სახელმწიფო მოწყობის მოდელის წარმოდგენის გარეშე გეგმავს. თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ შემუშავებული კანონპროექტის ალტერნატიული პროექტის ავტორები ( არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის წარმომადგენლები) მიიჩნევენ, რომ დეცენტრალიზაციის პროცესის ერთიანი სოსტემის არარსებობის გამო ხელისუფლების მიერ ინიცირებული კანონპროექტი ხშირად ურთიერთგამომრიცხავ დებულებებს შეიცავს და წინააღმდეგობაში მოდის სხვადასხვა დარგებსა და უწყებებში მიმდინარე რეფორმებთან. ამასთან ერთად,ხელისუფლების კანონპროექტი გულისხმობს ერთდონიან თვითმმართველობას : თვითმმართველობას რაიონულ დონეზე დაახლოებით 65 ერთეულში და სახელმწიფო მმართველობას რეგიონის დონეზე.
არის სხვა პრინციპული განსხვავებებიც.მაგალითად, ხელისუფლების ვარიანტით, რაიონის შემადგენლობაში არსებული თვითმმართველობის ორგანოები გადაკეთდება მართვის ტერიტორიულ ორგანოებად, წარმომადგენლობითი ორგანოების არსებობის გარეშე, და მათ ხელმძღვანელს დანიშნავს რაიონის ხელისუფლება. მართვის ტერიტორიული ორგანოები, წარმომადგენლობითი ორგანოების არსებობის გარეშე, ყალიბდება ქალაქებშიც ( მათ შორის, თბილისშიც) და მათი ხელმძღვანელები ინიშნებიან ხელისუფლების მიერ.
არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის კანონპროექტის მიხედვით, ყველა დონის თვითმმართველობის ერთეულებში არსებობს არჩეული წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები. დედაქალაქი თბილისიც იყოფა თვითმმართველ ერთეულებად, სადაც ფუნქციონირებს არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები.
საყურადღებო განსხვავებაა ფინანსების ნაწილში. ხელისუფლების ვარიანტით, დამოუკიდებელი ბიუჯეტი არსებობს ქვედა დონეზე, სამხარეო დონეზე საბიუჯეტო მოწყობის საკითხი გაურკვეველია. რას გვთავაზობს ამ კუთხით არასამთავრობო ორგანიზციათა კოალიციის ალტერნატიული ვარიანტი? ამის შესახებ ირაკლი მელაშვილის განმარტება მოვისმინოთ:
[ირაკლი მელაშვილის ხმა] ”დღეს ყველა თვითმმართველობის ჯამური ბიუჯეტი, თბილისის გარდა, არ აღემატება 40 მილიონ ლარს (ასე იყო შევარდნაძის დროსაც). არადა, როგორც ამბობენ, დღევანდელი ბიუჯეტი 3- ჯერ გაიზარდა. ჩვენ ვამბობთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის 5 პროცენტი უნდა წავიდეს გამოთანაბრების პოლიტიკაზე. დღევანდელი ბიუჯეტით, ეს არის 100 მილიონი ლარი, რაც უნდა წავიდეს თვითმმართველობაში. ”(სტილი დაცულია)
ალტერნატიული კანონპროექტი გულისხმობს თვითმმართველობისთვის ფინანსური საშუალებების მიცემას. მაგრამ ყველაფერს, რაც მასში არის ჩადებული და რაც, ავტორების მტკიცებით, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე ნაკირს ვალდებულებებთან, მმართველი უმრავლესობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ნაჯღაბნი უწოდა. ალტერნატიული ვარიანტის პრეზენტაცია, მისი კიდევ უფრო ფართო სამსჯავროზე გატანა უახლოეს დღეებში იგეგმება.