19 ნოემბერს თბილისს რამდენიმე საათით გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი ეწვია. ვიზიტი მოულოდნელი იყო. ახლო აღმოსავლეთში სტუმრობისას კოფი ანანმა საქართველოში
ჩასვლის თაობაზე გადაწყვეტილება სპონტანურად მიიღო. გაეროს გენერალურ მდივანს თბილისის აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი დახვდა, ოფიციალური შეხვედრა კი პრეზიდენტთან შედგა. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გაკეთდა განცხადებები პრესისათვის. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა თავის განცხადებაში თქვა, რომ საქართველოს გაეროს იმედი უნდა ჰქონდეს, თუმცა საქართველოს პრეზიდენტმა გამოხატა ღია იმედგაცრუება გაეროს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო პროცესის წარუმატებლობის გამო.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოქმედი გენერალური მდივანი საქართველოს პირველად ეწვია. 1994 წელს თბილისს მისი წინამორბედი ბუტროს ბუტროს გალი სტუმრობდა. მაშინ გაეროს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო პროცესი ახალი დაწყებული იყო და რადგან ამ პროცესმა, აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების კუთხით, წარმატებები ვერ მოიტანა, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატ გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტს სრული საფუძველი ჰქონდა იმისთვის, რომ გამოეხატა იმედგაცრუება წლების წინ დაწყებულ სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით.
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ” თვალსა და ხელს შუა მთელი მსოფლიოს დასანახად ხდება კაცობრიობის წინაშე დანაშაული და აფხაზეთში შედის სულ უფრო მეტი იარაღი. საქართველოს სურს მშვიდობა, მაგრამ საქართველო არ შეურიგდება ადამიანის უფლებების ასე ფეხქვეშ გათელვას. ჩვენი რევოლუციის მთავარი გაკვეთილია: თავისუფლება - ყველას,მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა; დემოკრატია - ყველასთვის. და ჩვენ მიგვაჩნია, რომ, ამ მხრივ, შანსი უნდა მივცეთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ, ამ მხრივ, გაეროც გააქტიურდება და გაეროს წევრი ქვეყნები მისცემენ საშუალებას გაეროს, გააქტიურდეს ამ მიმართულებით. ”
ეს განცხადება გაეროს გენერალურ მდივანთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. შეხვედრაზე, გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა კოფი ანანს წარუდგინა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სამშვიდობო გეგმა, მიაწოდა დეტალური ინფორმაცია კონფლიქტის ზონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე და გაუმხილა საქართველოს განზრახვაც მოლაპარაკებათა ფორმატის შეცვლასთან დაკავშირებით. ყველაზე საინტერესოა ის, თუ როგორი იყო ამ განზრახვაზე გაეროს გენერალური მდივნის რეაქცია. პირისპირ შეხვედრის დეტალები, თავისთავად, უცნობია, ხოლო ის, რაც კოფი ანანმა ყველას გასაგონად თქვა, შემდეგი იყო:
[კოფი ანანის ხმა] ”ძალისხმევას არ დავიშურებთ და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად შევეცდებით მოვძებნოთ გზები პრობლემის გადასაწყვეტად, მაგრამ უმთავრესი მაინც არის ის,რომ მხარეებმა პატივი სცენ ადამიანის უფლებებს, დაიცვან ადამიანის ღირსება.ამასთან ერთად, ყველამ უნდა აღიაროს კანონის უზენაესობა და დაიცვას კანონი, რადგან კანონის დაცვის გარეშე წარმატებებს ვერ მივაღწევთ. მე მქონდა საშუალება თქვენს პრეზიდენტთან მესაუბრა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე და მინდა აღვნიშნო, რომ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ წარმატებებმა, რომელსაც ბოლო 2 წლის მანძილზე მიაღწიეთ. ”
”საქართველოს უნდა ჰქონდეს გაეროს იმედი, ”- ამ სოტყვებით დაასრულა გაეროს გენერალურმა მდივანმა თავისი განცხადება. მან აღნიშნა, რომ წლების მანძილზე ყურადღებით ადევნებდა თვალყურს საქართველოში, განსაკუთრებით კი, კონფლიქტის ზონებში მიმდინარე პროცესებს და ხაზი გაუსვა საქართველოში საკუთარი წარმომადგენლობის კარგ მუშაობას.
ვრცელდება ცნობა, რომ კოფი ანანმა საქართველოში ხანმოკლე ვიზიტის განხორციელება მოულოდნელად გადაწყვიტა აფხაზეთში, კერძოდ კი, გალის რაიონში ვითარების დაძაბვასთან დაკავშირებით. აღნიშნულის თაობაზე კი ის საქმის კურსში მისმა პირადმა წარმომადგენელმა საქართველოში ჰაიდი ტალიავინიმ ჩააყენა.
საინტერესოა, მოჰყვება თუ არა საქართველოს მონახულებით ანანის უცაბედ დაინტერესებას გაეროს გააქტიურება აფხაზეთის პრობლემის მშვიდობიანი გზით მოწესრიგების პროცესში; შეცვლის თუ არა რამეს დაპირება, რომ საქართველოს გაეროს იმედი უნდა ჰქონდეს. დღესდღეობით კი, იმის შედეგად, რაც აქამდე კეთდებოდა, საქართველოში გაეროს იმედი თითქმის ბოლომდე ამოწურულია.