დღეს ამერიკის და ერაყის სამხედროები

დღეს ამერიკის და ერაყის სამხედროები სირიის საზღვართან მასშტაბურ შეტევას ახორციელებენ.
დღეს ამერიკის და ერაყის სამხედროები სირიის საზღვართან მასშტაბურ შეტევას ახორციელებენ.
ამერიკის სამხედრო ძალების ინფორმაციით, ეს ოპერაცია ალ-ყაიდის მეომრების განადგურებას ემსახურება. ამასთან, მისი მიზანია უცხო ქვეყნებიდან ექსტრემისტების ერაყში ჩასვლას შეუშალოს ხელი. ოპერაციის პირობითი სახელია "ფოლადის ფარდა" . მასში დაახლოებით 3500 სამხედრო მონაწილეობს.
დღესვე ერაყში მოქმედმა ალ-ყაიდის დანაყოფმა ინტერნეტით გაავრცელა ცნობა, რომ 15 ერაყელი ჯარისკაცი შეიპყრო და სიკვდილით დასაჯა. ეს ცნობა ჯერჯერობით ოფიციალურად დადასტურებული არ არის.