წელიწადნახევრის წინ, 2004 წლის მაისში, თბილისში ბიზნესმენისთვის დიდი რაოდენობის ფულის გამოძალვის ფაქტზე პარლამენტის წევრი გიორგი კენჭაძე დააკავეს.
”ნაციონალური მოძრაობის” ამ ერთ-ერთი აქტივისტის საქციელი პარტიის ლიდერებმა საჯაროდ დაგმეს. პრეზიდენტმა ფულის გამოძალვის ფაქტზე დეპუტატის დაპატიმრებას გამარჯვებაც კი უწოდა იმის მინიშნებით, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” რიგებში წმენდა შეუქცევად ხასიათს მიიღებდა და შეღავათით ვერ ისარგებლებდა ვერავინ, ვინც თანამდებობას ბოროტად გამოიყენებდა. ერთი სიტყვით, ყველაფერი მოხდა ისე და იმისთვის, რომ გიორგი კენჭაძის დაკავება სხვებისთვის სამაგალითო ყოფილიყო. შემდეგ შედგა სასამართლო პროცესი, რომლის შესახებაც საზოგადოებას ბევრი არაფერი შეუტყვია; ახლახან კი ცნობილი გახდა,რომ კენჭაძე ვადამდე გაათავისუფლეს.
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”და ამ მართლა ღორს ხელფასი ჰქონდა 1000 ლარი. ეს არ იკმარა და პირველივე ცდუნებას დახარბდა. ეს არის ჩვენი გამარჯვება, ეს დაპატიმრება, და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” პრობლემა, ის, უბრალოდ, იდიოტია. ეს არის გამარჯვება. დღეს აშკარაა: საქართველოში გაჩნდა ხელისუფლება, რომელსაც არ ეშინია იმის, რომ ხელისუფლება მუდმივად გაწმინდოს. ეს იქნება მუდმივად, სანამ მე ვიქნები პრეზიდენტი.”
პრეზიდენტის ეს გამოსვლა ჩვენს არქივში 2004 წლის 19 მაისით არის დათარიღებული. სწორედ 2004 წლის 19 მაისს იქნა დაკავებული ფულის გამოძალვის ფაქტზე რევოლუციური დამსახურების დეპუტატი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი გიორგი კენჭაძე. მისი დაპატიმრება სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან მოხდა. სამართალდამცველებმა საზოგადოება უმალვე ჩააყენეს საქმის კურსში, რომ დეპუტატი ფულს - 100000 დოლარს - ბათუმელ ბიზნესმენ მამუჩაძეს სძალავდა იმ პირობით, რომ ახალი ხელისუფლება მის ბიზნესს პრობლემებს აღარ შეუქმნიდა. გენერალურმა პროკურატურამ პარლამენტს ფულის გამოძალვის ფაქტზე დაკავებული დეპუტატისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით მიმართა. პარლამენტმა, ხმათა ლამის აბსოლუტური უმრავლესობით, დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა. შემდეგ კი საქმე ზედმეტი ხმაურის გარეშე წარიმართა. შედგა სასამართლო პროცესი, რომლის თაობაზეც საზოგადოებას თითქმის არაფერი შეუტყვია. ახლახან კი ცნობილი გახდა კენჭაძის პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ.
წინასწარ დანომრილი ფულის კუპიურებით დაკავებული ხელისუფლების წარმომადგენელი წელიწად-ნახევარში იქნა გათავისუფლებული. სასამართლოს მიერ პირის ვადაზე ადრე გათავისუფლება იმ შემთხვევაში ხდება, თუ პატიმრობის ვადის ნახევარი ან ორი მესამედი მოხდილია, გააჩნია ვადას. გიორგი კენჭაძეს 2004 წლის სექტემბერში სასამართლომ 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პატიმრობის ვადის 2|3 მან ამა წლის აგვისტოში ამოწურა. ვადაზე ადრე სასამართლომ ის 3 ოქტომბერს გაათავისუფლა.
ასეთია ფინალი პარტიის და ხელისუფლების გამარჯვებად მონათლული დაპატიმრებისა. ოპოზიციონერი დეპუტატი კობა დავითაშვილი დარწმუნებულია, რომ კენჭაძე გარიგების საფუძველზე იქნა გათავისუფლებული:
[კობა დავითაშვილის ხმა] ”ფაქტია, რომ ამ კაცთან გარიგება შედგა - უთხრეს, ხმა არ ამოიღო, ვისთან მიგქონდა ფული, და გაგიშვებთ მალეო.”
ასეა თუ ისე, კენჭაძის პატიმრობა წარსულს ისე ჩაბარდა, რომ ეჭვები ეჭვებად დარჩა. ”დიახ, მან აიღო ფული, მაგრამ არის სხვა გარემოებაც. რაც მე მოვისმინე, იყო შოკის მომგვრელი. ის, რაც გიორგი კენჭაძემ მე გამიმხილა, უნდა იცოდნენ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა, ოღონდ არა პრეზიდენტმა,” - თქვა ჩვენი რადიოსთვის მოცემულ ინტერვიუში ახალდაპატიმრებული კენჭაძის მონახულების შემდეგ ელენე თევდორაძემ. რა გაუმხილა მას საპატიმროში ყოფილმა დეპუტატმა, რამ დატოვა ელენე თევდორაძე შოკირებული? ამ შეკითხვას დღესაც არა აქვს პასუხი.